მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებამ" დაკარგა მხარდამჭერების სერიოზული ნაწილი - როგორ აფასებენ ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს ცნობილი ადამიანები
"ოცნებამ" დაკარგა მხარდამჭერების სერიოზული ნაწილი - როგორ აფასებენ ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს ცნობილი ადამიანები

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი წევ­რე­ბი "ამ­ბე­ბი.გე"-სთან თა­ვი­სე­ბუ­რად აფა­სე­ბენ და ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი:

- ალა­სა­ნი­ას გა­დად­გო­მას და გან­ხეთ­ქი­ლე­ბას მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ა­ში ყვე­ლა აფა­სებს, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სე­რი­ო­ზულ მარ­ცხს. ერთი შე­ხედ­ვით ეს ასეც არის, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა არ არის ისე­თი მარ­ტი­ვი გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლი, რო­გორც ეს უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­სა და მათ პო­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ექ­სპერ­ტებს მი­აჩ­ნი­ათ.

და­ვი­წყოთ იმით, რომ:

1. 2016 წ. არ­ჩევ­ნე­ბის­თვის "ოც­ნე­ბა" აღარც "აი­კი­დებ­და" სა­ტე­ლი­ტებს და შე­ეც­დე­ბა, თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნოს მთე­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რე­ზერ­ვი. ორი წლის მან­ძილ­ზე მათ კარ­გად და­ი­ნა­ხეს, ვინ არის მათი ერ­თგუ­ლი და ვინ - დრო­ე­ბი­თი მო­კავ­ში­რე. ხოლო თუ მო­კავ­ში­რე დრო­ე­ბი­თია, სჯობს, მას­თან "და­ცი­ლე­ბა" გა­ფორმ­დეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რა­ღაც დრო­ით ადრე და არა არ­ჩევ­ნე­ბის წინ, რო­დე­საც ასეთ დარ­ტყმას "ოც­ნე­ბა" ნამ­დვი­ლად ვერ გა­და­ი­ტან­და;

2. "ოც­ნე­ბამ" და­კარ­გა მხრდამ­ჭე­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­წი­ლი, მაგ­რამ მთა­ვა­რი "კო­ზი­რი" ჯერ ხელთ აქვთ: ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ივა­ნიშ­ვი­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ივა­ნიშ­ვი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით მიჰ­ყვე­ბა თა­ვის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ გეგ­მას: შე­ას­რუ­ლა და­ნა­პი­რე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის სის­ტე­მის დე­მონ­ტაჟ­ზე და სა­კუთ­რივ მისი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა­ზე (გა­რეგ­ნუ­ლად მა­ინც). რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ აღ­მავ­ლო­ბას, მან თა­ვი­დან­ვე გა­მო­ა­ცხა­და, რომ ეს მე­ო­თხე წელს, ანუ არ­ჩევ­ნე­ბის წინ მოხ­დე­ბა. უნდა ვი­ფიქ­როთ, რომ რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია ამი­სათ­ვის დიდი ხა­ნია, რაც მი­დის. თუ ეს მარ­თლაც ასეა, ამ რე­სურ­სე­ბის არა­ვის­თვის გა­ნა­წი­ლე­ბას ივა­ნიშ­ვი­ლი ცხა­დია, აღარ აპი­რებს;

3. "ნა­ცებ­მა" არა მარ­ტო და­ამ­ტკი­ცეს თა­ვი­სი ძალა და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა (ფარ­თო სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის დე­მონ­სტრი­რე­ბი­თა და დღე­ვან­დელ სამ­თავ­რო­ბო, მათ შო­რის სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­ში გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით). სუ­ლაც არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სწო­რედ ამ კად­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე შე­ტე­ვა და კრი­ზი­სის პრო­ვო­ცი­რე­ბა;

4. ორ­პარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მა მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ად "ნა­ცე­ბის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით ბევ­რს არ მოს­წონს. მათ შო­რის, უნდა ვი­ფიქ­როთ, მმარ­თველ გუნდსაც, სხვა ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლებ­ზე რომ არ ვი­ლა­პა­რა­კოთ. ამი­ტომ ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლაც უპ­რი­ა­ნი იყო, თა­ვად მმრთველ კო­ა­ლი­ცი­ა­ში რომ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო. ამას "ნა­ცებ­მა" ვერ მი­აღ­წი­ეს (ბურ­ჯა­ნა­ძემ ნა­ად­რე­ვად და­ტო­ვა იმ­ჟა­მინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტი და თან, პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია ღიად შე­იც­ვა­ლა). ალა­სა­ნია ამი­სათ­ვის იდე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტია;

პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლიზ­მი გვას­წავ­ლის, რომ სუ­პერ ძა­ლე­ბი (შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ეს მმარ­თვე­ლი პარ­ტია და ძი­რი­თა­დი ოპო­ზი­ცია) არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი გა­მარ­ჯვე­ბის, არა­მედ მო­წი­ნა­ამღდე­გის და­სუს­ტე­ბის ამო­ცა­ნით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. არა­ვის აწყობს ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლი­თაც ორი­ვე ძალა ხე­ი­რობს - ურ­ჩევ­ნი­ათ თა­ვა­დაც წა­ა­გონ, თუკი მე­ტო­ქე უფრო დიდ ზა­რალს მი­ი­ღებს. ამას ჰქვია ნუ­ლო­ვა­ნი ჯა­მის თა­მა­ში. ამ შემ­თხვევ­ში ამ თა­მაშ­ზე მიგ­ვი­თი­თებს ის ზარ­ლიც, რაც "ნა­ცებ­მა" შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღონ მოვ­ლე­ნა­თა ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბი­სა­გან: ალა­სა­ნი­ას მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად გა­დაქ­ცე­ვა, არა მარ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის (რომ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ბერ­კე­ტე­ბი ალა­სა­ნი­ას გას­ვლის შემ­თხვე­ვა­შიც კი "ოც­ნე­ბას" გა­აჩ­ნია), არა­მედ უმ­ცი­რე­სო­ბის შე­საძ­ლო დაშ­ლაც. ოპო­ზი­ცი­ა­ში გად­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში რომ ალა­სა­ნია და­ვით ბაქ­რა­ძეს უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რად არ შე­ე­გუ­ე­ბა, მგო­ნი, ცხა­დია.

ერთი სი­ტყვით, არც ისე მარ­ტი­ვად არის ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ზო­გი­ერ­თებს წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. წინ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა გვე­ლის. ვე­თან­ხმე­ბი კახი კა­ლა­ძეს, რომ არც ერთი მხა­რი­სათ­ვის ტრა­გი­კუ­ლი ჯერ არა­ფე­რი მომ­ხდა­რა - ეს ის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მე­ლიც ძლი­ერს კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს, სუსტს კი და­ა­სუს­ტებს. "პო­ლი­ტი­კა მკაც­რია" (ეს უკვე ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის სი­ტყვე­ბია). თუმ­ცა გა­მოწ­ვე­ვა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი­ცაა. ამავდრო­უ­ლად ეჭვს იწ­ვევს რო­გორც გარე საფრ­თხე (რუ­სე­თი), ასე­ვე შიდა საფრ­თხეც (პრო­კუ­რა­ტუ­რის ნამ­დვი­ლი როლი). ის კი ცხა­დია, რომ ალა­სა­ნი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი წონა მი­ნის­ტრის პოს­ტის და­ტო­ვე­ბით არა თუ არ შემ­ცირ­და, არა­მედ გა­ი­ზარ­და. რო­გორ შე­ეჩ­ვე­ვა "ზედ­მეტ წო­ნას" ირაკ­ლი ალა­სა­ნია და მისი გუნ­დი, ამას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვი­ხი­ლავთ: მძი­მე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­დას­ვლა ად­ვი­ლი საქ­მე არ არის. ვუ­სურ­ვოთ მას წარ­მა­ტე­ბე­ბი. ისე­ვე, რო­გორც ზო­გა­დად დე­მოკ­რა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ირმა სო­ხა­ძე:

- ორი­გი­ნა­ლუ­რი არ ვიქ­ნე­ბი თუ ვი­ტყვი, რომ ცოტა დაბ­ნე­უ­ლი ვარ, შეშ­ფო­თე­ბუ­ლი და შე­წუ­ხე­ბუ­ლიც. არ ვე­ლო­დი ასეთ კრი­ზისს ქვე­ყა­ნა­ში. გუ­შინ­წინ ჩა­მო­ვე­დი პრა­ღი­დან ჩვენს და­წყნა­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გუ­შინ­წინ სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბი დამ­ხვდა. ცალ­სა­ხა და ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ანა­ლი­ზი ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა, ალ­ბათ, ყვე­ლა­ფერს დრო და­ა­ლა­გებს. ერთი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არა­ფე­რი არა­ფერს არ გა­მო­რი­ცხავს. ისიც შე­იძ­ლე­ბა, რომ ალა­სა­ნი­ას სის­ტე­მა­ში კო­რუფ­ცი­ას ჰქო­ნო­და ად­გი­ლი და არც იმას, რაც შემ­დგომ ბა­ტონ­მა ირაკ­ლიმ თქვა. რა­საც ამ­ბობს, იმას და­სა­ბუ­თე­ბა უნდა და სი­ნამ­დვი­ლე­ში მარ­თლა მა­ინ­ტერ­სებს, რა მოხ­და. თუ ეს სი­მარ­თლეა, რაც მო­ვის­მი­ნეთ, რომ კო­რუფ­ცი­ას ჰქონ­და ად­გი­ლი, დიდ უბე­დუ­რე­ბას­თან გვაქვს საქ­მე. ეს ქვეყ­ნის კურ­სი­დან აც­დე­ნის ფაქ­ტია. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად მა­ინც არა­ფე­რი ვი­ცით და ვართ გა­უ­გებ­რო­ბა­ში, ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას და სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქტს.

ამის შემ­დეგ უნდა და­ვე­ლო­დოთ ასე­ვე ალა­სა­ნი­ას მიერ ნათ­ქვა­მი ახა­ლი ამ­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. თუ ეს დამ­ტკიც­და, არ ვიცი, კვლავ რას­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე. ვფიქ­რობ, რომ მა­ინც რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბაა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ­ჩე­ულ გეზს არ უღა­ლა­ტებს.

კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი:

- პრობ­ლე­მა სა­ერ­თოდ გუნ­დუ­რო­ბის პრინ­ციპ­შია. ეს კო­ა­ლი­ცია ერთი გუნ­დი არას­დროს ყო­ფი­ლა.

კრი­ზი­სი, რა თქმა უნდა, არის ქვე­ყა­ნა­შიც და ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­შიც... ირაკ­ლი ალა­სა­ნია შემ­დეგ­ში რას იზამს, ამა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, თუმ­ცა მას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, პა­ტი­ო­სა­ნი და ვაჟ­კა­ცი ადა­მი­ა­ნია.

პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თოდ რთუ­ლი საქ­მეა, ამ სფე­რო­ში, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვფიქ­რობ, - და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ თა­ვი­დან­ვე, ახლა მე­ტად ძლი­ერ პო­ზი­ცი­ებ­ზე იქ­ნე­ბო­და. ასე მგო­ნია... ახლა რა გზას და­ად­გე­ბა, ვერ გე­ტყვით, ალ­ბათ თვი­თონ უკე­თე­სად იცის.

სა­ერ­თოდ, ოპ­ტი­მის­ტი ვარ, მაგ­რამ ამ­დე­ნი პო­ლი­ტი­კურ არე­უ­ლო­ბას და ცვლი­ლე­ბას, ეს პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა, რო­გორ უძ­ლებს, მიკ­ვირს... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყო­ველ­თვის იმე­დით ვუ­ყუ­რებ მო­მა­ვალს, ამი­ტომ, მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა იყოს, სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა... ღმერ­თმა გაძ­ლე­ბა მოგ­ვცეს.

ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი:

- მე რა მინ­და? პირ­ველ რიგ­ში მშვი­დო­ბა და ამით ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი.

და­სას­ჯე­ლი უნდა და­ი­სა­ჯოს, წა­სა­ხა­ლი­სე­ბე­ლი უნდა წა­ხა­ლის­დეს. რაც დრო­ზე იქ­ნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, უკე­თე­სია. ისე კი, ძა­ლი­ან სა­წყე­ნია, თუ და­სას­ჯე­ლე­ბი ზო­გა­დად არ­სე­ბო­ბენ. სა­ერ­თოდ, ხომ გი­თხა­რით, ჩემი ცხოვ­რე­ბის კრე­დოა, უნდა ვიყო, ან - არა. ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლი მინ­და, რომ მქონ­დეს და იყოს, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მთა­ვა­რი. 

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი მი­დის და იშ­ლე­ბა, ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა ხდე­ბო­დეს. ვფიქ­რობ, რომ შე­სა­ბა­მის ძა­ლას გა­მო­ნა­ხა­ვენ, რომ ეს პრო­ცე­სი აღარ გაგ­რძელ­დეს. თა­ვი­დან­ვე გი­თხა­რით, რომ პირ­ველ რიგ­ში გვინ­და, მშვი­დო­ბა, ამას გუ­რუ­ლე­ბი ოდით­გან­ვე ვამ­ბობ­დით. მაგ­რამ ბოლო დროს მშვი­დო­ბაც სა­ნატ­რე­ლი გახ­და.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამე­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"ოცნებამ" დაკარგა მხარდამჭერების სერიოზული ნაწილი - როგორ აფასებენ ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს ცნობილი ადამიანები

"ოცნებამ" დაკარგა მხარდამჭერების სერიოზული ნაწილი - როგორ აფასებენ ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს ცნობილი ადამიანები

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ჩვენი საზოგადოების ცნობილი წევრები "ამბები.გე"-სთან თავისებურად აფასებენ და ეხმაურებიან.

ვახტანგ რჩეულიშვილი:

- ალასანიას გადადგომას და განხეთქილებას მმართველ კოალიციაში ყველა აფასებს, როგორც "ქართული ოცნების" სერიოზულ მარცხს. ერთი შეხედვით ეს ასეც არის, მაგრამ პოლიტიკა არ არის ისეთი მარტივი გასაანალიზებელი, როგორც ეს უბრალო ადამიანებსა და მათ პოლიტიკურ აზროვნებაზე ორიენტირებულ ექსპერტებს მიაჩნიათ.

დავიწყოთ იმით, რომ:

1. 2016 წ. არჩევნებისთვის "ოცნება" აღარც "აიკიდებდა" სატელიტებს და შეეცდება, თავად გამოიყენოს მთელი სახელისუფლებო რეზერვი. ორი წლის მანძილზე მათ კარგად დაინახეს, ვინ არის მათი ერთგული და ვინ - დროებითი მოკავშირე. ხოლო თუ მოკავშირე დროებითია, სჯობს, მასთან "დაცილება" გაფორმდეს არჩევნებამდე რაღაც დროით ადრე და არა არჩევნების წინ, როდესაც ასეთ დარტყმას "ოცნება" ნამდვილად ვერ გადაიტანდა;

2. "ოცნებამ" დაკარგა მხრდამჭერების სერიოზული ნაწილი, მაგრამ მთავარი "კოზირი" ჯერ ხელთ აქვთ: ხელისუფლება და ივანიშვილის შესაძლებლობები. ივანიშვილი ჯერჯერობით მიჰყვება თავის მიერ გამოცხადებულ გეგმას: შეასრულა დანაპირები ნაციონალების სისტემის დემონტაჟზე და საკუთრივ მისი პოლიტიკიდან წასვლაზე (გარეგნულად მაინც). რაც შეეხება ეკონომიკურ აღმავლობას, მან თავიდანვე გამოაცხადა, რომ ეს მეოთხე წელს, ანუ არჩევნების წინ მოხდება. უნდა ვიფიქროთ, რომ რესურსების მობილიზაცია ამისათვის დიდი ხანია, რაც მიდის. თუ ეს მართლაც ასეა, ამ რესურსების არავისთვის განაწილებას ივანიშვილი ცხადია, აღარ აპირებს;

3. "ნაცებმა" არა მარტო დაამტკიცეს თავისი ძალა და ბრძოლისუნარიანობა (ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის დემონსტრირებითა და დღევანდელ სამთავრობო, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში გარკვეული გავლენის შენარჩუნებით). სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ კადრების მეშვეობით მოხდა პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროზე შეტევა და კრიზისის პროვოცირება;

4. ორპარტიული სისტემა მთავარ ოპოზიციად "ნაცების" ჩამოყალიბებით ბევრს არ მოსწონს. მათ შორის, უნდა ვიფიქროთ, მმართველ გუნდსაც, სხვა ოპოზიციურ ძალებზე რომ არ ვილაპარაკოთ. ამიტომ ოპოზიციური ძალაც უპრიანი იყო, თავად მმრთველ კოალიციაში რომ ჩამოყალიბებულიყო. ამას "ნაცებმა" ვერ მიაღწიეს (ბურჯანაძემ ნაადრევად დატოვა იმჟამინდელი პარლამენტი და თან, პოლიტიკური ორიენტაცია ღიად შეიცვალა). ალასანია ამისათვის იდეალური კანდიდატია;

პოლიტიკური რეალიზმი გვასწავლის, რომ სუპერ ძალები (შიდა პოლიტიკაში ეს მმართველი პარტია და ძირითადი ოპოზიცია) არა მარტო საკუთარი გამარჯვების, არამედ მოწინაამღდეგის დასუსტების ამოცანით არიან დაკავებულები. არავის აწყობს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც ორივე ძალა ხეირობს - ურჩევნიათ თავადაც წააგონ, თუკი მეტოქე უფრო დიდ ზარალს მიიღებს. ამას ჰქვია ნულოვანი ჯამის თამაში. ამ შემთხვევში ამ თამაშზე მიგვითითებს ის ზარლიც, რაც "ნაცებმა" შეიძლება მიიღონ მოვლენათა ასეთი განვითარებისაგან: ალასანიას მთავარ ოპოზიციურ ძალად გადაქცევა, არა მარტო უმრავლესობის (რომლის შენარჩუნების ბერკეტები ალასანიას გასვლის შემთხვევაშიც კი "ოცნებას" გააჩნია), არამედ უმცირესობის შესაძლო დაშლაც. ოპოზიციაში გადმოსვლის შემთხვევაში რომ ალასანია დავით ბაქრაძეს უმცირესობის ლიდერად არ შეეგუება, მგონი, ცხადია.

ერთი სიტყვით, არც ისე მარტივად არის ყველაფერი, როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ. წინ ბევრი საინტერესო პოლიტიკური მოვლენა გველის. ვეთანხმები კახი კალაძეს, რომ არც ერთი მხარისათვის ტრაგიკული ჯერ არაფერი მომხდარა - ეს ის პოლიტიკური გამოწვევაა, რომელიც ძლიერს კიდევ უფრო გააძლიერებს, სუსტს კი დაასუსტებს. "პოლიტიკა მკაცრია" (ეს უკვე ედუარდ შევარდნაძის სიტყვებია). თუმცა გამოწვევა ძალიან სერიოზულიცაა. ამავდროულად ეჭვს იწვევს როგორც გარე საფრთხე (რუსეთი), ასევე შიდა საფრთხეც (პროკურატურის ნამდვილი როლი). ის კი ცხადია, რომ ალასანიას პოლიტიკური წონა მინისტრის პოსტის დატოვებით არა თუ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. როგორ შეეჩვევა "ზედმეტ წონას" ირაკლი ალასანია და მისი გუნდი, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ: მძიმე წონით კატეგორიაში გადასვლა ადვილი საქმე არ არის. ვუსურვოთ მას წარმატებები. ისევე, როგორც ზოგადად დემოკრატიას საქართველოში.

ირმა სოხაძე:

- ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ცოტა დაბნეული ვარ, შეშფოთებული და შეწუხებულიც. არ ველოდი ასეთ კრიზისს ქვეყანაში. გუშინწინ ჩამოვედი პრაღიდან ჩვენს დაწყნარებულ საქართველოში და გუშინწინ საოცარი ამბები დამხვდა. ცალსახა და ერთპიროვნული ანალიზი ძალიან გამიჭირდება, ალბათ, ყველაფერს დრო დაალაგებს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი არაფერს არ გამორიცხავს. ისიც შეიძლება, რომ ალასანიას სისტემაში კორუფციას ჰქონოდა ადგილი და არც იმას, რაც შემდგომ ბატონმა ირაკლიმ თქვა. რასაც ამბობს, იმას დასაბუთება უნდა და სინამდვილეში მართლა მაინტერსებს, რა მოხდა. თუ ეს სიმართლეა, რაც მოვისმინეთ, რომ კორუფციას ჰქონდა ადგილი, დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე. ეს ქვეყნის კურსიდან აცდენის ფაქტია. თუმცა რეალურად მაინც არაფერი ვიცით და ვართ გაუგებრობაში, ველოდებით გამოძიებას და სასამართლოს ვერდიქტს.

ამის შემდეგ უნდა დაველოდოთ ასევე ალასანიას მიერ ნათქვამი ახალი ამბის გაგრძელებას. თუ ეს დამტკიცდა, არ ვიცი, კვლავ რასთან გვექნება საქმე. ვფიქრობ, რომ მაინც რაღაც გაუგებრობაა. ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი ქვეყანა არჩეულ გეზს არ უღალატებს.

კახა მამულაშვილი:

- პრობლემა საერთოდ გუნდურობის პრინციპშია. ეს კოალიცია ერთი გუნდი არასდროს ყოფილა.

კრიზისი, რა თქმა უნდა, არის ქვეყანაშიც და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც... ირაკლი ალასანია შემდეგში რას იზამს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მას ბავშვობიდან ვიცნობ, პატიოსანი და ვაჟკაცი ადამიანია.

პოლიტიკა საერთოდ რთული საქმეა, ამ სფეროში, ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, - დამოუკიდებლად რომ ყოფილიყო, ალბათ თავიდანვე, ახლა მეტად ძლიერ პოზიციებზე იქნებოდა. ასე მგონია... ახლა რა გზას დაადგება, ვერ გეტყვით, ალბათ თვითონ უკეთესად იცის.

საერთოდ, ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ამდენი პოლიტიკურ არეულობას და ცვლილებას, ეს პატარა ქვეყანა, როგორ უძლებს, მიკვირს... მიუხედავად ამისა, ყოველთვის იმედით ვუყურებ მომავალს, ამიტომ, მგონია, რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს, სხვანაირად არც შეიძლება... ღმერთმა გაძლება მოგვცეს.

ჯემალ ჭკუასელი:

- მე რა მინდა? პირველ რიგში მშვიდობა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

დასასჯელი უნდა დაისაჯოს, წასახალისებელი უნდა წახალისდეს. რაც დროზე იქნება ეს ყველაფერი, უკეთესია. ისე კი, ძალიან საწყენია, თუ დასასჯელები ზოგადად არსებობენ. საერთოდ, ხომ გითხარით, ჩემი ცხოვრების კრედოა, უნდა ვიყო, ან - არა. ყველაფერი გარკვეული მინდა, რომ მქონდეს და იყოს, ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი. 

რაც შეეხება იმას, რომ მინისტრთა კაბინეტი მიდის და იშლება, ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ, რომ შესაბამის ძალას გამონახავენ, რომ ეს პროცესი აღარ გაგრძელდეს. თავიდანვე გითხარით, რომ პირველ რიგში გვინდა, მშვიდობა, ამას გურულები ოდითგანვე ვამბობდით. მაგრამ ბოლო დროს მშვიდობაც სანატრელი გახდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამებები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია