პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაეძაბა რუსული ''ვოისის'' მონაწილე დათუნა მგელაძეს ურთიერთობა დიმა ბილანთან
რატომ დაეძაბა რუსული ''ვოისის'' მონაწილე დათუნა მგელაძეს ურთიერთობა დიმა ბილანთან

და­თუ­ნა მგე­ლა­ძე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და იქ მუ­შა­ობს. "ჯე­ოს­ტა­რის" წარ­მა­ტე­ბულ­მა მო­ნა­წი­ლემ, რო­გორც მომ­ღე­რალ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მაო წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, მაგ­რამ თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლით რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქს მი­ა­შუ­რა, წელს კი რუ­სუ­ლი "ვო­ი­სის" კონ­კურ­სან­ტიც გახ­და.

- მოს­კოვ­ში იმი­ტომ გა­ვემ­გზავ­რე, რომ ჩემ­თვის და კა­რი­ე­რის­თვის უფრო მეტი რამ შე­მე­ძი­ნა. წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გას­ვლის შემ­დეგ, ჩემს სიმ­ღე­რას რომ ვუს­მენ, პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან გა­ვი­ზარ­დე. ბევრ კლუბ­ში, კა­ფე­სა თუ რეს­ტო­რან­ში მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ. მყავს სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ბენ­დი, თუმ­ცა არ მკი­თხო, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე მათი შეკ­რე­ბა. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და ყვე­ლა­ფე­რი რე­კორ­დულ დრო­ში შევ­ძე­ლი. გუ­ლახ­დი­ლად გე­უბ­ნე­ბი, რა­ტომ მოს­წონ­დათ და რა ჩემს ნამ­ღერ­ში აქამ­დე, ვერ გა­მი­გია. მინ­და ყვე­ლაფ­რის გა­დამ­ღე­რე­ბა, ვა­ტყობ, რომ ბევ­რად მუ­სი­კა­ლუ­რი გავ­ხდი.

- მოს­კო­ვუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს რო­გორ მო­ერ­გე?

- დე­დას გე­ფი­ცე­ბი, აქ უფრო სი­გი­ჟეა, ვიდ­რე იქ. მოს­კოვ­ში შე­იძ­ლე­ბა ისე გა­ვი­დეს კვი­რა, რომ ვე­რა­ვინ ნახო და სულ შენს საქ­მე­ში იყო ჩარ­თუ­ლი. თბი­ლის­ში კი სულ ვი­ღა­ცას ხვდე­ბი. ხალ­ხი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­თან მო­მი­წია ურ­თი­ერ­თო­ბამ იმ პე­რი­ოდ­ში, რაც თბი­ლის­ში ვარ. არ მინ­და, ამას მი­ვეჩ­ვიო, რად­გან მოს­კოვ­ში და-ბრუ­ნე­ბულს ისევ ნოს­ტალ­გია მომ­კლავს. თა­ვი­დან რომ ჩა­ვე­დი, 5-6 თვე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და და სულ "სკა­ი­პით" ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ოჯა­ხის წევ­რებს, ძმა­კა­ცებს, თუკი სად­მე ქე­ი­ფობ­დნენ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მინ­დო­და მათი ყუ­რე­ბა. მა­მა­ჩე­მიც ემიგ­რან­ტია, გერ­მა­ნი­ა­ში იყო დიდი ხანი, ახლა უკვე დაბ­რუნ­და, მაგ­რამ მა­საც რომ იგი­ვე მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­და, ძა­ლი­ან მიკ­ვირ­და, ახლა გა­ვუ­გე მას (იღი­მის).მე ისიც და­მეხ­მა­რა, რომ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ყვე­ლა­ფერს მა­ვი­წყებს. რო­გორც კი და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, სიმ­ღე­რა, თან­და­თან შე­ვე­გუე.

- და­თუ­ნა, ვინ­მე თუ და­გეხ­მა­რა მოს­კოვ­ში გზის გაკ­ვალ­ვა­ში?

- კა­რი­ე­რა­ში ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ ზო­გა­დად, იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან და­მიდ­გნენ გვერ­დში. აქე­დან რომ ჩა­ვე­დი, თურ­მე წი­თე­ლა მქო­ნია და ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ჩავ­ვარ­დი. თა­ვი­დან ვერ მიხ­ვდნენ, რა მჭირ­და, ბო­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოვ­ჩნდი. იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ამ დროს ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი მცეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: ათუ­ნა მგე­ლა­ძე რუ­სულ Voice-ში - ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი დიმა ბი­ლან­მა აირ­ჩია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ დაეძაბა რუსული ''ვოისის'' მონაწილე დათუნა მგელაძეს ურთიერთობა დიმა ბილანთან

რატომ დაეძაბა რუსული ''ვოისის'' მონაწილე დათუნა მგელაძეს ურთიერთობა დიმა ბილანთან

დათუნა მგელაძე წელიწად-ნახევარია, მოსკოვში ცხოვრობს და იქ მუშაობს. ''ჯეოსტარის'' წარმატებულმა მონაწილემ, როგორც მომღერალმა, საქართველოში საკმაო წარმატებას მიაღწია, მაგრამ თავის პროფესიაში უფრო მეტის გაკეთების სურვილით რუსეთის დედაქალაქს მიაშურა, წელს კი რუსული ''ვოისის'' კონკურსანტიც გახდა.

- მოსკოვში იმიტომ გავემგზავრე, რომ ჩემთვის და კარიერისთვის უფრო მეტი რამ შემეძინა. წელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ, ჩემს სიმღერას რომ ვუსმენ, პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან გავიზარდე. ბევრ კლუბში, კაფესა თუ რესტორანში მომიწია მუშაობამ. მყავს სუპერპროფესიონალთა ბენდი, თუმცა არ მკითხო, როგორ მოვახერხე მათი შეკრება. ძალიან გამიმართლა და ყველაფერი რეკორდულ დროში შევძელი. გულახდილად გეუბნები, რატომ მოსწონდათ და რა ჩემს ნამღერში აქამდე, ვერ გამიგია. მინდა ყველაფრის გადამღერება, ვატყობ, რომ ბევრად მუსიკალური გავხდი.

- მოსკოვური ცხოვრების რიტმს როგორ მოერგე?

- დედას გეფიცები, აქ უფრო სიგიჟეა, ვიდრე იქ. მოსკოვში შეიძლება ისე გავიდეს კვირა, რომ ვერავინ ნახო და სულ შენს საქმეში იყო ჩართული. თბილისში კი სულ ვიღაცას ხვდები. ხალხი ძალიან მიყვარს და მათთან ურთიერთობის გარეშე არ შემიძლია, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანთან მომიწია ურთიერთობამ იმ პერიოდში, რაც თბილისში ვარ. არ მინდა, ამას მივეჩვიო, რადგან მოსკოვში და-ბრუნებულს ისევ ნოსტალგია მომკლავს. თავიდან რომ ჩავედი, 5-6 თვე ძალიან გამიჭირდა და სულ ''სკაიპით'' ველაპარაკებოდი ოჯახის წევრებს, ძმაკაცებს, თუკი სადმე ქეიფობდნენ, განსაკუთრებულად მინდოდა მათი ყურება. მამაჩემიც ემიგრანტია, გერმანიაში იყო დიდი ხანი, ახლა უკვე დაბრუნდა, მაგრამ მასაც რომ იგივე მოთხოვნები ჰქონდა, ძალიან მიკვირდა, ახლა გავუგე მას (იღიმის).მე ისიც დამეხმარა, რომ ჩემი საქმიანობა ყველაფერს მავიწყებს. როგორც კი დავიწყე მუშაობა, სიმღერა, თანდათან შევეგუე.

- დათუნა, ვინმე თუ დაგეხმარა მოსკოვში გზის გაკვალვაში?

- კარიერაში ნაკლებად, მაგრამ ზოგადად, იქაური ქართველები ძალიან დამიდგნენ გვერდში. აქედან რომ ჩავედი, თურმე წითელა მქონია და ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი. თავიდან ვერ მიხვდნენ, რა მჭირდა, ბოლოს საავადმყოფოში აღმოვჩნდი. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ამ დროს ძალიან დიდი პატივი მცეს.

იხილეთ ვიდეო: ათუნა მგელაძე რუსულ Voice-ში - ქართველი მომღერალი დიმა ბილანმა აირჩია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება