მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ჩანს იმ უფსკრულის ძირი, რომელშიც ქვეყანა მიექანება"
"არ ჩანს იმ უფსკრულის ძირი, რომელშიც ქვეყანა მიექანება"

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი კოკო გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ზი­სის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში იჩენს თავს.

"სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი კრი­ზი­სი მრა­ვალ­მხრი­ვია - იგი არ ამო­ი­წუ­რე­ბა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კით, თუნ­დაც ეს სფე­რო მარ­თლაც ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით გა­დამ­წყვეტ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენ­დეს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე. იგი მო­დე­ბუ­ლია კულ­ტუ­რულ, ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ებს, ხელი უდევს ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც კი. და­წყე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ორ­გა­ნო­ე­ბი­დან არ დარ­ჩე­ნი­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ფენა, ორ­გა­ნი­ზა­ცია, ჯგუ­ფი, ოჯა­ხი თუ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც იგი არ შე­ხე­ბო­და.

რა არის სა­ქარ­თვე­ლო, კაც­მა რომ თქვას? თუკი შე­ვეც­დე­ბით ვთქვათ, რო­გორც იდეა ეს უნდა არ­სე­ბობ­დეს ერთი ადა­მი­ა­ნი­დან მე­ო­რე ადა­მი­ა­ნამ­დე, მათ შო­რის არ­სე­ბულ უხი­ლავ სივ­რცე­ში. იგი ამავდრო­უ­ლად დრო­ი­თი კა­ტე­გო­რი­აა - არ­სე­ბობ­და წარ­სულ­ში, უნდა არ­სე­ბობ­დეს ახ­ლაც და უნდა იქ­ნეს მო­მა­ვალ­შიც.

რო­დე­საც ჩვენ თვით ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შევ­დი­ვართ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­თან - და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ხომ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა - და ის, რაც ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შთა­იღ­ვრე­ბა, სა­ერ­თოდ არაა შე­ხე­ბა­ში რა­ღაც სამ­ყა­როს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან­თან, რა­საც მა­გა­ლი­თად მე-19 სა­უ­კუ­ნის გერ­მა­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი იო­ჰან გოტ­ლიბ ფიხ­ტე "სამ­ყა­როს მო­რა­ლურ წეს­რიგს"უწო­დებ­და, რაც არ მომ­დი­ნა­რე­ობს "სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბის იდე­ი­დან"რო­გორც ამას მე­რაბ კოს­ტა­ვა წერ­და თა­ვის წიგნ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ა­ზე, რაც არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სულს, რო­მელ­საც ვაჟა ფშა­ვე­ლას თქმით, მა­ტე­რია "ვერ მოკ­ლავს, ვერ და­ა­ბე­რებს, ტანს ვერ შე­უც­ვლის სა­რო­სა", რაც არ არის შე­დე­გი ჭეშ­მა­რი­ტი ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის იმ გა­აზ­რე­ბი­სა, რო­გორც ილი­ას ეს­მო­და, მა­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­ყო­ფო­ბა სრულ ნგრე­ვას და კო­რუმ­პი­რე­ბას გა­ნიც­დის, მა­შინ ადა­მი­ა­ნე­ბი ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ კა­ტას­ტრო­ფულ მოვ­ლე­ნებს უწყო­ბენ ხელს, დაღ­მავ­ლო­ბა, და­ცე­მა და გახ­რწნა კი არ მცირ­დე­ბა, არა­მედ ახა­ლი ძა­ლით იკ­რებს ძა­ლას.

ამი­ტო­მაც ასეთ სის­ტე­მა­ში ადა­მი­ა­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ გა­ნი­ხი­ლე­ბა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის მიერ რო­გორც უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მიკ­რო­კოს­მო­სი, არა­მედ რო­გორც სრუ­ლი­ად გახ­სნი­ლი, საკ­მა­ოდ ბა­ნა­ლუ­რად დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი ბი­ო­ერ­თე­უ­ლი.

ამი­ტო­მაც არ არის არც სა­ქარ­თვე­ლო - იგი რჩე­ბა მხო­ლოდ ის­ტო­რი­ის შე­და­რე­ბით ობი­ექ­ტუ­რად და­წე­რილ ან გა­ყალ­ბე­ბულ წიგ­ნებ­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში, არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგ­ლებ­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში, მაგ­რამ არა რე­ა­ლო­ბა­ში.

ამი­ტო­მაც არ სრულ­დე­ბა სი­ძულ­ვი­ლის, შუ­რის, ერ­თმა­ნე­თის ჩა­ძირ­ვის, მო­ტყუ­ე­ბის, "გა­დაგ­დე­ბის,"კლა­ნუ­რო­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი თუ სხვა პრო­ცე­სის იმი­ტი­რე­ბის და არა­ნამ­დვი­ლო­ბის უწყვე­ტი ჯაჭ­ვი. ვერ გა­ი­გო­ნებ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ერთ გულ­წრფელ და იმავდრო­უ­ლად გო­ნი­ერ სი­ტყვას - ის­მენ მხო­ლოდ დე­მა­გო­გი­ას ანდა ოხუნ­ჯო­ბას, ღლა­ბუცს, და­უს­რუ­ლე­ბელ სი­ცილ-ხარ­ხარს, ვერ წა­ი­კი­თხავ ერთ წე­სი­ერ წიგნს, ვერ მო­ის­მენ ნორ­მა­ლურ მუ­სი­კას, ვერ ნა­ხავ აზ­რი­ან სპექ­ტაკლს, არ მცირ­დე­ბა ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი, ასე­ვე არ ჩანს იმ უფსკრუ­ლის ძირი, რო­მელ­შიც ქვე­ყა­ნა მი­ე­ქა­ნე­ბა.

ამი­ტო­მაც სო­ცი­უ­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა ადა­მი­ან­სა და ადა­მი­ანს შო­რის იწყე­ბა და არა იქი­დან, რას იტყვის ესა თუ ის რე­ლი­გი­უ­რი თუ სა­ე­რო ავ­ტო­რი­ტე­ტი ან რა დი­რექ­ტი­ვა მო­დის ვა­შინგტო­ნი­დან თუ კრემ­ლი­დან. ამ ყო­ვე­ლი­ვეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის შემ­დეგ მივ­ხვდე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი მე­ფის, და­ვი­თის ზედ­წო­დე­ბა "აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი"თურ­მე სა­ხელ­მწი­ფოს მას­შტა­ბე­ბით მოქ­მედ პრა­რაბს კი არ ნიშ­ნავს, არა­მედ სუ­ლით და ჭეშ­მა­რი­ტე­ბით ადა­მი­ა­ნის მა­ნუ­გე­შე­ბელს, გა­მაძ­ლი­ე­რე­ბელს, შემ­მარ­თე­ბელს - თა­ვი­სი სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სე­მან­ტი­კით "სიყ­ვა­რუ­ლი აღა­შე­ნებს"; რო­მე­ლიც ასე გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მი­დის მე­ო­რე ადა­მი­ან­თან და ზო­გა­დად სო­ცი­უმ­თან. ასე­თი ცნო­ბი­ე­რე­ბით გან­მტკი­ცე­ბულ სო­ცი­უმს კი უკვე ვე­ღა­რა­ფე­რი და­ა­მარ­ცხებს", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"არ ჩანს იმ უფსკრულის ძირი, რომელშიც ქვეყანა მიექანება"

"არ ჩანს იმ უფსკრულის ძირი, რომელშიც ქვეყანა მიექანება"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კოკო გამსახურდია სოციალურ ქსელში კრიზისის შესახებ წერს, რომელიც ქართველების ცხოვრების სხვადასხვა სფეროში იჩენს თავს.

"საქართველოს დღევანდელი კრიზისი მრავალმხრივია - იგი არ ამოიწურება მხოლოდ პოლიტიკით, თუნდაც ეს სფერო მართლაც ბევრი თვალსაზრისით გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენდეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. იგი მოდებულია კულტურულ, ეკონომიკურ სფეროებს, ხელი უდევს ადამიანურ ურთიერთობებზეც კი. დაწყებული სახელმწიფოს ორგანოებიდან არ დარჩენილა სოციალური ფენა, ორგანიზაცია, ჯგუფი, ოჯახი თუ კონკრეტული ადამიანი, რომელსაც იგი არ შეხებოდა.

რა არის საქართველო, კაცმა რომ თქვას? თუკი შევეცდებით ვთქვათ, როგორც იდეა ეს უნდა არსებობდეს ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანამდე, მათ შორის არსებულ უხილავ სივრცეში. იგი ამავდროულად დროითი კატეგორიაა - არსებობდა წარსულში, უნდა არსებობდეს ახლაც და უნდა იქნეს მომავალშიც.

როდესაც ჩვენ თვით ყველაზე უმნიშვნელო ურთიერთობაში შევდივართ სხვადასხვა ადამიანებთან - და ჩვენი ცხოვრება ხომ სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობებისგან შედგება - და ის, რაც ამ ურთიერთობებში შთაიღვრება, საერთოდ არაა შეხებაში რაღაც სამყაროსთვის მნიშვნელოვანთან, რასაც მაგალითად მე-19 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი იოჰან გოტლიბ ფიხტე "სამყაროს მორალურ წესრიგს"უწოდებდა, რაც არ მომდინარეობს "სულის უკვდავების იდეიდან"როგორც ამას მერაბ კოსტავა წერდა თავის წიგნში საქართველოს მისიაზე, რაც არ ითვალისწინებს სულს, რომელსაც ვაჟა ფშაველას თქმით, მატერია "ვერ მოკლავს, ვერ დააბერებს, ტანს ვერ შეუცვლის საროსა", რაც არ არის შედეგი ჭეშმარიტი ადამიანური ღირსების იმ გააზრებისა, როგორც ილიას ესმოდა, მაშინ სოციალური თანამყოფობა სრულ ნგრევას და კორუმპირებას განიცდის, მაშინ ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ კატასტროფულ მოვლენებს უწყობენ ხელს, დაღმავლობა, დაცემა და გახრწნა კი არ მცირდება, არამედ ახალი ძალით იკრებს ძალას.

ამიტომაც ასეთ სისტემაში ადამიანი ფაქტობრივად აღარ განიხილება მეორე ადამიანის მიერ როგორც უდიდესი საიდუმლო და განუმეორებელი მიკროკოსმოსი, არამედ როგორც სრულიად გახსნილი, საკმაოდ ბანალურად დაპროგრამებული ბიოერთეული.

ამიტომაც არ არის არც საქართველო - იგი რჩება მხოლოდ ისტორიის შედარებით ობიექტურად დაწერილ ან გაყალბებულ წიგნებში, მუზეუმებში, არქეოლოგიურ ძეგლებზე, ხელოვნების ნაწარმოებებში, მაგრამ არა რეალობაში.

ამიტომაც არ სრულდება სიძულვილის, შურის, ერთმანეთის ჩაძირვის, მოტყუების, "გადაგდების,"კლანურობის, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა პროცესის იმიტირების და არანამდვილობის უწყვეტი ჯაჭვი. ვერ გაიგონებ ტელეეკრანიდან ერთ გულწრფელ და იმავდროულად გონიერ სიტყვას - ისმენ მხოლოდ დემაგოგიას ანდა ოხუნჯობას, ღლაბუცს, დაუსრულებელ სიცილ-ხარხარს, ვერ წაიკითხავ ერთ წესიერ წიგნს, ვერ მოისმენ ნორმალურ მუსიკას, ვერ ნახავ აზრიან სპექტაკლს, არ მცირდება ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი, ასევე არ ჩანს იმ უფსკრულის ძირი, რომელშიც ქვეყანა მიექანება.

ამიტომაც სოციუმის გაჯანსაღება ადამიანსა და ადამიანს შორის იწყება და არა იქიდან, რას იტყვის ესა თუ ის რელიგიური თუ საერო ავტორიტეტი ან რა დირექტივა მოდის ვაშინგტონიდან თუ კრემლიდან. ამ ყოველივეს გაცნობიერების შემდეგ მივხვდებით, რომ საქართველოს უდიდესი მეფის, დავითის ზედწოდება "აღმაშენებელი"თურმე სახელმწიფოს მასშტაბებით მოქმედ პრარაბს კი არ ნიშნავს, არამედ სულით და ჭეშმარიტებით ადამიანის მანუგეშებელს, გამაძლიერებელს, შემმართებელს - თავისი სახარებისეული სემანტიკით "სიყვარული აღაშენებს"; რომელიც ასე გაძლიერებული მიდის მეორე ადამიანთან და ზოგადად სოციუმთან. ასეთი ცნობიერებით განმტკიცებულ სოციუმს კი უკვე ვეღარაფერი დაამარცხებს", - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს