თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე რჩება. ამის შესახებ განცხადება მან სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. წულუკიანის განცხადება "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში მამუკა ჟღენტმა და გია ხუხაშვილმა შეფასეს.
"მაქვს ბედნიერება, საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ იუსტიციის მინისტრს და დარწმუნებული ვივყავი, რომ ის ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. შეფუთვა ადეკვატური იყო. მაგრამ რამდენად არის ეს შეფუთვა რეალობასთან კავშირში, ეს უკვე მეორე საკითხია. ჩემი პირადი შეფასებით არგადადგომის რეალური მიზეზები სხვა რაღაცასი გამოიხატება. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ქალბატონი თეა მისი ბიოგრაფიის და პიროვნების გათვალისწინებით ამ თანამდებობას ნამდვილად არ შეელეოდა. ... ყოველშემთახვევაში სანამ უკეთესს არ შეთავაზებდნენ...შეფასებასი ჩაერთო ექსპერტი, გია ხუხაშვილი.