საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი მინისტრის პოსტზე რჩება
თეა წულუკიანი მინისტრის პოსტზე რჩება

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტზე რჩე­ბა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მან სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რი იყო, თუმ­ცა მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ მან პარ­ტი­ის მან­და­ტი და­ტო­ვა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გა­და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ და­ტო­ვა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და შემ­დეგ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ყვე­ლა მთავ­რო­ბე­ბის თი­თო­ე­ულ­მა წევ­რმა ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ე­ტა­რე­ბი­ნა.

"სრუ­ლად ვათ­ვით­ცნო­ბი­ე­რებ, რომ ჩემი სათ­ქმე­ლი ვერ იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რის­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, თავ­ში­ვე მო­გახ­სნებთ, ის, რაც მოხ­და და ხდე­ბა, სამ­წუ­ხა­როა. მძი­მე ფონ­ზე მაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ვუ­თხრა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის და შემ­დეგ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ყვე­ლა მთავ­რო­ბის თი­თო­ე­ულ­მა წევ­რმა ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ე­ტა­რე­ბი­ნა და ევლო წინ, პროგ­რე­სის გზა­ზე. ამ გზა­ზე წარ­მა­ტე­ბით სი­ა­რულ­ში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმაც შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი როლი თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად. 2010 წელს გვერ­დზე გა­დავ­დე ევ­რო­პუ­ლი კა­რი­ე­რა, კომ­ფორ­ტუ­ლი სი­ბე­რემ­დე, გა­დავ­დე ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე პი­რა­დი, დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რათა წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პამ­დე მიყ­ვა­ნამ­დე საქ­მე­ში. მოვ­ხვდი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით, რომ­ლებ­თა­ნაც მქონ­და ერ­თი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბი, და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. 2012 წლი­დან სა­თა­ვე­ში ვუდ­გა­ვარ იმ სა­მი­ნის­ტროს, რომ­ლის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი პროგ­რე­სით მუ­შა­ობს. ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და, ამას ევ­რო­კავ­შირ­მა "ერთი ნა­ბი­ჯით წინ ევ­რო­პის­კენ" უწო­და", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ცუ­დია, რომ ქვეყ­ნის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე სამ­წუ­ხა­რო მოვ­ლე­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეს წარ­მა­ტე­ბა გა­და­ფა­რა. "მერე რა, რომ ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე, იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, ერთ ქალს მქო­ნია მრა­ვა­ლი სირ­თუ­ლე. მერე რა, რომ თა­ვის ზე­ვით ძალა მო­მი­ძებ­ნია, რომ ფეხ­ზე ვმდგა­რი­ყა­ვი ან არ ვმდგა­რი­ყა­ვი. მე და ჩემს სა­მი­ნის­ტროს არას­დროს გვქო­ნია ხელ­შე­ეშ­ლა, გვევ­ლო მთავ­რო­ბას­თან ერ­თად ევ­რო­პულ გზა­ზე. არც ერთი და არც მე­ო­რე პრე­მი­ე­რის მხრი­დან, არც მოქ­მედ და არც უკვე ყო­ფილ მი­ნის­ტრებ­თან აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ევ­რო­პულ არ­ჩე­ვან­ზე არ ყო­ფი­ლა. 2012 წელს მო­სუ­ლი ძალა არის ევ­რო­პუ­ლი კურ­სის ერ­თგუ­ლი. ეს გზა არის რთუ­ლი, ეს არის მთავ­რო­ბის გა­ნუხ­რე­ლი კურ­სი, რად­გან არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პუ­ლი კურ­სის გა­რე­შე. მა­ნამ მე მაქვს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის მუ­შა­ო­ბის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მე და ჩემს გუნდს გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ვი­მუ­შა­ოთ, არ მქო­ნია სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ჩვე­ნი მთავ­რო­ბა პრო­ევ­რო­პუ­ლი მთავ­რო­ბა არ არის. ვრჩე­ბით იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში და ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

თეა წულუკიანი მინისტრის პოსტზე რჩება

თეა წულუკიანი მინისტრის პოსტზე რჩება

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე რჩება. ამის შესახებ განცხადება მან სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

თეა წულუკიანი პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი იყო, თუმცა მინისტრად დანიშვნის შემდეგ მან პარტიის მანდატი დატოვა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დატოვა.

წულუკიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის და შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის ყველა მთავრობების თითოეულმა წევრმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს თავისი ევროპული არჩევანი გაეტარებინა.

"სრულად ვათვითცნობიერებ, რომ ჩემი სათქმელი ვერ იქნება საზოგადოების ყველა წევრისთვის დამაკმაყოფილებელი, თავშივე მოგახსნებთ, ის, რაც მოხდა და ხდება, სამწუხაროა. მძიმე ფონზე მაქვს ვალდებულება ვუთხრა საზოგადოებას, რომ ივანიშვილის და შემდეგ ღარიბაშვილის ყველა მთავრობის თითოეულმა წევრმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს თავისი ევროპული არჩევანი გაეტარებინა და ევლო წინ, პროგრესის გზაზე. ამ გზაზე წარმატებით სიარულში იუსტიციის მინისტრმაც შეასრულა თავისი როლი თითოეულ თანამშრომელთან ერთად. 2010 წელს გვერდზე გადავდე ევროპული კარიერა, კომფორტული სიბერემდე, გადავდე ყველაფერი გვერდზე პირადი, დავბრუნდი საქართველოში, რათა წვლილი შემეტანა საქართველოს ევროპამდე მიყვანამდე საქმეში. მოვხვდი იმ ადამიანების გვერდით, რომლებთანაც მქონდა ერთიანი ღირებულები, დასავლური ღირებულებები. 2012 წლიდან სათავეში ვუდგავარ იმ სამინისტროს, რომლის თითოეული თანამშრომელი პროგრესით მუშაობს. ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა, ამას ევროკავშირმა "ერთი ნაბიჯით წინ ევროპისკენ" უწოდა", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ცუდია, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე სამწუხარო მოვლენებმა საქართველოს ეს წარმატება გადაფარა. "მერე რა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მე, იუსტიციის მინისტრს, ერთ ქალს მქონია მრავალი სირთულე. მერე რა, რომ თავის ზევით ძალა მომიძებნია, რომ ფეხზე ვმდგარიყავი ან არ ვმდგარიყავი. მე და ჩემს სამინისტროს არასდროს გვქონია ხელშეეშლა, გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე. არც ერთი და არც მეორე პრემიერის მხრიდან, არც მოქმედ და არც უკვე ყოფილ მინისტრებთან აზრთა სხვადასხვაობა ევროპულ არჩევანზე არ ყოფილა. 2012 წელს მოსული ძალა არის ევროპული კურსის ერთგული. ეს გზა არის რთული, ეს არის მთავრობის განუხრელი კურსი, რადგან არ არსებობს საქართველოს მომავალი ევროპული კურსის გარეშე. მანამ მე მაქვს სახელმწიფოსთვის ევროპული მომავლისთვის მუშაობის სრული თავისუფლება, მე და ჩემს გუნდს გვაქვს საშუალება ვიმუშაოთ, არ მქონია საფუძველი, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის. ვრჩებით იუსტიციის სამინისტროში და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის", - განაცხადა წულუკიანმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა