მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი ყველა გამოსვლა ამოჭრილია" - დაპირისპირება myvideo.ge-სა და ბურჯანაძეს შორის
"მისი ყველა გამოსვლა ამოჭრილია" - დაპირისპირება myvideo.ge-სა და ბურჯანაძეს შორის

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ბა­კურ ბა­კუ­რა­ძე Facebook-ზე წერს, რომ ვი­დე­ო­პორ­ტალ Myvideo.ge-დან ყვე­ლა ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლის ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე იყო რეს­პო­დენ­ტი, სა­ი­ტი­დან "ამოჭ­რი­ლია". ბა­კუ­რა­ძე იმედს იტო­ვებს, რომ ვი­დე­ო­პორ­ტა­ლი დრო­უ­ლად გა­მო­ას­წო­რებს აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას.

Facebook/ ბა­კურ ბა­კუ­რა­ძე:

"4 ნო­ემ­ბერს "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ერ­თო გა­და­ცე­მა არ­ჩე­ვან­ში რუს­თა­ვი 2-ზე 23:40 სა­ათ­ზე და ინ­ტერ­ვიუ გაგ­რძელ­და 23:59 სა­ა­თამ­დე.

5 ნო­ემ­ბერს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე გახ­ლდათ "მა­ესტროს ცხრი­ა­ნის" სტუ­მა­რი 22:45 სა­ათ­ზე და სა­უბ­რობ­და 22:58 სა­ა­თამ­დე.

ასე­ვე 5 ნო­ემ­ბერს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე გახ­ლდათ "ეკა ხო­ფე­რი­ას" თოქ-შოუს სტუ­მა­რი, რო­მე­ლიც და­ი­წყო ტრა­დი­ცი­უ­ლად 22:00 სა­ათ­ზე და ინ­ტერ­ვიუ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან გრძელ­დე­ბო­და 22:37 სა­ა­თამ­დე.

myvideo.ge!!!!!!!!!

გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ...

სწო­რედ ეს დრო­ე­ბი არის ამოჭ­რი­ლი (ამ წუ­თამ­დე, პოს­ტის და­დე­ბამ­დე კი­დევ გა­და­ვა­მოწ­მე) ამ სა­იტ­ზე არ­ქი­ვი­დან. მინ­და ვი­ფიქ­რო რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის დამ­თხვე­ვა ან ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა. არ მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბას" კვლავ ხე­ლე­წი­ფე­ბა შეც­ვა­ლოს, გა­აქ­როს ან და­ა­მა­ხინ­ჯოს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ის ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს აკე­თებ­და, მა­შინ, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის რე­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია ან და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად ან სა­ერ­თოდ არ მი­დი­ო­და მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე.

იმედს ვი­ტო­ვებ myvideo.ge დრო­უ­ლად გა­მო­ას­წო­რებს აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას", - ამ­ბობს ბა­კუ­რა­ძე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბის შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა Myvideo.ge-მ. სა­იტ­მა გან­ცხა­დე­ბა Facebook-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

Facebook/myvideo.ge:

"გვსურს კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თოთ ჩვენ მი­მართ გა­მოთ­ქმულ უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით:

გუ­შინ, 5 ნო­ემ­ბერს, 22:17 სთ-დან 23:26 სთ-მდე დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, აპა­რა­ტუ­რის გა­უ­მარ­თა­ო­ბის შე­დე­გად გლო­ბა­ლურ ინ­ტერ­ნეტ­თან კავ­ში­რის და­კარ­გვის გამო, მი­უწ­ვდო­მე­ლი იყო MYVIDEO.GE-ს ყვე­ლა სერ­ვი­სი, გარ­და ამი­სა 500-მდე სხვა ვებ­სა­ი­ტი, მათ შო­რის News.Ge, freshnews.ge, GeoNews.ge და სხვა.

შე­სა­ბა­მი­სად, არ ვი­ღებთ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის მიერ myvideo.ge-ს მი­მართ გა­მოთ­ქმულ არა­სე­რი­ო­ზულ ბრალ­დე­ბას ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კო­სის დაბ­ლოკ­ვის შე­სა­ხებ. აქვე დავ­ძენთ, რომ myvideo.ge მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რი ვი­დეო პორ­ტა­ლია და მო­ვუ­წო­დებთ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებს თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა და myvideo.ge-ს იმი­ჯის უსა­ფუძ­ვლოდ შე­ლახ­ვი­სა­გან", -ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"მისი ყველა გამოსვლა ამოჭრილია" - დაპირისპირება myvideo.ge-სა და ბურჯანაძეს შორის

"მისი ყველა გამოსვლა ამოჭრილია" - დაპირისპირება myvideo.ge-სა და ბურჯანაძეს შორის

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაკურ ბაკურაძე Facebook-ზე წერს, რომ ვიდეოპორტალ Myvideo.ge-დან ყველა ის სატელევიზიო გამოსვლის ჩანაწერი, რომელშიც ნინო ბურჯანაძე იყო რესპოდენტი, საიტიდან "ამოჭრილია". ბაკურაძე იმედს იტოვებს, რომ ვიდეოპორტალი დროულად გამოასწორებს აღნიშნულ პრობლემას.

Facebook/ ბაკურ ბაკურაძე:

"4 ნოემბერს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი პირდაპირ ეთერში ჩაერთო გადაცემა არჩევანში რუსთავი 2-ზე 23:40 საათზე და ინტერვიუ გაგრძელდა 23:59 საათამდე.

5 ნოემბერს ნინო ბურჯანაძე გახლდათ "მაესტროს ცხრიანის" სტუმარი 22:45 საათზე და საუბრობდა 22:58 საათამდე.

ასევე 5 ნოემბერს ნინო ბურჯანაძე გახლდათ "ეკა ხოფერიას" თოქ-შოუს სტუმარი, რომელიც დაიწყო ტრადიციულად 22:00 საათზე და ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან გრძელდებოდა 22:37 საათამდე.

myvideo.ge!!!!!!!!!

გაოგნებული ვარ...

სწორედ ეს დროები არის ამოჭრილი (ამ წუთამდე, პოსტის დადებამდე კიდევ გადავამოწმე) ამ საიტზე არქივიდან. მინდა ვიფიქრო რომ ეს ყველაფერი არის დამთხვევა ან ტექნიკური პრობლემა. არ მინდა ვიფიქრო, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობას" კვლავ ხელეწიფება შეცვალოს, გააქროს ან დაამახინჯოს ინტერნეტ სივრცეში ინფორმაცია, როგორც ის ამას ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა, მაშინ, როდესაც ქალბატონი ნინო ბურჯანაძის რეალური პოზიცია ან დამახინჯებულად ან საერთოდ არ მიდიოდა მოსახლეობამდე.

იმედს ვიტოვებ myvideo.ge დროულად გამოასწორებს აღნიშნულ პრობლემას", - ამბობს ბაკურაძე.

აღნიშნული ბრალდების შემდეგ ოფიციალური კომენტარი გააკეთა Myvideo.ge-მ. საიტმა განცხადება Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

Facebook/myvideo.ge:

"გვსურს კომენტარი გავაკეთოთ ჩვენ მიმართ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით:

გუშინ, 5 ნოემბერს, 22:17 სთ-დან 23:26 სთ-მდე დროის მონაკვეთში ტექნიკური ხარვეზის, უფრო კონკრეტულად კი, აპარატურის გაუმართაობის შედეგად გლობალურ ინტერნეტთან კავშირის დაკარგვის გამო, მიუწვდომელი იყო MYVIDEO.GE-ს ყველა სერვისი, გარდა ამისა 500-მდე სხვა ვებსაიტი, მათ შორის News.Ge, freshnews.ge, GeoNews.ge და სხვა.

შესაბამისად, არ ვიღებთ კონკრეტული პირების მიერ myvideo.ge-ს მიმართ გამოთქმულ არასერიოზულ ბრალდებას ამა თუ იმ პოლიტიკოსის დაბლოკვის შესახებ. აქვე დავძენთ, რომ myvideo.ge მომხმარებლების მიერ გენერირებული პოლიტიკურად ნეიტრალური ვიდეო პორტალია და მოვუწოდებთ მედია საშუალებებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და myvideo.ge-ს იმიჯის უსაფუძვლოდ შელახვისაგან", -ნათქვამია განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს