ჟურნალისტი თენგო გოგიტიშვილი მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სინანულით აღნიშნავს, რომ მიმდინარე პოლიტიკური თემები უმთავრეს პრობლემას ავიწყებს საზოგადოებას.
Facebook/ თენგო გოგიტიშვილი, "რუსთავი 2":
"ალასანია რომ მოხსნეს, პრობლემაა, მაგრამ მოვინელებთ;
პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე რომ გაჰყვნენ, პრობლემაა, მაგრამ მოვინელებთ;
წულუკიანი რომ არ გაჰყვა, პრობლემაა, მაგრამ მოვინელებთ;
ხიდაშელმა რომ ღარიბაშვილის მხარე უფრო დაიჭირა, პრობლემაა, მაგრამ მოვინელებთ;
ოცნებას რომ არ უდგას საუკეთესო დღეები, პრობლემაა, მაგრამ მოვინელებთ;
მაგრამ ამ ყველაფრით გულის ფხანამ საერთოდ რომ დაგვავიწყა აფხაზეთის ასოცირების შეთანხმებაცა და ცხინვალის მიერთებაც, პრობლემაა, რომელიც მოგვინელებს! ნაცებსაც, ქოცებსაც და განქოცებულებსაც", - წერს გოგიტიშვილი.