ნებისმიერი ჟურნალისტი გავლენას ახდენთ პოლიტიკაზე. მონაწილეობთ პოლიტიკაში და იმუქრებით, რომ მოაწყობთ ჯოჯოხეთს და ცდილობთ ამის გაკეთებას ყოველდღიურ რეჟიმში, - შენიშვნით მიმართა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ზაალ უდუმაშვილს.
მინისტრმა წამყვანს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოსვლა შეახსენა და "რუსთავი 2"-ს პოლიტიკური მოთამაშე უწოდა.