საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახე დაჩეხილი ჰქონდა... ისეთი ნაცემი იყო, რომ ლაპარაკის ნაცვლად ხროტინებდა" - წამების შემზარავი ფაქტი
"სახე დაჩეხილი ჰქონდა... ისეთი ნაცემი იყო, რომ ლაპარაკის ნაცვლად ხროტინებდა" - წამების შემზარავი ფაქტი

გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თა­გი­ლონ­ში 52 წლის მა­მა­კა­ცი გა­მო­სას­ყი­დის მო­თხოვ­ნით, ჯერ გა­ი­ტა­ცეს, შემ­დეგ კი სას­ტი­კად ნა­ცე­მი სახ­ლთან და­ტო­ვეს... ვიდ­რე, ოჯახ­მა გა­მო­სას­ყი­დი თან­ხა არ მი­ი­ტა­ნა, ემ­ზარ ეთე­რი­ამ 4 დღე გამ­ტა­ცებ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ა­ტა­რა. 5 ათა­სი რუბ­ლის მი­ტა­ნის შემ­დეგ კი, გამ­ტა­ცებ­ლებ­მა ოჯახს სას­ტი­კად ნა­ცე­მი ემ­ზარ ეთე­რი­ას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ აუ­წყეს. 52 წლის მა­მა­კა­ცი ოჯა­ხის წევ­რებ­მა ზუგ­დი­დის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვამ­ყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა, და­შა­ვე­ბუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს.

რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი, თა­გი­ლო­ნის

მკვიდ­რი, 38 წლის ემ­ზა­რი აცხა­დებს, მსგავ­სი ქმე­დე­ბა ენ­გურს გაღ­მა იშ­ვი­ა­თო­ბას არ წარ­მო­ად­გენს...

-შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი არ ჰქონ­დათ, თხი­ლი ჰქონ­დათ, მაგ­რამ ვერც იმას გე­ტყვით, ტო­ნო­ბით-მეთ­ქი, მა­გა­ზე მეტი თხი­ლიც აქვს აქა­უ­რებს. სი­მინ­დი და ბოსტნე­უ­ლიც ჰქონ­და სა­ცო­დავს, მაგ­რამ ამით აქ ვე­რა­ვის გა­ა­კირ­ვებ... ემ­ზარ­მა ახ­ლა­ხანს 2 თუ 3 ათას დო­ლა­რად მან­ქა­ნა იყი­და და ეგო­ნათ, რომ კი­დევ ჰქონ­დათ ფული.

-ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ში­ნა­უ­რე­ბი იყ­ვნენ?

-ეს პირ­და­პირ ნიშ­ნავს, რომ ში­ნა­უ­რე­ბი იყ­ვნენ, ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბი და აფხა­ზე­ბი. ეთე­რი­ებს, სახ­ლი­დან ცოტა მო­შო­რე­ბით ნაკ­ვე­თი ჰქონ­დათ, ანუ ყანა, სა­დაც ხბო ჰყო­ლი­ათ დაბ­მუ­ლი. ასე, სა­ღა­მოს 5-6 სა­ა­თის­თვის, ის ხბო მოჰ­ყავ­და თურ­მე სახ­ლში ემ­ზარს, რო­დე­საც ეს ნიღ­ბი­ა­ნე­ბი დახ­ვედ­რი­ან, გზად, კი­დევ ერთი, მე­ზობ­ლის ბიჭი აუყ­ვა­ნი­ათ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის შემ­დეგ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ, ეზ­მა­რი კი წა­უყ­ვა­ნი­ათ. არც ერთი ნი­ღაბს არ იხ­სნი­და და ერთი ხმა­საც კი არ იღებ­დაო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი იყო.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"სახე დაჩეხილი ჰქონდა... ისეთი ნაცემი იყო, რომ ლაპარაკის ნაცვლად ხროტინებდა" - წამების შემზარავი ფაქტი

"სახე დაჩეხილი ჰქონდა... ისეთი ნაცემი იყო, რომ ლაპარაკის ნაცვლად ხროტინებდა" - წამების შემზარავი ფაქტი

გალის რაიონის სოფელ თაგილონში 52 წლის მამაკაცი გამოსასყიდის მოთხოვნით, ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი სასტიკად ნაცემი სახლთან დატოვეს... ვიდრე, ოჯახმა გამოსასყიდი თანხა არ მიიტანა, ემზარ ეთერიამ 4 დღე გამტაცებლების გარემოცვაში გაატარა. 5 ათასი რუბლის მიტანის შემდეგ კი, გამტაცებლებმა ოჯახს სასტიკად ნაცემი ემზარ ეთერიას ადგილსამყოფელის შესახებ აუწყეს. 52 წლის მამაკაცი ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავამყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

როგორც ჩვენთან საუბარში, გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი, თაგილონის

მკვიდრი, 38 წლის ემზარი აცხადებს, მსგავსი ქმედება ენგურს გაღმა იშვიათობას არ წარმოადგენს...

-შემოსავლიანი ოჯახი არ ჰქონდათ, თხილი ჰქონდათ, მაგრამ ვერც იმას გეტყვით, ტონობით-მეთქი, მაგაზე მეტი თხილიც აქვს აქაურებს. სიმინდი და ბოსტნეულიც ჰქონდა საცოდავს, მაგრამ ამით აქ ვერავის გააკირვებ... ემზარმა ახლახანს 2 თუ 3 ათას დოლარად მანქანა იყიდა და ეგონათ, რომ კიდევ ჰქონდათ ფული.

-ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შინაურები იყვნენ?

-ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ შინაურები იყვნენ, ადგილობრივი ქართველები და აფხაზები. ეთერიებს, სახლიდან ცოტა მოშორებით ნაკვეთი ჰქონდათ, ანუ ყანა, სადაც ხბო ჰყოლიათ დაბმული. ასე, საღამოს 5-6 საათისთვის, ის ხბო მოჰყავდა თურმე სახლში ემზარს, როდესაც ეს ნიღბიანები დახვედრიან, გზად, კიდევ ერთი, მეზობლის ბიჭი აუყვანიათ, მაგრამ რამდენიმე კილომეტრის შემდეგ დაუტოვებიათ, ეზმარი კი წაუყვანიათ. არც ერთი ნიღაბს არ იხსნიდა და ერთი ხმასაც კი არ იღებდაო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ახლობელი იყო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ