მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
ნატო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ნატო-ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მივ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლე­ვან დო­ლი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

რო­გორც ლე­ვან დო­ლი­ძემ "მა­ესტროს ცხრი­ან­ში", ბრი­უ­სე­ლი­დან ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, დღეს დი­ლით ის ესა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და ჩა­ა­ყე­ნა საქ­მის კურ­სში, რომ ის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს.

"მე მას გა­ვა­ცა­ნი ჩემი პო­ზი­ცია ამის შე­სა­ხებ და მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც მკა­ფი­ოდ ვუ­თხრა, რომ მე სრუ­ლად მაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის წი­ნა­შე მა­კის­რია, რა­მე­თუ მე წარ­მო­ვად­გენ არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს ნა­ტო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩემი აქ მოქ­მე­დე­ბის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თოს ისე, რომ არ და­ზი­ან­დეს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი. სწო­რედ ამ მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე პრე­მი­ერს გან­ვუ­მარ­ტე, რომ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ძა­ლა­ში შე­დის მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ჩა­ვა­ტა­რებთ რა­მო­დე­ნი­მე ძი­რი­თად შეხ­ვედ­რას, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლი გვაქვს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში. ეს არის პრე­მი­ე­რის ვი­ზი­ტი ბრი­უ­სელ­ში, ასე­ვე გვექ­ნე­ბა გან­ხილ­ვე­ბი ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის იმპლე­მენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­კემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში იგეგ­მე­ბა მი­ნის­ტე­რი­ა­ლი და ბუ­ნე­ბი­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს მი­სია ნატო-ში, ჩემი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პი­ზი­ცი­ე­ბი იქ­ნას სწო­რად და ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნატო-ში", -გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მან მი­ი­ღო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა, ეს არ მოხ­დე­ბა დღეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ნატო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ნატო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ნატო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ლევან დოლიძემ "მაესტროს ცხრიანში", ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა, დღეს დილით ის ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ჩააყენა საქმის კურსში, რომ ის თანამდებობას დატოვებს.

"მე მას გავაცანი ჩემი პოზიცია ამის შესახებ და მინდა საზოგადოებასაც მკაფიოდ ვუთხრა, რომ მე სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის წინაშე მაკისრია, რამეთუ მე წარმოვადგენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ სახელმწიფოს ნატოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩემი აქ მოქმედების პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, მე პრემიერს განვუმარტე, რომ ჩემი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავატარებთ რამოდენიმე ძირითად შეხვედრას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს უახლოეს პერიოდში. ეს არის პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, ასევე გვექნება განხილვები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, დეკემბრის პირველ ნახევარში იგეგმება მინისტერიალი და ბუნებივია, საქართველოს მისია ნატო-ში, ჩემი აქტიური მონაწილეობით, იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რომ საქართველოს პიზიციები იქნას სწორად და ეფექტიანად წარმოდგენილი ნატო-ში", -განაცხადა დოლიძემ.

მისივე განმარტებით, მან მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, თუმცა, ეს არ მოხდება დღეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა