პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიზისი ხელისუფლებაში: ვინ ვისთან არის დაპირისპირებული და ვინ რა უპირატესობას ფლობს კოალიციაში
კრიზისი ხელისუფლებაში: ვინ ვისთან არის დაპირისპირებული და ვინ რა უპირატესობას ფლობს კოალიციაში

ვინ რა ძა­ლებს ფლობს და ვინ ვის­თან არის და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ა­ში, და რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია, რომ და­კარ­გოს უმ­რავ­ლე­სო­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" პარ­ლა­მენ­ტში. კი­თხვის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, მმარ­თვე­ლი გუნ­დი პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უმ­რავ­ლე­ო­ბის დაშ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შეძ­ლებს, თუ მას­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ე.წ. და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტა­ტე­ბი მო­ი­სურ­ვე­ბენ.

ამ სა­კი­თხებ­ზე Ambebi.ge და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა კლუ­ბის პრე­ზი­დენტს, სოსო ცის­კა­რიშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და­პი­რის­პი­რე­ბა ბევ­რად უფრო და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე კო­ა­ლი­ცი­ის ამა თუ იმ ფრთის რა­ო­დე­ნო­ბა. რად­გან სათ­ქმე­ლი ით­ქვა, და ეს სათმქე­ლი მძი­მე მო­სას­მე­ნი იყო ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ე­რის­თვის, მისი ის­ტე­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯი უკვე გა­დად­გმუ­ლია. ახლა უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ კო­ა­ლი­ცი­ის გა­და­ლა­გე­ბაც უნდა მოხ­დეს იმ წყალ­გამ­ყო­ფის სხვა­დას­ხვა მხა­რეს, რა­საც ქვია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა და ევ­რა­ზი­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა. სწო­რედ ეს უნდა იყოს პა­ტი­ო­სან პო­ლი­ტი­კოს­თა გაყ­რის წი­ნა­პი­რო­ბა...

- რომ და­ვუბ­რუნ­დეთ პარ­ლა­მენტს და უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­კითხს. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია სცე­ნა­რის იმგვა­რი გან­ვი­თა­რე­ბა, რომ მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის გავ­ლე­ნა კი­დევ უფრო და­სუს­ტდეს ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში?

- ბუ­ნებ­რი­ვი იქ­ნე­ბო­და, რომ ეს უმ­რავ­ლე­სო­ბა დაშ­ლი­ლი­ყო, მაგ­რამ არ ყო­ფი­ლი­ყო და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კი­თხზე. არ­სე­ბობს ცნო­ბი­ე­რე­ბი­თი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი... გვე­გო­ნა, რომ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი ეჭ­ვის ქვეშ აღა­რას­დროს დად­გე­ბო­და, თუმ­ცა სა­ხე­ზეა ისე­თი ქმდე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ თე­მის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენს. ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად გახ­სნის ფრჩხი­ლებს ბა­ტო­ნი ალა­სა­ნია... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მას გა­აჩ­ნია, სა­ფუძ­ვლი­ა­ნია და არა­ნა­ირ ინ­ტრი­გას არ აქვს ად­გი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენტს, პარ­ლა­მენ­ტი საქ­მი­ა­ნო­ბას ისევ ტრა­დი­ცი­უ­ლი ზო­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­აგ­რძე­ლებს, - ვგუ­ლის­ხმობ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­სა" და "ოც­ნე­ბას" შო­რის, ხოლო ამ მე­ოც­ნე­ბე­თა რა­ო­დე­ნო­ბა აღარ იქ­ნე­ბა ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის­თვის, აქ უნდა იყოს ფა­სე­უ­ლე­ბა­თა გა­მი­ჯვნა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა, ხოლო რო­გორც კი საქ­მე შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" და­პი­რის­პი­რე­ბას, კო­ა­ლი­ცია უმალ ფე­ნიქ­სი­ვით აღ­დგე­ბა და რა­ი­მე ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" არ უნდა გა­აჩ­ნდეს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იქ­ნე­ბა გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი დაშ­ლი­ლი კო­ა­ლი­ცი­ი­სა...

- თქვენ ახ­სე­ნეთ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რი­თიც ალა­სა­ნი­ას გუნ­დი ძა­ლი­ან ახ­ლოს არის "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­თან". აი ამ შიდა კო­ა­ლი­ცი­ურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, რო­გორ ფიქ­რობთ, ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თე­ბენ არ­ჩე­ვანს "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი"...

- შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია იმ გა­უ­გებ­რო­ბით, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავს და­ა­ტყდა ჩვენს ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და რო­მელ­საც მო­უ­წია ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, არც მას სი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ მას ხომ ორ­ჯერ თქმა არაფ­რის არ სჭირ­დე­ბა...

რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ა­ში, ეს უფრო ნა­თე­ლი დღის ბო­ლოს გახ­დე­ბა, რო­დე­საც პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა.

გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

კრიზისი ხელისუფლებაში: ვინ ვისთან არის დაპირისპირებული და ვინ რა უპირატესობას ფლობს კოალიციაში

კრიზისი ხელისუფლებაში: ვინ ვისთან არის დაპირისპირებული და ვინ რა უპირატესობას ფლობს კოალიციაში

ვინ რა ძალებს ფლობს და ვინ ვისთან არის დაპირისპირებული კოალიციაში, და რამდენად რეალურია, რომ დაკარგოს უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში. კითხვის საფუძველს იძლევა ის მოცემულობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემთხვევაში, მმართველი გუნდი პარლამენტში უმრავლესობის გარეშე დარჩება. "ქართული ოცნება" უმრავლეობის დაშლის თავიდან აცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მასთან გაერთიანებას ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატები მოისურვებენ.

ამ საკითხებზე Ambebi.ge დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

- ღირებულებათა დაპირისპირება ბევრად უფრო დამაფიქრებელია, ვიდრე რომელიმე კოალიციის ამა თუ იმ ფრთის რაოდენობა. რადგან სათქმელი ითქვა, და ეს სათმქელი მძიმე მოსასმენი იყო ჩვენი ახალგაზრდა პრემიერისთვის, მისი ისტერიული ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ახლა უნდა ვივარაუდოთ, რომ კოალიციის გადალაგებაც უნდა მოხდეს იმ წყალგამყოფის სხვადასხვა მხარეს, რასაც ქვია ევროატლანტიკური პერსპექტივა და ევრაზიული პერსპექტივა. სწორედ ეს უნდა იყოს პატიოსან პოლიტიკოსთა გაყრის წინაპირობა...

- რომ დავუბრუნდეთ პარლამენტს და უმრავლესობის საკითხს. რამდენად რეალურია სცენარის იმგვარი განვითარება, რომ მმართველი კოალიციის გავლენა კიდევ უფრო დასუსტდეს ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებაში?

- ბუნებრივი იქნებოდა, რომ ეს უმრავლესობა დაშლილიყო, მაგრამ არ ყოფილიყო დაპირისპირებული ყველა საკითხზე. არსებობს ცნობიერებითი ფასეულობები... გვეგონა, რომ ევროატლანტიკური არჩევანი ეჭვის ქვეშ აღარასდროს დადგებოდა, თუმცა სახეზეა ისეთი ქმდებები, რომელიც ამ თემის აქტუალიზაციას ახდენს. ვნახოთ, რამდენად გახსნის ფრჩხილებს ბატონი ალასანია... დარწმუნებული ვარ, ინფორმაცია, რომელიც მას გააჩნია, საფუძვლიანია და არანაირ ინტრიგას არ აქვს ადგილი.

რაც შეეხება პარლამენტს, პარლამენტი საქმიანობას ისევ ტრადიციული ზოლის გამოყენებით გააგრძელებს, - ვგულისხმობ "ნაციონალებსა" და "ოცნებას" შორის, ხოლო ამ მეოცნებეთა რაოდენობა აღარ იქნება ძირითადი მახასიათებელი კოალიციისთვის, აქ უნდა იყოს ფასეულებათა გამიჯვნა პოლიტიკოსებისა, ხოლო როგორც კი საქმე შეეხება "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაპირისპირებას, კოალიცია უმალ ფენიქსივით აღდგება და რაიმე ოპტიმიზმის საფუძველი "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა გააჩნდეს. "ნაციონალური მოძრაობა" იქნება გამაერთიანებელი დაშლილი კოალიციისა...

- თქვენ ახსენეთ ფასეულობები და ღირებულებები, რითიც ალასანიას გუნდი ძალიან ახლოს არის "რესპუბლიკელებთან". აი ამ შიდა კოალიციურ დაპირისპირებაში, როგორ ფიქრობთ, ვის სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს "რესპუბლიკელები"...

- შიდა დაპირისპირება გამოწვეულია იმ გაუგებრობით, რომელიც მოულოდნელად თავს დაატყდა ჩვენს ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს და რომელსაც მოუწია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც, შესაძლოა, არც მას სიამოვნებს, მაგრამ მას ხომ ორჯერ თქმა არაფრის არ სჭირდება...

როგორ განვითარდება მოვლენები მმართველ კოალიციაში, ეს უფრო ნათელი დღის ბოლოს გახდება, როდესაც პოლიტსაბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება.

გიორგი გიორგაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა