პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალასანიას გუნდი "ქინდერ სიურპრიზის" მოლოდინში და პრემიერის შეურაცხმყოფელი განცხადებების შეფასებები
ალასანიას გუნდი "ქინდერ სიურპრიზის" მოლოდინში და პრემიერის შეურაცხმყოფელი განცხადებების შეფასებები

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა| "მარ­თა­ლი კა­ცე­ბი სა­ხეს არ კარ­გა­ვენ, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სახე და­კარ­გა" - ალა­სა­ნია პრე­მი­ე­რის გა­მო­ნათ­ქვა­მებს პა­სუ­ხობს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ და­პი­რე­ბუ­ლი სი­ურპრი­ზი ალ­ბათ "ქინ­დერ-სი­ურპრი­ზია", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი, ფრაქ­ცია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ზუ­რაბ აბა­ში­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ მი­ნის­ტრებ­თან შეხ­ვედ­რის დროს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

"ნამ­დვი­ლად არ მინ­და და ვფიქ­რობ, რომ არც ღირს ტა­ლა­ხის სრო­ლა­ზე რა­ი­მე კო­მენ­ტა­რის და შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა. სურ­ვი­ლი მაქვს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დავ­დგე. ნამ­დვი­ლად არ ვიცი რა სი­ურპრი­ზებ­ზე სა­უბ­რობს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ეს ალ­ბათ "ქინ­დერ სი­ურპრი­ზია", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს"ზუ­რაბ აბა­ში­ძემ.

ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის იმი­ჯის­თვის სა­ზი­ა­ნოა.

"მას არა­ფერს სი­კე­თეს არ მო­უ­ტანს ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რად­გან რე­ა­ლო­ბა ნამ­დვი­ლად სხვა არის. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც იცის, ეს პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მაც კარ­გად იცის და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­მაც. ამი­ტომ თუკი მას ჰყავს ისე­თი მრჩევ­ლე­ბი, ვინც მას რჩე­ვებს აძ­ლევს, რომ ასე­თი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბით ილა­პა­რა­კოს, ძა­ლი­ან ცუ­დია. თუმ­ცა, მე ვურ­ჩევ­დი თუ მი­ი­ღებს - არ მი­ი­ღებს, ეს მისი საქ­მეა, ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად მის იმიჯს უფრო აზი­ა­ნებს, ვიდ­რე ამით ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას და­აკ­ლებს რა­მეს", - აღ­ნიშ­ნა ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

"პრე­მი­ერს პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­წი­ფე აკ­ლია", - ეს ვიქ­ტორ დო­ლი­ძის შე­ფა­სე­ბაა.

ვიქ­ტორ დო­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ქცე­ვა არა­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი იყო და ეს მას­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ურ­თი­ერ­თო­ბას, ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ხის კავ­ში­რი უარ­ყო და პრე­მი­ერს სა­მო­მავ­ლოდ ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ჩვე­ნი ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბის გამო არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ გვექ­ნე­ბა, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს. მე პრე­მი­ერს ვურ­ჩევ­დი მო­მა­ვალ­ში რი­ტო­რი­კა შე­არ­ჩი­ოს და ანა­ლი­ზი გა­ა­კე­თოს ვის და რა თე­მებ­ზე მი­მარ­თავს. პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­წი­ფე პი­რა­დად მას წა­ად­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას შე­სა­ხებ მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ბევრ სი­ურპრიზს გა­ი­გე­ბენ.

"ეს იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი შე­მარ­ცხვე­ნე­ლი მის­თვის პი­რა­დად და მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ასე­ვე გა­ი­გე­ბენ ბევრ სი­ურპრიზს მის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­და­ყე­ნე­ბულ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას "ავან­ტი­უ­რის­ტი", "უჭ­კუო" და "ამ­ბი­ცი­უ­რი" დღეს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მი­ნის­ტრებ­თან შეხ­ვედ­რი­სას უწო­და. პრე­მი­ერ­მა ალა­სა­ნია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლო­ბი­რე­ბა­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ამა­ვე თე­მა­ზე:

ალასანიას გუნდი "ქინდერ სიურპრიზის" მოლოდინში და პრემიერის შეურაცხმყოფელი განცხადებების შეფასებები

ალასანიას გუნდი "ქინდერ სიურპრიზის" მოლოდინში და პრემიერის შეურაცხმყოფელი განცხადებების შეფასებები

ბოლო განახლება| "მართალი კაცები სახეს არ კარგავენ, ღარიბაშვილმა სახე დაკარგა" - ალასანია პრემიერის გამონათქვამებს პასუხობს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაპირებული სიურპრიზი ალბათ "ქინდერ-სიურპრიზია", - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებებს.

"ნამდვილად არ მინდა და ვფიქრობ, რომ არც ღირს ტალახის სროლაზე რაიმე კომენტარის და შეფასების გაკეთება. სურვილი მაქვს ამ ყველაფერზე მაღლა დავდგე. ნამდვილად არ ვიცი რა სიურპრიზებზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი, ეს ალბათ "ქინდერ სიურპრიზია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებები, ირაკლი ღარიბაშვილის იმიჯისთვის საზიანოა.

"მას არაფერს სიკეთეს არ მოუტანს ასეთი ტიპის განცხადებები, რადგან რეალობა ნამდვილად სხვა არის. ეს საზოგადოებამაც იცის, ეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც კარგად იცის და საერთაშორისო თანამეგობრობამაც. ამიტომ თუკი მას ჰყავს ისეთი მრჩევლები, ვინც მას რჩევებს აძლევს, რომ ასეთი ფორმულირებებით ილაპარაკოს, ძალიან ცუდია. თუმცა, მე ვურჩევდი თუ მიიღებს - არ მიიღებს, ეს მისი საქმეა, ამ ტიპის განცხადებები ნამდვილად მის იმიჯს უფრო აზიანებს, ვიდრე ამით ირაკლი ალასანიას დააკლებს რამეს", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

"პრემიერს პოლიტიკური სიმწიფე აკლია", - ეს ვიქტორ დოლიძის შეფასებაა.

ვიქტორ დოლიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ქცევა არაკონსტრუქციული იყო და ეს მასზე ცუდად აისახება.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობას, ვიქტორ დოლიძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ყველანაირი სახის კავშირი უარყო და პრემიერს სამომავლოდ ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩვენი ფუნდამენტური განსხვავებების გამო არანაირი კავშირი არ გვექნება, ღმერთმა დაგვიფაროს. მე პრემიერს ვურჩევდი მომავალში რიტორიკა შეარჩიოს და ანალიზი გააკეთოს ვის და რა თემებზე მიმართავს. პოლიტიკური სიმწიფე პირადად მას წაადგება", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას შესახებ მისი თანაგუნდელები ბევრ სიურპრიზს გაიგებენ.

"ეს იქნება კიდევ ერთი შემარცხვენელი მისთვის პირადად და მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე გაიგებენ ბევრ სიურპრიზს მის შესახებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულ ირაკლი ალასანიას "ავანტიურისტი", "უჭკუო" და "ამბიციური" დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრებთან შეხვედრისას უწოდა. პრემიერმა ალასანია "ნაციონალური მოძრაობის" ლობირებაშიც დაადანაშაულა.

ამავე თემაზე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა