პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლა ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს
ირაკლი ღარიბაშვილი - "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლა ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" სი­ტუ­ა­ცი­ის და­წყნა­რე­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გო­ნივ­რულ და კონ­სტრუქ­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბას და­ი­წყე­ბენ. რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რე­ბი კარ­გი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და იმე­დოვ­ნებ­და, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა კო­ა­ლი­ცი­ა­ში დარ­ჩე­ბო­და. "ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იმ­სა­ხუ­რებს ისეთ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც მზად არის მთავ­რო­ბას­თან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის, რათა ქვე­ყა­ნამ მი­აღ­წი­ოს წინსვლას და გა­ნაგ­რძოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი. იმე­დი მქონ­და, რომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" დარ­ჩე­ბოდ­ნენ მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ა­ში. მე იმედს ვი­ტო­ვებ, რომ რო­გორც კი სი­ტუ­ა­ცია და­წყნარ­დე­ბა, ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გო­ნივ­რულ და კონ­სტრუქ­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბას და­ი­წყე­ბენ. ისი­ნი კარ­გი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის­თვის ბევ­რი კარ­გი რა­მის გა­კე­თე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მათი გა­დას­ვლა ოპო­ზი­ცი­ა­ში ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ას უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, ალა­სა­ნი­ას სა­ჯა­რო პა­სუ­ხი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში იყო უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და მან ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქვეყ­ნის იმიჯს."მთავ­რო­ბის წევ­რი არ უნდა აკე­თებ­დეს ისეთ ბრალ­დე­ბებს პი­რა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის, რო­მელ­საც შე­უძ­ლია და­ა­ზი­ა­ნოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩვენს ევ­რო­პელ და ევრო-ატ­ლან­ტი­კურ პარტნი­ო­რებ­თან", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­ებ­ზე არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ ექ­ნე­ბა.

"მეს­მის, რომ ამ ცვლი­ლე­ბებ­მა ჩვენს მე­გობ­რებ­სა და პარტნი­ო­რებ­ში კი­თხვე­ბი შე­იძ­ლე­ბა წარ­მოშ­ვას. ნება მო­მე­ცით, და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა არ შეც­ვლი­ლა და არც არას­დროს შე­იც­ვლე­ბა! ამ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი, მაგ­რამ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქვეყ­ნის შიდა სა­კი­თხე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ვი­თა­რი გავ­ლე­ნა არ ექ­ნე­ბა ჩვენს სა­გა­რეო საქ­მე­ებ­ზე. ნება მო­მე­ცით, ცალ­სა­ხად გან­ვა­ცხა­დო, რომ მარ­თა­ლია მთავ­რო­ბა­ში ცალ­კე პი­რე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ ჩვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სი­სად­მი უც­ვლე­ლია. ის არა მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია, არა­მედ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბაც, რომ­ლის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის პა­ტი­ვიც მე მხვდა წი­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი შე­უქ­ცე­ვა­დია. მე პი­რა­დად ვხე­დავ ევრო-ატ­ლან­ტი­კურ კურსს, რო­გორც მშვი­დო­ბი­ა­ნი და გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერთ გზას. ეს არის ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სი­ის ბირ­თვი. მე არ მინ­და, რომ ერთი წა­მით მა­ინც შე­ი­ტა­ნოთ ეჭვი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი­სად­მი ჩვენს მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლებს ვერ ჩა­უღ­რმავ­დე­ბა, სა­ხე­ზეა სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას."რო­გორც მრა­ვალ­ჯერ მით­ქვამს, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია და ჩვენ არ წა­ვალთ არა­ნა­ირ დათ­მო­ბა­ზე პო­ტენ­ცი­უ­რი კო­რუფ­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა თუ რო­მე­ლი მი­ნის­ტრი ან სტრუქ­ტუ­რაა ამა­ში გა­რე­უ­ლი. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს ეფექ­ტურ მთავ­რო­ბას, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლია ყო­ველ­გვა­რი კო­რუფ­ცი­ი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­გან. ახლა, ჩვენ უნდა გან­ვაგ­რძოთ წინსვლა და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, რათა ვემ­სა­ხუ­როთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ოც­ნე­ბებს.

მი­სი­ვე თქმით, მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე იქ­ნე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი."მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე, რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თი თქვენ­გა­ნი ალ­ბათ უკვე იც­ნობს, იქ­ნე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა თქვენს ქვეყ­ნებ­თან გაგ­რძელ­დე­ბა და კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­სა­ხელ­დე­ბა ახა­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისი­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ას­რუ­ლე­ბენ და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს. ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც თქვენ შეძ­ლებთ მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დამ­ყა­რე­ბას და ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ უფრო გან­მტკი­ცე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

beso
0

())-ს არ ვიზიარებ შენს ხედვას. მისი აზრები ყოველთვის საინტერესოა. ყოველთვის ახერხებს პოზიციის შექმნასა და ახსნას. 

ირაკლი ღარიბაშვილი - "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლა ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს

ირაკლი ღარიბაშვილი - "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლა ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ "თავისუფალი დემოკრატები" სიტუაციის დაწყნარების შემდეგ ხელისუფლებასთან გონივრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ. როგორც ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე განაცხადა, "თავისუფალი დემოკრატების" წევრები კარგი და წესიერი ადამიანები არიან და იმედოვნებდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა კოალიციაში დარჩებოდა. "ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ისეთ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მზად არის მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რათა ქვეყანამ მიაღწიოს წინსვლას და განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. იმედი მქონდა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" დარჩებოდნენ მმართველ კოალიციაში. მე იმედს ვიტოვებ, რომ როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, ისინი ხელისუფლებასთან გონივრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ. ისინი კარგი და წესიერი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, მათი გადასვლა ოპოზიციაში ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ალასანიას საჯარო პასუხი თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესთან მიმართებაში იყო უპასუხისმგებლო და მან ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს."მთავრობის წევრი არ უნდა აკეთებდეს ისეთ ბრალდებებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ურთიერთობები ჩვენს ევროპელ და ევრო-ატლანტიკურ პარტნიორებთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეებზე არანაირი გავლენა არ ექნება.

"მესმის, რომ ამ ცვლილებებმა ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში კითხვები შეიძლება წარმოშვას. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება! ამ ბოლო დღეების განმავლობაში განვითარდა მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა საკითხები, რომლებსაც არავითარი გავლენა არ ექნება ჩვენს საგარეო საქმეებზე. ნება მომეცით, ცალსახად განვაცხადო, რომ მართალია მთავრობაში ცალკე პირები და პოლიტიკური კავშირები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი ერთგულება ევროატლანტიკური კურსისადმი უცვლელია. ის არა მხოლოდ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია, არამედ ქართველი ხალხის ნებაც, რომლის სამსახურში ყოფნის პატივიც მე მხვდა წილად. საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია. მე პირადად ვხედავ ევრო-ატლანტიკურ კურსს, როგორც მშვიდობიანი და გაბრწყინებული საქართველოს ერთადერთ გზას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მისიის ბირთვი. მე არ მინდა, რომ ერთი წამით მაინც შეიტანოთ ეჭვი ევროატლანტიკური არჩევანისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული გამოძიების დეტალებს ვერ ჩაუღრმავდება, სახეზეა სერიოზული ბრალდებები, რომლებიც საჭიროებს გამოძიებას."როგორც მრავალჯერ მითქვამს, კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ არ წავალთ არანაირ დათმობაზე პოტენციური კორუფციის გამოვლენაში, მიუხედავად იმისა თუ რომელი მინისტრი ან სტრუქტურაა ამაში გარეული. ქართველი ხალხი იმსახურებს ეფექტურ მთავრობას, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტებისგან. ახლა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა და დაუღალავი შრომა, რათა ვემსახუროთ ქართველი ხალხის ოცნებებს.

მისივე თქმით, მინდია ჯანელიძე იქნება შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი."მინდია ჯანელიძე, რომელსაც ზოგიერთი თქვენგანი ალბათ უკვე იცნობს, იქნება შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი. მისი ხელმძღვანელობით თანამშრომლობა თქვენს ქვეყნებთან გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში დასახელდება ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროინტეგრაციის მინისტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შესანიშნავად შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს. ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებთანაც თქვენ შეძლებთ მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება

LIVE: "360 გრადუსი" - სალონ V&M-ის დირექტორი ვაჟა სუჯაშვილი, ანზორ ბიწაძე, თამარ კორძაია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"