პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მზად ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს
დავით უსუფაშვილი - როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მზად ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მზად ვარ, ვუ­მას­პინ­ძლო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს და ვი­სა­უბ­რო მის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ სა­კი­თხზე , - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტის პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხო­მა­ზე გა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით დად­გე­ნი­ლია პრო­ცე­დუ­რე­ბი. "რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მზად ვარ ვუ­მას­პინ­ძლო პრე­ზი­დენტს და ვი­სა­უბ­როთ ამ თე­მა­ზე, რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენტს, კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნი­ლია პრო­ცე­დუ­რე­ბი და მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ვი­სურ­ვებ­დი, რომ ამის მი­ხედ­ვით მოხ­დეს ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბაც. პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი იმე­დია, დე­ტა­ლუ­რად გაგ­ვაც­ნობს, რას გუ­ლის­ხმობ­და პრე­ზი­დენ­ტი ამ მო­მარ­თვა­ში და რას­თან გვაქვს საქ­მე", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს გუ­შინ მი­მარ­თა. რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი, რომ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ისეთ ერს, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია ძა­ლი­ან მტკი­ცე არ­ჩე­ვა­ნი თა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში.

"ეს არ­ჩე­ვა­ნი არის ის ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც არა ჩვენ ან რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ გა­ა­კე­თა, არა­მედ გა­ა­კე­თეს ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა. ამ არ­ჩე­ვა­ნის სამ­სა­ხუ­რი არის დიდი პა­ტი­ვი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის ცვლი­ლე­ბა არის რე­ა­ლუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი. მაგ­რამ, ამას­თან ერ­თად, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ის­ვას კი­თხვა, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნად ვემ­სა­ხუ­რე­ბით თი­თო­ე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ჩვე­ნი ერის ნე­ბას და ამ კი­თხვას უნდა გა­ე­ცეს ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხე­ბი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი უნდა იყოს უაღ­რე­სად ეფექ­ტი­ა­ნი, კონ­სტი­ტი­უ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე გან­ხი­ლულ იქ­ნას სა­კი­თხი ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­სა და ნა­ტოს-თან არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის ეფექ­ტი­ა­ნი იმპლე­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ხსე­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხის გან­ხილ­ვას და­ვეს­წრე­ბი მე და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი. აგ­რეთ­ვე ვთხოვ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, უახ­ლო­ე­სი პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მის დღის წეს­რიგ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს პრე­ზი­დენ­ტის სა­გან­გე­ბო მი­მარ­თვა პარ­ლა­მენ­ტი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დავით უსუფაშვილი - როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მზად ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს

დავით უსუფაშვილი - როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მზად ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მზად ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს და ვისაუბრო მის მიერ შემოთავაზებულ საკითხზე , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის პარლამენტის პლენარულ სხომაზე გამოსვლასთან დაკავშირებით დადგენილია პროცედურები. "როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მზად ვარ ვუმასპინძლო პრეზიდენტს და ვისაუბროთ ამ თემაზე, რაც შეეხება პარლამენტს, კონსტიტუციით დადგენილია პროცედურები და მექანიზმები და ვისურვებდი, რომ ამის მიხედვით მოხდეს ყველა შემოთავაზებაც და გადაწყვეტილების მიღებაც. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმედია, დეტალურად გაგვაცნობს, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ამ მომართვაში და რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა უსუფაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობას და პარლამენტს გუშინ მიმართა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსები არიან ბედნიერები, რომ ემსახურებიან ისეთ ერს, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე არჩევანი თავის ღირებულებებში.

"ეს არჩევანი არის ის ევროპული არჩევანი, რომელიც არა ჩვენ ან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა, არამედ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა. ამ არჩევანის სამსახური არის დიდი პატივი. შესაბამისად, საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება არის რეალურად შეუძლებელი. მაგრამ, ამასთან ერთად, სრულიად შესაძლებელია დაისვას კითხვა, რამდენად ეფექტიანად ვემსახურებით თითოეული პოლიტიკოსი ჩვენი ერის ნებას და ამ კითხვას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამსახური უნდა იყოს უაღრესად ეფექტიანი, კონსტიტიუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მივმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს - საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოს-თან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და უშიშროების საბჭოს მდივანი. აგრეთვე ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, უახლოესი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოებისადმი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა