კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ინგლისურის მასწავლებელი, "შესაბამისი სოფლიდან", დაწინაურდეს და გახდეს საგარეო საქმეთა მინისტრი"
"არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ინგლისურის მასწავლებელი, "შესაბამისი სოფლიდან", დაწინაურდეს და გახდეს საგარეო საქმეთა მინისტრი"

გუ­შინ პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ. გუ­შინ­ვე სა­კუ­თა­რი ნე­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მაც, ხოლო დღეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და მის­მა მო­ად­გი­ლე­ებ­მა. არის თუ არა ეს პო­ლი­ტი­კუი კრი­ზი­სი, ამა­ზე კო­მენ­ტა­რი პო­ლი­ტო­ლოგ სოსო ცის­კა­რიშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც ხდე­ბა, უფრო ცნო­ბი­ე­რე­ბის კრი­ზი­სია ვიდ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი. პო­ლი­ტი­კოს­თა სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ ეს ორმო, რაც ახლა წარ­მო­იშ­ვა, აღ­მო­ი­ფხვრას და ყვე­ლა შე­ფა­სე­ბას შე­სა­ბა­მი­სი ტერ­მი­ნო­ლო­გია ახ­ლდეს და ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი და­ერ­ქვას.

- სა­უბ­რო­ბენ იმა­ზეც, რომ შე­საძ­ლოა და­ი­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბიც...

- ყო­ვე­ლი­ვე ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კო­ა­ლი­ცი­ის წევრთა პო­ლი­ტი­კურ ხედ­ვა­ზე. ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­აჩ­ნდეს დღე­ვან­დელ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს. თუ გახ­სოვთ, იგი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნეს რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მე­ო­რედ გა­მე­ო­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა და მის­თვის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის პირ­ვე­ლი­ვე ნათ­ქვა­მი კა­ნო­ნია და ხში­რად "ბიბ­ლი­ა­ზე" მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა­ცაა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში იქ­ნე­ბა გათ­ვლე­ბი, რო­გორც კუ­ლუ­ა­რებს მიღ­მა, ასე­ვე სა­ჯა­რო სივ­რცე­შიც. ეს თემა - რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი მთა­ვა­რი "მე­ოც­ნე­ბე­ე­ბის­თვის" მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, თვი­თონ ტერ­მი­ნიც კი მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევ­და და ეს იყო თემა, სა­დაც სრუ­ლად ემ­თხვე­ო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სე­ბი. ახლა უნდა და­ფიქ­რდეს კო­ა­ლი­ცია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს ის 2016 წლის შე­მოდ­გო­მის­თვის, უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლად თუ სულ მთლად მი­ვი­წყე­ბუ­ლად.

- თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვეს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრმა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმაც მო­ად­გი­ლე­ე­ბი­თურთ. ეს არ გა­მო­იწ­ვევს პრობ­ლე­მას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუ­თხით?

- ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბი­ან იმ ფაქ­ტით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნალ დიპ­ლო­მა­ტე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, რომ­ლე­ბიც მარ­თლაც სა­კუ­თა­რი ზურ­გით ეწე­ოდ­ნენ ყვე­ლა­ფერს, უცებ უმუ­შევ­რე­ბად გა­მო­ცხად­დე­ბი­ან. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი ისე­თი ხან­გრძლი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პრო­ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი არი­ან, რომ არა მგო­ნია, მათ­ზე უკე­თე­სად ევ­რო­კავ­ში­რი­სათ­ვის და­მა­ხი­ა­თე­ბე­ლი პრო­ცე­სე­ბი ვინ­მეს ახ­სოვ­დეს, ისი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უც­ვლე­ლე­ბი იყ­ვნენ ამ სა­მი­ნის­ტრო­ში. ახლა უკვე არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ რო­მე­ლი­მე ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, "შე­სა­ბა­მი­სი სოფ­ლი­დან", და­წი­ნა­ურ­დეს და გახ­დეს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვი­ნა­ი­დან სა­კად­რო პრობ­ლე­მა ასე მარ­ტი­ვად ვერ იჭ­რე­ბა, მი­თუ­მე­ტეს იმ პრე­მი­ე­რის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ვიწ­რო ხედ­ვა აქვს სა­კად­რო სა­კი­თხებ­ში, სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ეს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი­სათ­ვის.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ინგლისურის მასწავლებელი, "შესაბამისი სოფლიდან", დაწინაურდეს და გახდეს საგარეო საქმეთა მინისტრი"

"არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ინგლისურის მასწავლებელი, "შესაბამისი სოფლიდან", დაწინაურდეს და გახდეს საგარეო საქმეთა მინისტრი"

გუშინ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. გუშინვე საკუთარი ნებით თანამდებობა დატოვა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილმაც, ხოლო დღეს თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა. არის თუ არა ეს პოლიტიკუი კრიზისი, ამაზე კომენტარი პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვთხოვეთ:

- დღეს საქართველოში რაც ხდება, უფრო ცნობიერების კრიზისია ვიდრე პოლიტიკური. პოლიტიკოსთა სერიოზული ძალისხმევა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ეს ორმო, რაც ახლა წარმოიშვა, აღმოიფხვრას და ყველა შეფასებას შესაბამისი ტერმინოლოგია ახლდეს და ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას.

- საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც...

- ყოველივე ეს დამოკიდებული იქნება კოალიციის წევრთა პოლიტიკურ ხედვაზე. ძნელად დასაჯერებელია, რომ რაიმე პოლიტიკური დამოუკიდებლობა გააჩნდეს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს. თუ გახსოვთ, იგი ქართველ საზოგადოებას წარუდგინეს როგორც ადამიანი, რომელსაც მეორედ გამეორება არ სჭირდება და მისთვის ყოფილი პრემიერის პირველივე ნათქვამი კანონია და ხშირად "ბიბლიაზე" მაღალი ღირებულებისაცაა. ასეთ ვითარებაში იქნება გათვლები, როგორც კულუარებს მიღმა, ასევე საჯარო სივრცეშიც. ეს თემა - რიგგარეშე არჩევნები მთავარი "მეოცნებეებისთვის" მიუღებელი იყო, თვითონ ტერმინიც კი მათი გაღიზიანებას იწვევდა და ეს იყო თემა, სადაც სრულად ემთხვეოდა "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები. ახლა უნდა დაფიქრდეს კოალიცია, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ის 2016 წლის შემოდგომისთვის, უფრო მიმზიდველად თუ სულ მთლად მივიწყებულად.

- თანამდებობა დატოვეს ევროინტეგრაციის მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმაც მოადგილეებითურთ. ეს არ გამოიწვევს პრობლემას ევროინტეგრაციის კუთხით?

- ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძალიან გაკვირვებული დარჩებიან იმ ფაქტით, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მაღალ პროფესიონალ დიპლომატებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც მართლაც საკუთარი ზურგით ეწეოდნენ ყველაფერს, უცებ უმუშევრებად გამოცხადდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ისეთი ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროევროპელი დიპლომატები არიან, რომ არა მგონია, მათზე უკეთესად ევროკავშირისათვის დამახიათებელი პროცესები ვინმეს ახსოვდეს, ისინი პრაქტიკულად შეუცვლელები იყვნენ ამ სამინისტროში. ახლა უკვე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ინგლისურის მასწავლებელი, "შესაბამისი სოფლიდან", დაწინაურდეს და გახდეს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინაიდან საკადრო პრობლემა ასე მარტივად ვერ იჭრება, მითუმეტეს იმ პრემიერის ცნობიერებაში, რომელსაც ძალიან ვიწრო ხედვა აქვს საკადრო საკითხებში, სამწუხაროა, მაგრამ ეს შეუმჩნეველი არ დარჩება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა