პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს
მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაია ფან­ჯი­კი­ძემ და მის­მა მო­ად­გი­ლე­ებ­მა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა, თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა, და­ვით ჯა­ლა­ღა­ნი­ამ და ლე­ვან გურ­გე­ნი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს. მაია ფან­ჯი­კი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ა­კე­თა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გა­და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი მაია ფან­ჯი­კი­ძის გარ­და ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მაც და­ტო­ვა.

მაია ფან­ჯი­კი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ნიშ­ნა.

მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნამ­დე, მაია ფან­ჯი­კი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში მაია ფან­ჯი­კი­ძემ კო­ა­ლი­ცი­ის პრესს­პი­კე­რი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ნაც­ვლე­ბამ­დე მაია ფან­ჯი­კი­ძემ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რის გზა გა­ი­ა­რა. ის იყო გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი (2004-2007) და ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი (2007-2010). სა­გა­რეო უწყე­ბა­ში მას სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა, პირ­ვე­ლი მდივ­ნო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ო­ბით.

მაია ფან­ჯი­კი­ძე, რო­გორც ფი­ლო­ლო­გი და ლექ­ტო­რი, 1998 წლი­დან აქ­ტი­ურ პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. 2010-2011 წლებ­ში ის კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს გუ­რამ თა­ვარ­თქი­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სრუ­ლი პრო­ფე­სო­რის სტა­ტუ­სით. მაია ფან­ჯი­კი­ძე გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელ­თა კავ­ში­რის და­მა­არ­სე­ბე­ლი და თავ­მჯდო­მა­რეა; მას ეკუთ­ვნის მთე­ლი რიგი შრო­მე­ბი გერ­მა­ნუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სფე­რო­ში.

მაია ფან­ჯი­კი­ძე ფი­ლო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რია. მან და­ამ­თავ­რა იე­ნის (გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა) ფრიდ­რიჰ ში­ლე­რის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

ნა­ხეთ ვი­დეო აქ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა დავით ზალკალიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, დავით ჯალაღანიამ და ლევან გურგენიძემ თანამდებობები დატოვეს. მაია ფანჯიკიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი მაია ფანჯიკიძის გარდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა.

მაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.

მინისტრად დანიშვნამდე, მაია ფანჯიკიძე მონაწილეობდა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობაში. 2012 წლის თებერვალში მაია ფანჯიკიძემ კოალიციის პრესსპიკერისა და ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. პოლიტიკაში გადანაცვლებამდე მაია ფანჯიკიძემ დიპლომატიური კარიერის გზა გაიარა. ის იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2004-2007) და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2007-2010). საგარეო უწყებაში მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, პირველი მდივნობიდან დაწყებული, დამთავრებული მინისტრის მოადგილეობით.

მაია ფანჯიკიძე, როგორც ფილოლოგი და ლექტორი, 1998 წლიდან აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 2010-2011 წლებში ის კითხულობდა ლექციებს გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში სრული პროფესორის სტატუსით. მაია ფანჯიკიძე გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარეა; მას ეკუთვნის მთელი რიგი შრომები გერმანული ენისა და ლიტერატურის სფეროში.

მაია ფანჯიკიძე ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია. მან დაამთავრა იენის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ფრიდრიჰ შილერის სახელობის უნივერსიტეტი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ნახეთ ვიდეო აქ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა