მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა
"თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა

პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი კო­ა­ლი­ცი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მის პა­რა­ლე­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი , რო­მელ­საც "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­აც ეს­წრე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტი­ის მხრი­დან კო­ა­ლი­ცი­ის და­ტო­ვე­ბას წინ ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი უძღო­და.

პარ­ტია 2009 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და. პარ­ტია იყო წევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ალი­ან­სი­სა "ალი­ან­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის". ალი­ან­სი ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე იყო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი­სა 2009 წლის 9 აპ­რი­ლი­დან 26 მა­ი­სამ­დე, რო­მელ­თა მი­ზა­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბა იყო.

2009 წლის 22 სექ­ტემ­ბერს ალი­ან­სმა თბი­ლი­სის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მე­რის კან­დი­და­ტუ­რა­ზე ალი­ან­სის ლი­დე­რი, ირაკ­ლი ალა­სა­ნია, წა­რად­გი­ნა, ხოლო საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რედ - ყო­ფილ სა­ხალ­ხო დაც­ვე­ლი - სო­ზარ სუ­ბა­რი.

2010 წლის თვით­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ალი­ან­სი გა­ვი­და თბი­ლი­სის მას­შტა­ბით მე­ო­რე, ხოლო ქვეყ­ნის მას­შტა­ბის მე­სა­მე ად­გილ­ზე. ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ხმა­თა 19% მი­ი­ღო. 2010 წლის ივ­ლის­ში ალი­ან­სი და­ი­შა­ლა. 2011 წლი­დან პარ­ტია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რია. 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კო­ა­ლი­ცი­ამ ხმა­თა 54%-ით გა­ი­მარ­ჯვა, პარ­ტი­ამ კი პარ­ლა­მენ­ტში 11 წევ­რი­ა­ნი ფრაქ­ცია შექ­მნა. პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რია იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და ევ­რი­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა

"თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა

პოლიტიკურმა პარტიამ "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა. ამის შესახებ ცნობილი კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად გახდა ცნობილი , რომელსაც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა. აღნიშნული პარტიის მხრიდან კოალიციის დატოვებას წინ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები უძღოდა.

პარტია 2009 წელს ჩამოყალიბდა. პარტია იყო წევრი პოლიტიკური ალიანსისა "ალიანსი საქართველოსთვის". ალიანსი ერთ-ერთი მონაწილე იყო საპროტესტო აქციებისა 2009 წლის 9 აპრილიდან 26 მაისამდე, რომელთა მიზანი მიხეილ სააკაშვილის გადაყენება იყო.

2009 წლის 22 სექტემბერს ალიანსმა თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მერის კანდიდატურაზე ალიანსის ლიდერი, ირაკლი ალასანია, წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ - ყოფილ სახალხო დაცველი - სოზარ სუბარი.

2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში ალიანსი გავიდა თბილისის მასშტაბით მეორე, ხოლო ქვეყნის მასშტაბის მესამე ადგილზე. ირაკლი ალასანიამ ხმათა 19% მიიღო. 2010 წლის ივლისში ალიანსი დაიშალა. 2011 წლიდან პარტია ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" წევრია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ხმათა 54%-ით გაიმარჯვა, პარტიამ კი პარლამენტში 11 წევრიანი ფრაქცია შექმნა. პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ევრიპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა