მდიდრებს ხომ ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილება შეუძლიათ. ოქროთი მოვარაყებული ძვირად ღირებული ნომერი სწორედ მულტიმილიონერებისთვის არის.
''სამყაროს სიყვარული და მარადიული ფასეულობები მართავს? რაციონალიზმი და სიმყუდროვე? არა! მთავარი ფულია, ბევრი ფული! ორსართულიანი ნომერი დუბაის ლეგენდარულ სასტუმრო Burj Al Arab-ში, 780 კვადრატული მეტრის ფართობით, ორი საძინებლითა და კაბინეტით, ყველა დეტალით უსვამს ხაზს, რომ მისი სტუმრები გავლენიანი ადამიანები არიან, რომლებიც სამყაროს მართავენ.
აქ ჩერდებიან შეიხები და პრეზიდენტები, ოლიგარქები და ცნობილი სახეები. სასტუმროში მხოლოდ ორი ასეთი ნომერია, სულ ზედა სართულზე. ისინი თითქმის ყოველთვის დაკავებულია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც თავისუფალი იყო და გადავიღეთ'', - ამბობს საშა ჩებანი, ცნობილი მოგზაური, რომელიც ხალხს პოპულარულ სასტუმროებს აცნობს.
არაბულ სამყაროში სტილსა და ფუფუნებაზე სხვა წარმოდგენა აქვთ. იქ ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს, ოქროთი უნდა ელვარებდეს. Burj Al Arab-ი ამის დასტურია. ამ სასტუმროში 202 ნომერია, რომლებიდანაც ყველა ულტრალუქსის კლასისაა, ორსართულიანები, ელექტრონიკითა და უამრავი მომსახურე პერსონალით გადაჭედილი.