პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან "რუსული თამაშის" მოთამაშეები საქართველოში: "ერთნი თამაშობენ, მეორეებს კი ათამაშებენ"
ვინ არიან "რუსული თამაშის" მოთამაშეები საქართველოში: "ერთნი თამაშობენ, მეორეებს კი ათამაშებენ"

სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა კლუ­ბის პრე­ზი­დენტს, სოსო ცის­კა­რიშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო სოსო, პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ალა­სა­ნი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას წინ უძღო­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა კო­რუფ­ცი­უ­ლი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბა. მთავ­რო­ბის წევ­რმა "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს. მოვ­ლე­ნე­ბი ელ­ვის სის­წრა­ფით ვი­თა­დე­ბა. დამ­კვირ­ვე­ბელ­თა ნა­წი­ლი მომ­ხდარს ახალ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბად აფა­სებს, ზოგი პო­ლი­ტი­კურ კრი­ზი­სად. თქვენ რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ახალ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბას და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზებს?

- ჩემი აზ­რით, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას ყვე­ლა­ზე ზუ­ტად ახა­სი­ა­თებს ქარ­თუ­ლი ან­და­ზა - კაც­მა ჭირი მალა, ჭირ­მა თავი არ და­მა­ლაო. დღეს ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდარ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის კო­რი­ან­ტე­ლია. რე­ა­ლო­ბა კი ის გახ­ლავთ, რომ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი და მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე მი­ნის­ტრი ალა­სა­ნია მო­იხ­სნა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან საკ­მა­ოდ ის­ტე­რი­ულ ვი­თა­რე­ბა­ში. მოწ­მე­ნი ვართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ამა თუ იმ პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი­სა.

შე­საძ­ლოა, ჯერ ნა­ად­რე­ვია სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს ალა­სა­ნი­ას მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს საფრ­თხე, რა­საც ის ხე­დავს. მისი მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გახ­ლავთ ის, რომ ხან­გრძლივ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში არ გახ­სნი­ლა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ გა­უ­სა­ჯა­რო­ე­ბია ის თე­მე­ბი, რის გა­მოც მან ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და რის გა­მოც საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა.

ცხა­დია, ეს არ არის არა­ნა­ი­რი შან­ტა­ჟის მცდე­ლო­ბა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მხრი­დან. ეს გახ­ლავთ სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა და ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ახა­ლი მზე­რით უნდა შე­ვა­ფა­სოთ ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იდ­გმე­ბო­და და, რომ­ლებ­საც თუ შევ­კრებთ, მივ­ხვდე­ბით, რომ ამ ნა­ბი­ჯე­ბის ჯამი მა­ა­მებ­ლუ­რი იყო მხო­ლოდ კრემ­ლის­თვის.

- ალა­სა­ნი­ამ მომ­ხდა­რი ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ქმე­დე­ბად შე­ა­ფა­სა. მაგ­რამ მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვინ თა­მა­შობს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში "რუ­სულ თა­მაშს". თქვე­ნი აზ­რით, ვინ იგუ­ლის­ხმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ?

- მე ორად გავ­ყოფ­დი "რუ­სუ­ლი თა­მა­შის" მო­თა­მა­შე­ებს. ერ­თნი თა­მა­შო­ბენ, მე­ო­რე­ებს კი ათა­მა­შე­ბენ. ვინ რა გვა­რი­საა და ვის რა თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია დღეს, ეს და­დას­ტურ­დე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, თუ ვინ და რა­ტომ ცდი­ლობ­და არ შემ­დგა­რი­ყო ქარ­თულ-ფრან­გულ და ქარ­თულ-გერ­მა­ნულ სამ­ხედ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წინსვლის რე­ჟიმ­ში გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, სა­გუ­ლის­ხმოა ის სის­წრა­ფე, რომ­ლი­თაც მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და. ეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის უც­ნო­ბი, თო­რემ კრემლში, ნატო-სა და ვა­შინგტონ­შიც ზუს­ტად იქ­ნე­ბი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, თუ ვინ იყო სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო უწყე­ბა­ში ასე­თი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი.

მო­დით, შე­დე­გე­ბით ვიმ­სჯე­ლოთ. როცა ვსა­უბ­რობთ უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო­ზე, რო­მე­ლიც არ არის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­მო­ნაქ­მნი, იქე­დან უნდა და­ვი­წყოთ თუ ვისი იდეა იყო და რა­ტომ შე­იქ­მნა ასე­თი უწყე­ბა? რა­ტომ მოხ­და, რომ პრე­ზი­დენტს ჩა­მო­ა­შო­რეს წვდო­მა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში და რა­ტო­მაა დღე­საც შე­ტა­ნი­ლი მთავ­რო­ბის მიერ პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რაც კი რამე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცია აქვს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს, რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ორ­გა­ნოს, უნდა გა­და­ე­ცეს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არ გა­აჩ­ნია.

დიდი ფიქ­რი არ სჭირ­დე­ბა იმას, თუ რო­მელ ქვე­ყა­ნას გა­უ­ხარ­დე­ბო­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად არა რო­მე­ლი­მე სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რის, არა­მედ სამ­ხედ­რო წო­დე­ბის მქო­ნე ჩე­კის­ტის და­ნახ­ვა. ჩემი აზ­რით, იგი კრემ­ლის სა­ა­მებ­ლად მო­ძებ­ნი­ლი კან­დი­და­ტია, რო­მე­ლიც კგბ-ს მსგავს სტრუქ­ტუ­რებ­ში საქ­მი­ა­ნობ­და. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, ბა­ტონ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა რა პრინ­ცი­პით და ვისი რე­კო­მენ­და­ცი­ით მო­ი­აზ­რა ბა­ტო­ნი ჯა­ნე­ლი­ძე ჯერ კონ­ტრდაზ­ვერ­ვის შე­ფად, როცა თა­ვად უდგა სა­თა­ვე­ში შსს-ს, შემ­დეგ, მას­ზე უკე­თე­სი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მრჩე­ვე­ლი რომ ვერ იპო­ვა და მას­ვე ჩა­ა­ბა­რა უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან უკვე საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ორ­გა­ნოა.

შე­საძ­ლოა, ბა­ტონ ჯა­ნე­ლი­ძის მი­მართ პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ გაგ­ვაჩ­ნდეს, მაგ­რამ თა­ნამ­დე­ბო­ბა, რო­მე­ლიც მას შსს-ში ეკა­ვა, ანუ, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის უფ­რო­სო­ბა, ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას ბა­დებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა როლი აქვს მას შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. ჯა­შუ­შე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში, რო­მე­ლიც იყო მხო­ლოდ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ახი­რე­ბა. რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა მან, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის საქ­მე­ე­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, სა­ინ­ტე­რე­სოა, თა­ვად ჯა­ნე­ლი­ძე­ე­ბის გვარ­ში მას თა­ვად რა ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს, რომ შემ­დეგ იგი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ შე­იყ­ვა­როს, რო­გორც დიდი მხე­დარ­მთა­ვა­რი.

თუ პოლ­კოვ­ნი­კი გვინ­დო­და, აგერ ვარ­დი­კო ნა­დი­ბა­ი­ძე გვყავ­და გე­ნე­რა­ლი და ის რომ მოგ­ვეყ­ვა­ნა ხომ კი­დევ უფრო კმა­ყო­ფი­ლი დაგ­ვრჩე­ბოდ­ნენ ისი­ნი, ვის სა­ა­მებ­ლა­დაც ვაბ­რუ­ნებთ სამ­ხედ­რო პირს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ეს გახ­ლავთ მთე­ლი ქარ­თუ­ლი ჯა­რის წარ­სულ­ში მი­პა­ტი­ჟე­ბა. ვი­მე­ო­რებ, ალა­სა­ნი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჯა­ნე­ლი­ძის შერ­ჩე­ვის თე­მებ­ზე რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, ისე ჯა­ნე­ლი­ძის მი­მართ უამ­რა­ვი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა არ­სე­ბობს.

- იქ­ნებ და­ვა­ზუს­ტოდ, რას გუ­ლის­ხმობთ სამ­ხედ­რო სფე­რო­ში ქარ­თულ-ფრან­გულ და ქარ­თულ-გერ­მა­ნულ თა­ნამ­შომ­ლო­ბა­ში?

- არ მაქვს ამ თე­მა­ზე სა­ჯა­რო სა­უბ­რის უფ­ლე­ბა. მე ეს ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლი წყა­რო­ე­ბი­დან არ მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ თე­მა­ზე თა­ვად ამ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ისა­უბ­რონ. გა­მი­ხარ­დე­ბო­და, ამ თე­მებ­ზე თა­ვად თავ­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრი თუ იტყვის. სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ სა­კი­თხებ­ზე მას თა­ვად რა პო­ზი­ცია ეკა­ვა და სად გა­აჟ­ღე­რა მან ამის თა­ო­ბა­ზე თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- თქვე­ნი აზ­რით, სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვის რა სცე­ნა­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს? რამ­დე­ნად დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ სა­ჭი­რო გახ­დეს ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა? და სა­ერ­თოდ, რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს კო­ა­ლი­ცი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ში­და­პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე?

- სცე­ნა­რი არც ისე ბევ­რია, რომ მოვ­ლე­ნა­თა რო­მე­ლი­მე გან­ვი­თა­რე­ბა ანა­ლიზს არ და­ექ­ვემ­დე­ბა­როს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სრუ­ლი­ად დამ­სხვრე­უ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი არის აღ­სად­გე­ნი. ვი­ნა­ი­დან, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ეყ­რდნო­ბა მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს. და ეს მა­შინ, როცა სამ­ხედ­რო უწყე­ბა­ში ორ წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­უ­ძი­ე­ბელ ერთ საქ­მეს, დღე­ნა­ხე­ვარ­ში ორი შე­კე­რი­ლი საქ­მე და­ე­მა­ტე­ბა და ამ­გვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას მფარ­ვე­ლად მო­ევ­ლი­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც სრუ­ლად არა აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი რა პრო­ცე­სე­ბია და ვინ მარ­თავს დღე­ვან­დელ პრო­კუ­რა­ტუ­რას. თუ მან იცის და ამა­ზე არ რე­ა­გი­რებს, ეს კი­დევ უფრო უა­რე­სი.

კარ­გად მახ­სოვს მისი წი­ნა­მორ­ბე­დის მუდ­მი­ვი სურ­ვი­ლი, რომ გა­და­ფა­რე­ბო­და პრო­კუ­რა­ტუ­რას, ახლა იგი­ვე გან­წყო­ბებს ამ­ჟღავ­ნებს ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ე­რიც. ეს კი მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მართ ასე­თი კეკ­ლუ­ცო­ბის წყა­რო ერთი და იგი­ვეა. მთე­ლი ეს უპ­რინ­ცი­პო­ბა აფიქ­სი­რებს იმ რე­ა­ლო­ბას, რომ დღე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ატა­რებს ზუ­რი­კე­ლა ადე­იშ­ვი­ლის სა­ხელს და მის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით დაბ­რუნ­დე­ბო­და.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­მართ სიმ­პა­თი­ე­ბი ბევ­რი იყო, მაგ­რამ რო­დე­საც ასეთ უმე­ცარ და უსა­მარ­თლო სტრუქ­ტუ­რას, რო­გო­რიც არის დღე­ვან­დე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა, მხარს უჭერს ევ­რო­პა­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, თან ისე, რომ ეჭ­ვიც არ შე­აქვს ამ ორ­გა­ნოს მოქ­მე­დე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც მარ­თლა ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბე­ლია, ეს მისი მხრი­დან არა მხო­ლოდ თვითგვე­მის წი­ნა­პი­რო­ბაა, არა­მედ თვით­ლუსტრა­ცი­აც არის მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და უნა­რე­ბის, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ასე­ვე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

- რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვის მე­ო­რე ნა­წილს...

- ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არ შე­დის "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სებ­ში, რად­გან, რაც არ უნდა ამაყ­ნი იყ­ვნენ ისი­ნი ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ, მა­ინც რე­ა­ლის­ტე­ბი არი­ან და ეჭვი არ უნდა ეპა­რე­ბო­დეთ, რომ ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც მათ 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს მი­ი­ღეს, არ გახ­ლდათ სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი. თა­ვის­თა­ვად, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­გორც ტერ­მი­ნი, გუ­ლის­გამ­ხეთ­ქი იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მე­ბის­თვის. დღე­საც ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ძა­ლი­ან მწი­რია.

რო­დე­საც სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი ივ­ლი­სი­დან ოქ­ტომ­ბრის­თვის ყო­ფი­ლი­ყო გა­და­ტა­ნი­ლი და არ­ჩევ­ნე­ბი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო და არ შე­ე­შა­ლა ხელი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის­თვის, არ­გუ­მენ­ტი არ­გა­და­ტა­ნი­სა იყო ასე­თი - ოქ­ტომ­ბრის­თვის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინ­გი შე­იძ­ლე­ბა და­ცე­მუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ეს მე­ოც­ნე­ბე­თა პროგ­ნო­ზი იყო. თუ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ასე­თი­ვე გან­წყო­ბე­ბი გაჩ­ნდა 2016 წლის­თვის, შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, მაგ­რამ ეს მმარ­თვე­ლი გუნ­დის­თვის სხვა ტი­პის თა­ვის ტკი­ვი­ლი იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან მისი ლი­დე­რი ფაქ­ტობ­რი­ვად შე­იც­ვა­ლა და ამ კო­ა­ლი­ცი­ას ჭკუ­ის დამ­რი­გებ­ლად ივა­ნიშ­ვი­ლის ნაც­ვლად მო­ევ­ლი­ნა ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი. ვის­თვის მი­სა­ღე­ბია და ვის­თვის არა ასე­თი მე­ტა­მორ­ფო­ზა კო­ა­ლი­ცი­ა­ში, ეს არც თუ ისე დიდი ხნის შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა.

უმ­რავ­ლე­სო­ბის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის ვი­თა­რე­ბა­ში, ახლა სა­და­ვე­ე­ბი ალა­სა­ნი­ას ხელ­შია, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, ის უფრო მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობს, ვიდ­რე დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ზე. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ უნდა ეში­ნო­დეს იმი­სა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ერ­თი­ან­ნი იქ­ნე­ბი­ან იმა­ში, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს რაც შე­იძ­ლე­ბა გვი­ან.

ამას­თა­ნა­ვე, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის დაშ­ლის შემ­თხვე­ვა­ში პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებ­ზე, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, კო­ა­ლი­ცი­ის დღე­ვან­დე­ლი წევ­რე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა და კენ­ჭისყრა­ზე პო­ზი­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს. მაგ­რამ წევ­რო­ბა იმ კო­ა­ლი­ცი­ი­სა, რომ­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი რო­გორც მტერს, ისე უყუ­რე­ბენ "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" და თვლი­ან, რომ ისი­ნი ვნე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­ა­ლუ­რად თუ ვინ ვნებს ქვე­ყა­ნას, ეს უფრო დიდი საფრ­თხეა მმარ­თვე­ლი გუნ­დის ზო­გი­ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის­თვის. ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­წა­ფუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ეს ინ­ფორ­მა­ცია ასე მარ­ტი­ვად არ წა­იშ­ლე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

ვინ არიან "რუსული თამაშის" მოთამაშეები საქართველოში: "ერთნი თამაშობენ, მეორეებს კი ათამაშებენ"

ვინ არიან "რუსული თამაშის" მოთამაშეები საქართველოში: "ერთნი თამაშობენ, მეორეებს კი ათამაშებენ"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. ალასანიას გათავისუფლებას წინ უძღოდა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა კორუფციული ბრალდებით დაკავება. მთავრობის წევრმა "თავისუფალმა დემოკრატებმა" თანამდებობები დატოვეს. მოვლენები ელვის სისწრაფით ვითადება. დამკვირვებელთა ნაწილი მომხდარს ახალ პოლიტიკურ რეალობად აფასებს, ზოგი პოლიტიკურ კრიზისად. თქვენ როგორ შეაფასებდით ახალ პოლიტიკურ რეალობას და პოლიტიკური კრიზისის სავარაუდო მიზეზებს?

- ჩემი აზრით, შექმნილ ვითარებას ყველაზე ზუტად ახასიათებს ქართული ანდაზა - კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო. დღეს ქვეყანაში მომხდარზე განსხვავებული მოსაზრებების კორიანტელია. რეალობა კი ის გახლავთ, რომ წარჩინებული და მაღალი რეიტინგის მქონე მინისტრი ალასანია მოიხსნა თანამდებობიდან საკმაოდ ისტერიულ ვითარებაში. მოწმენი ვართ ხელისუფლებაში ამა თუ იმ პრინციპულ საკითხებზე განსხვავებული ხედვებისა.

შესაძლოა, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა მტკიცებულებები აქვს ალასანიას მისივე განცხადებების დასასაბუთებლად, მხედველობაში მაქვს საფრთხე, რასაც ის ხედავს. მისი მაღალი პასუხისმგებლობის მახასიათებელი გახლავთ ის, რომ ხანგრძლივ სატელევიზიო ინტერვიუში არ გახსნილა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არ გაუსაჯაროებია ის თემები, რის გამოც მან ასეთი განცხადებები გააკეთა, გადაწყვეტილება მიიღო და რის გამოც საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა.

ცხადია, ეს არ არის არანაირი შანტაჟის მცდელობა რომელიმე პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ეს გახლავთ სამწუხარო რეალობა და ძალაუნებურად ახალი მზერით უნდა შევაფასოთ ის ნაბიჯები, რომლებიც თვეების განმავლობაში იდგმებოდა და, რომლებსაც თუ შევკრებთ, მივხვდებით, რომ ამ ნაბიჯების ჯამი მაამებლური იყო მხოლოდ კრემლისთვის.

- ალასანიამ მომხდარი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეაფასა. მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, სავარაუდოდ, ვინ თამაშობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში "რუსულ თამაშს". თქვენი აზრით, ვინ იგულისხმა ირაკლი ალასანიამ?

- მე ორად გავყოფდი "რუსული თამაშის" მოთამაშეებს. ერთნი თამაშობენ, მეორეებს კი ათამაშებენ. ვინ რა გვარისაა და ვის რა თანამდებობა უკავია დღეს, ეს დადასტურდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ და რატომ ცდილობდა არ შემდგარიყო ქართულ-ფრანგულ და ქართულ-გერმანულ სამხედრო ურთიერთობებში წინსვლის რეჟიმში გადადგმული ნაბიჯები. ამასთანავე, საგულისხმოა ის სისწრაფე, რომლითაც მოვლენები განვითარდა. ეს ქართული საზოგადოებისთვის არის უცნობი, თორემ კრემლში, ნატო-სა და ვაშინგტონშიც ზუსტად იქნებიან ინფორმირებულები, თუ ვინ იყო საქართველოს სამხედრო უწყებაში ასეთი ქმედებების განხორციელების ინიციატორი.

მოდით, შედეგებით ვიმსჯელოთ. როცა ვსაუბრობთ უსაფრთხოების საბჭოზე, რომელიც არ არის კონსტიტუციური წარმონაქმნი, იქედან უნდა დავიწყოთ თუ ვისი იდეა იყო და რატომ შეიქმნა ასეთი უწყება? რატომ მოხდა, რომ პრეზიდენტს ჩამოაშორეს წვდომა ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში და რატომაა დღესაც შეტანილი მთავრობის მიერ პარლამენტში კანონპროექტები, რომლის მიხედვითაც რაც კი რამე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს უშიშროების საბჭოს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, უნდა გადაეცეს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც საზოგადოებისთვის დამაჯერებელი დამოუკიდებლობა ნამდვილად არ გააჩნია.

დიდი ფიქრი არ სჭირდება იმას, თუ რომელ ქვეყანას გაუხარდებოდა თავდაცვის მინისტრად არა რომელიმე სამოქალაქო პირის, არამედ სამხედრო წოდების მქონე ჩეკისტის დანახვა. ჩემი აზრით, იგი კრემლის საამებლად მოძებნილი კანდიდატია, რომელიც კგბ-ს მსგავს სტრუქტურებში საქმიანობდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, ბატონმა ღარიბაშვილმა რა პრინციპით და ვისი რეკომენდაციით მოიაზრა ბატონი ჯანელიძე ჯერ კონტრდაზვერვის შეფად, როცა თავად უდგა სათავეში შსს-ს, შემდეგ, მასზე უკეთესი უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი რომ ვერ იპოვა და მასვე ჩააბარა უსაფრთხოების საბჭო, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან უკვე საფრთხის შემცველი ორგანოა.

შესაძლოა, ბატონ ჯანელიძის მიმართ პრეტენზიები არ გაგვაჩნდეს, მაგრამ თანამდებობა, რომელიც მას შსს-ში ეკავა, ანუ, კონტრდაზვერვის უფროსობა, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. საინტერესოა, რა როლი აქვს მას შესრულებული საქართველოში ე.წ. ჯაშუშების გამოვლენაში, რომელიც იყო მხოლოდ "ნაცმოძრაობის" ახირება. რა ნაბიჯები გადადგა მან, რომ გათავისუფლებული პოლიტპატიმრების საქმეები არ ყოფილიყო გასაჯაროებული. საერთოდ, საინტერესოა, თავად ჯანელიძეების გვარში მას თავად რა ავტორიტეტი აქვს, რომ შემდეგ იგი მთელმა საქართველომ შეიყვაროს, როგორც დიდი მხედარმთავარი.

თუ პოლკოვნიკი გვინდოდა, აგერ ვარდიკო ნადიბაიძე გვყავდა გენერალი და ის რომ მოგვეყვანა ხომ კიდევ უფრო კმაყოფილი დაგვრჩებოდნენ ისინი, ვის საამებლადაც ვაბრუნებთ სამხედრო პირს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. ეს გახლავთ მთელი ქართული ჯარის წარსულში მიპატიჟება. ვიმეორებ, ალასანიას გათავისუფლებისა და ჯანელიძის შერჩევის თემებზე როგორც ღარიბაშვილის, ისე ჯანელიძის მიმართ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

- იქნებ დავაზუსტოდ, რას გულისხმობთ სამხედრო სფეროში ქართულ-ფრანგულ და ქართულ-გერმანულ თანამშომლობაში?

- არ მაქვს ამ თემაზე საჯარო საუბრის უფლება. მე ეს ინფორმაცია პირველი წყაროებიდან არ მაქვს მიღებული. არ გამოვრიცხავ, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ თემაზე თავად ამ პროცესის მონაწილეებმა ისაუბრონ. გამიხარდებოდა, ამ თემებზე თავად თავდაცვის ახალი მინისტრი თუ იტყვის. საინტერესოა, ამ საკითხებზე მას თავად რა პოზიცია ეკავა და სად გააჟღერა მან ამის თაობაზე თავისი პოზიციები უკანასკნელი დღეების განმავლობაში.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის რა სცენარები შეიძლება არსებობდეს? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საჭირო გახდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება? და საერთოდ, რა გავლენას იქონიებს კოალიციაში განვითარებული მოვლენები შიდაპოლიტიკურ პროცესებზე?

- სცენარი არც ისე ბევრია, რომ მოვლენათა რომელიმე განვითარება ანალიზს არ დაექვემდებაროს. უპირველეს ყოვლისა, პრემიერ-მინისტრის სრულიად დამსხვრეული ავტორიტეტი არის აღსადგენი. ვინაიდან, პრემიერ-მინისტრი ეყრდნობა მხოლოდ პროკურატურის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. და ეს მაშინ, როცა სამხედრო უწყებაში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გამოუძიებელ ერთ საქმეს, დღენახევარში ორი შეკერილი საქმე დაემატება და ამგვარ პროკურატურას მფარველად მოევლინა პრემიერ-მინისტრი, რომელსაც სრულად არა აქვს წარმოდგენილი რა პროცესებია და ვინ მართავს დღევანდელ პროკურატურას. თუ მან იცის და ამაზე არ რეაგირებს, ეს კიდევ უფრო უარესი.

კარგად მახსოვს მისი წინამორბედის მუდმივი სურვილი, რომ გადაფარებოდა პროკურატურას, ახლა იგივე განწყობებს ამჟღავნებს ახალგაზრდა პრემიერიც. ეს კი მაფიქრებინებს, რომ პროკურატურის მიმართ ასეთი კეკლუცობის წყარო ერთი და იგივეა. მთელი ეს უპრინციპობა აფიქსირებს იმ რეალობას, რომ დღესაც საქართველოს პროკურატურა ატარებს ზურიკელა ადეიშვილის სახელს და მის განკარგულებაში სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

ღარიბაშვილის მიმართ სიმპათიები ბევრი იყო, მაგრამ როდესაც ასეთ უმეცარ და უსამართლო სტრუქტურას, როგორიც არის დღევანდელი პროკურატურა, მხარს უჭერს ევროპაში განათლებამიღებული პრემიერ-მინისტრი, თან ისე, რომ ეჭვიც არ შეაქვს ამ ორგანოს მოქმედების სამართლიანობაში, რომელიც მართლა ყველაფრის მკადრებელია, ეს მისი მხრიდან არა მხოლოდ თვითგვემის წინაპირობაა, არამედ თვითლუსტრაციაც არის მისი პოლიტიკური ინტერესებისა და უნარების, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე შემაშფოთებელია.

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს...

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ შედის "ნაცმოძრაობის" ინტერესებში, რადგან, რაც არ უნდა ამაყნი იყვნენ ისინი ტელეკამერების წინ, მაინც რეალისტები არიან და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, რომ ის შედეგი, რომელიც მათ 2012 წლის 1 ოქტომბერს მიიღეს, არ გახლდათ სამართლიანი არჩევნების შედეგი. თავისთავად, ვადამდელი არჩევნები, როგორც ტერმინი, გულისგამხეთქი იყო "ქართული ოცნების" დამფუძნებელი მამებისთვის. დღესაც ალტერნატივა ძალიან მწირია.

როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ ადგილობრივი არჩევნები ივლისიდან ოქტომბრისთვის ყოფილიყო გადატანილი და არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარებულიყო და არ შეეშალა ხელი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის, არგუმენტი არგადატანისა იყო ასეთი - ოქტომბრისთვის "ქართული ოცნების" რეიტინგი შეიძლება დაცემული ყოფილიყო. ეს მეოცნებეთა პროგნოზი იყო. თუ "ქართულ ოცნებაში" ასეთივე განწყობები გაჩნდა 2016 წლისთვის, შეიძლება დაიწყოს საუბარი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ეს მმართველი გუნდისთვის სხვა ტიპის თავის ტკივილი იქნება, ვინაიდან მისი ლიდერი ფაქტობრივად შეიცვალა და ამ კოალიციას ჭკუის დამრიგებლად ივანიშვილის ნაცვლად მოევლინა ჯანყარაშვილი. ვისთვის მისაღებია და ვისთვის არა ასეთი მეტამორფოზა კოალიციაში, ეს არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ გაირკვევა.

უმრავლესობის ყოფნა-არყოფნის ვითარებაში, ახლა სადავეები ალასანიას ხელშია, მაგრამ, ჩემი აზრით, ის უფრო მომავალზე ფიქრობს, ვიდრე დღევანდელ ვითარებაზე. "ქართულ ოცნებას" არ უნდა ეშინოდეს იმისა, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალები" ერთიანნი იქნებიან იმაში, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს რაც შეიძლება გვიან.

ამასთანავე, არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში პრინციპულ საკითხებზე, რომელსაც სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს, კოალიციის დღევანდელი წევრების ერთიანობა აღდგება და კენჭისყრაზე პოზიტიურად იმოქმედებს. მაგრამ წევრობა იმ კოალიციისა, რომლის დამფუძნებლები როგორც მტერს, ისე უყურებენ "თავისუფალ დემოკრატებს" და თვლიან, რომ ისინი ვნებენ სახელმწიფო ინტერესებს, წარმოუდგენელია. "ქართული ოცნებისთვის" შემაშფოთებელი შეიძლება იყოს ის, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ფლობენ ინფორმაციას რეალურად თუ ვინ ვნებს ქვეყანას, ეს უფრო დიდი საფრთხეა მმართველი გუნდის ზოგიერთი მაღალჩინოსნისთვის. ევროსტრუქტურებთან ურთიერთობაში გაწაფული ადამიანების მეხსიერებიდან ეს ინფორმაცია ასე მარტივად არ წაიშლება.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა