საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილის ხელისუფლება აგონიაშია - გიგი უგულავა
ივანიშვილის ხელისუფლება აგონიაშია - გიგი უგულავა

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი, გიგი უგუ­ლა­ვა ფე­ის­ბუქ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. "ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგო­ნი­ა­შია, შე­სა­ბა­მი­სად ის სულ უფრო ბრუ­ტა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. სამ­თავ­რო­ბო კრი­ზი­სის შე­დე­გად სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ვი­და ის, რა­საც ჩვენ ორი წე­ლია ვა­ცხა­დებთ და ვებ­რძვით:

1. ქვე­ყა­ნამ გა­და­უხ­ვია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ კურსს.

2. ქვე­ყა­ნა­ში მძვინ­ვა­რებს პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ, მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ევ­რო­პუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა.

თუ ოლი­გარ­ქი ივა­ნიშ­ვი­ლი ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად არ გა­ვა­ჩე­რეთ დღეს, ხვალ შე­საძ­ლოა გვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს.

მინ­და მივ­მარ­თო ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას და "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" - მე­გობ­რე­ბო, ჩვენ ვე­რას­დროს შევ­თან­ხმდე­ბით წარ­სუ­ლის შე­ფა­სე­ბებ­ში, ვერც შევ­ჯერ­დე­ბით ამა თუ იმ ლი­დე­რის მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი ყო­ველ­თვის ვი­ა­მა­ყებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმ მიღ­წე­ვე­ბით, რომ­ლის შექ­მნა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გვარ­გუ­ნა წი­ლად. ჩვენ შე­ვეც­დე­ბით შეც­დო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას და სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის, ქვეყ­ნის მო­მავ­ლის შე­ნე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას. ამ იდე­ა­ლე­ბის ერ­თგუ­ლე­ბის გამო ჩვენ შეგ­ნე­ბუ­ლად ცი­ხე­ში წა­ვე­დით, ნა­წი­ლი კი პო­ლიტ დევ­ნი­ლია უცხო­ეთ­ში. თქვენ­თვის ეს ყო­ველ­თვის ყბა­და­ღე­ბულ "ცხრა წე­ლი­წა­დად" დარ­ჩე­ბა, ჩვენ­თვის პი­რი­ქით, ყო­ველ­თვის სა­მარ­ცხვი­ნო იქ­ნე­ბა თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ის ორი წე­ლი­წა­დი, როცა ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ძულ­ვი­ლის ენი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის ლა­მაზ ფა­სადს წარ­მო­ად­გენ­დით. სდუმ­დით ყვე­ლა უკა­ნო­ნო­ბა­ზე, მა­ნამ სა­ნამ ის თა­ვად თქვენ ორ­ლე­სუ­ლი მახ­ვი­ლით არ შე­გე­ხოთ. ამა­ვე დროს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თქვენ ამა­ყობთ და მუ­დამ ია­მა­ყებთ, გან­ვლი­ლი ორი წე­ლი­წა­დით და მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბით. ამი­ტომ რო­გორც ძველ მე­გო­ბარს და ერთ დროს კონ­კუ­რენტს გთა­ვა­ზობთ, ნუ ვი­და­ვებთ წარ­სულ­ზე, რა­ზეც ვე­რას­დროს შევ­თან­ხმდე­ბით რად­გან დღეს ამის დრო უკვე აღარ არის. ცალ­სა­ხად ვხე­დავთ რომ წყალ­ში იყ­რე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი.

დღეს სწო­რედ რომ ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რეს­შია დაქ­საქ­სოს ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს იდე­ის ერ­თგუ­ლი პარ­ტი­ე­ბი და ისი­ნი სუსტ უტო­პის­ტე­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ცხა­დია ჩვენ ჩვე­ნი პარ­ტი­უ­ლი იდენ­ტო­ბა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რად­გან ევ­რო­პუ­ლი ლი­ბე­რა­ლუ­რი ქვა­კუ­თხე­დი სწო­რედ ძლი­ე­რი პარ­ტი­ე­ბია.

დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია მა­გო­ნებს 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" წინა პე­რი­ოდს. ჟვა­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ფორ­მა­ტორ­თა გუნ­დის წა­მოს­ვლის შემ­დეგ შე­ვარ­დნა­ძემ ნელ-ნელა გა­ნი­ცა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გი­ტი­მი­ზა­ცია რაც სა­ბო­ლო­ოდ შე­ვარ­დნა­ძის ბლოკ "ახალ სა­ქარ­თვე­ლო­ში" ღიად პრო რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის (რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი) თავ­მოყ­რით დას­რულ­და, ხოლო არ­ჩევ­ნებ­ში მარ­ცხი­სა და გა­ყალ­ბე­ბის შემ­დეგ უკვე ღიად გა­ფორმ­და ალი­ან­სი შე­ვარ­დნა­ძე-აბა­ში­ძეს შო­რის, რაც მა­შინ სწო­რედ რომ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­ზე რე­ო­რი­ენ­ტა­ცი­ას ნიშ­ნავ­და. მა­შინ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ეს არ და­უშ­ვა, უარი უთხრა შვარ­დნა­ძე-აბა­ში­ძის რუ­სულ ჯარ­ზე დამ­ყა­რე­ბულ კო­რუმ­პი­რე­ბულ რე­ჟიმს. დღე­საც სულ მალე, როცა ივა­ნიშ­ვი­ლის უნა­ყო­ფო ლეღ­ვის ხეს უკა­ნას­კნე­ლი ფო­თო­ლი, "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" გახ­მე­ბა და ჩა­მო­ვარ­დე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლის "ოც­ნე­ბა" ღია ალი­ან­სში შევა ბურ­ჯა­ნა­ძი­სა და ინაშ­ვი­ლის რუ­სულ პარ­ტი­ებ­თან (ეს უკა­ნას­კნე­ლე­ბი ოც­ნე­ბის ყვე­ლა­ზე შავ­რაზ­მუ­ლი კონ­ტი­გენ­ტით ფრაქ­ცი­ა­საც კი შექ­მნი­ან, მა­გა­ლი­თად ჯაჭვლი­ა­ნი, ქან­თა­რია და ა. შ.) და ისი­ნი ერ­თხმად აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წყე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­იტ­რა­ლი­ტეტ­ზე სა­უ­ბარს, რაც ქვეყ­ნის რუ­სე­თის­თვის ჩა­ბა­რე­ბას ნიშ­ნავს.

ასე გა­ი­ყო­ფა მე­გობ­რე­ბო წყალ­გამ­ყო­ფი ხაზი და და­ი­წყე­ბა გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ამ­ჯე­რად პარ­ტი­ებ­ზე მე­ტად მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფე­ბის და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის იმე­დი მაქვს. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა გვა­ნა­ხებს, რომ პარ­ტი­ებ­მა სწო­რედ მათ, ახალ­გაზ­რდა, ენერ­გი­ულ ლი­დე­რებს უნდა ვუს­მი­ნოთ.

გიგი უგუ­ლა­ვა - ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი.

თბი­ლი­სი, მატ­რო­სო­ვის ციხე". - წერს უგუ­ლა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ივანიშვილის ხელისუფლება აგონიაშია - გიგი უგულავა

ივანიშვილის ხელისუფლება აგონიაშია - გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. "ივანიშვილის ხელისუფლება აგონიაშია, შესაბამისად ის სულ უფრო ბრუტალური იქნება. სამთავრობო კრიზისის შედეგად სააშკარაოზე გამოვიდა ის, რასაც ჩვენ ორი წელია ვაცხადებთ და ვებრძვით:

1. ქვეყანამ გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს.

2. ქვეყანაში მძვინვარებს პოლიტიკური ანგარიშსწორება. ოპონენტების მიმართ, მიმდინარეობს პროევროპული ოპოზიციის მიზანმიმართული განადგურება.

თუ ოლიგარქი ივანიშვილი ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენ ყველამ ერთად არ გავაჩერეთ დღეს, ხვალ შესაძლოა გვიანი აღმოჩნდეს.

მინდა მივმართო ირაკლი ალასანიას და "თავისუფალ დემოკრატებს" - მეგობრებო, ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით წარსულის შეფასებებში, ვერც შევჯერდებით ამა თუ იმ ლიდერის მოღვაწეობაზე. მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის იმ მიღწევებით, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა ქართველმა ხალხმა გვარგუნა წილად. ჩვენ შევეცდებით შეცდომების გათვალისწინებას და საუკეთესო გამოცდილების, ქვეყნის მომავლის შენებაში გამოყენებას. ამ იდეალების ერთგულების გამო ჩვენ შეგნებულად ციხეში წავედით, ნაწილი კი პოლიტ დევნილია უცხოეთში. თქვენთვის ეს ყოველთვის ყბადაღებულ "ცხრა წელიწადად" დარჩება, ჩვენთვის პირიქით, ყოველთვის სამარცხვინო იქნება თქვენი საქმიანობის ის ორი წელიწადი, როცა ოლიგარქ ივანიშვილის სიძულვილის ენისა და პოლიტიკური შურისძიების ლამაზ ფასადს წარმოადგენდით. სდუმდით ყველა უკანონობაზე, მანამ სანამ ის თავად თქვენ ორლესული მახვილით არ შეგეხოთ. ამავე დროს დარწმუნებული ვარ თქვენ ამაყობთ და მუდამ იამაყებთ, განვლილი ორი წელიწადით და მიღწეული წარმატებით. ამიტომ როგორც ძველ მეგობარს და ერთ დროს კონკურენტს გთავაზობთ, ნუ ვიდავებთ წარსულზე, რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით რადგან დღეს ამის დრო უკვე აღარ არის. ცალსახად ვხედავთ რომ წყალში იყრება დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების გზაზე მთავარი მონაპოვარი. საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანი.

დღეს სწორედ რომ ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესშია დაქსაქსოს ევროპული საქართველოს იდეის ერთგული პარტიები და ისინი სუსტ უტოპისტებად წარმოაჩინოს საზოგადოების წინაშე. ცხადია ჩვენ ჩვენი პარტიული იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ევროპული ლიბერალური ქვაკუთხედი სწორედ ძლიერი პარტიებია.

დღევანდელი სიტუაცია მაგონებს 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" წინა პერიოდს. ჟვანია სააკაშვილის რეფორმატორთა გუნდის წამოსვლის შემდეგ შევარდნაძემ ნელ-ნელა განიცადა საერთაშორისო დელეგიტიმიზაცია რაც საბოლოოდ შევარდნაძის ბლოკ "ახალ საქართველოში" ღიად პრო რუსული ძალების (რჩეულიშვილის სოციალისტები, ირინა სარიშვილი, ირაკლი ბათიაშვილი) თავმოყრით დასრულდა, ხოლო არჩევნებში მარცხისა და გაყალბების შემდეგ უკვე ღიად გაფორმდა ალიანსი შევარდნაძე-აბაშიძეს შორის, რაც მაშინ სწორედ რომ საქართველოს რუსეთზე რეორიენტაციას ნიშნავდა. მაშინ ქართველმა ხალხმა ეს არ დაუშვა, უარი უთხრა შვარდნაძე-აბაშიძის რუსულ ჯარზე დამყარებულ კორუმპირებულ რეჟიმს. დღესაც სულ მალე, როცა ივანიშვილის უნაყოფო ლეღვის ხეს უკანასკნელი ფოთოლი, "რესპუბლიკელები" გახმება და ჩამოვარდება, ივანიშვილის "ოცნება" ღია ალიანსში შევა ბურჯანაძისა და ინაშვილის რუსულ პარტიებთან (ეს უკანასკნელები ოცნების ყველაზე შავრაზმული კონტიგენტით ფრაქციასაც კი შექმნიან, მაგალითად ჯაჭვლიანი, ქანთარია და ა. შ.) და ისინი ერთხმად აუცილებლად დაიწყებენ საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბარს, რაც ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას ნიშნავს.

ასე გაიყოფა მეგობრებო წყალგამყოფი ხაზი და დაიწყება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ამჯერად პარტიებზე მეტად მე საზოგადოების ჯგუფების და ახალგაზრდა თაობის იმედი მაქვს. საერთაშორისო გამოცდილება გვანახებს, რომ პარტიებმა სწორედ მათ, ახალგაზრდა, ენერგიულ ლიდერებს უნდა ვუსმინოთ.

გიგი უგულავა - ივანიშვილის პირადი პატიმარი.

თბილისი, მატროსოვის ციხე". - წერს უგულავა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს