პროდიუსერის და კომპოზიტორის, კონსტანტინ მელაძის ყოფილი ცოლი იანა, რომელმაც მეუღლის და მომღერლის, ვერა ბრეჟნევას რომანი გამოააშკარავა, წინააღმდეგია, რომ მის შვილებს ბრეჟნევასთან ურთიერთობა ჰქონდეთ. რამდენიმე დღის წინ იანამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრეჟნევას ”უეცრად გაუჩნდა” მისი შვილების გაცნობის სურვილი. იანამ აღნიშნა, რომ თავიდან ბავშვებს არ უნდოდათ ამ შეხვედრების შესახებ მოყოლა, მაგრამ ის თავადაც ხვდებოდა:
”მესმის, როგორც მოქმედებენ ასეთი კატეგორიის ქალები... ახლა ჩემი შვილები პერიოდულად გალუშკასთან (ბრეჟნევას ნამდვილი გვარი) და მის ქალიშვილებთან ატარებენ დროს. კოსტიას ისინი კინოში დაჰყავს, რესტორნებში. ცოტა ხნის წინ იტალიაში იყვნენ. რა თქმა უნდა, მე მათი ურთიერთობა არ მსიამოვნებს, მაგრამ აკრძალვა არ შემიძლია”, - ამბობს მელაძის ყოფილი მეუღლე.
მან დასძინა, რომ თავიდან ბავშვებს ძალიან მოსწონდათ ბრეჟნევა და დედას ეუბნებოდნენ, რომ ძალიან ნორმალური ქალი იყო:
”ასე მეუბნებოდნენ: ”დედა! ნორმალური ქალია, კარგი ქალია”. ”დრო გვიჩვენებს” - ვპასუხობდი მე. ალისა, ლია და ვალერა ყველაფერს, როგორც გარდაუვალს, ისე აღიქვამენ: აი, დედას ახალი ქმარი ყავს, მამას - ახალი ცოლი. მაგრამ უკვე აკვირდებიან და ცდილობენ გაარკვიონ, ვინ როგორი ადამიანია. და უკვე არაფრის ახსნა აღარაა საჭირო”, - განაცხადა იანამ.
მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.