"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა საქართველოში ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი იქნება. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი ალასანის განცხადებით, პოლიტიკაში ხალხის, საზოგადოების წარმომადგენლების ღირებულებების ირგვლივ დაჯგუფება დაიწყება და არა "ვიღაცა ვიღაცის წინააღმდეგ". ირაკლი ალსანიამ მსურველებს ყრილობაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" გეგმებს ვერავინ ვერ შეაჩერებს. "თავისუფალი დემოკრატები" 8 ნოემბერს პარტიის ყრილობას გამართავენ.