სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ კაპანაძე - ჯარი აპოლიტიკურია და გენშტაბის უფროსი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
ვახტანგ კაპანაძე - ჯარი აპოლიტიკურია და გენშტაბის უფროსი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

ჯარი აპო­ლი­ტი­კუ­რია და გენშტა­ბის უფ­რო­სი მუ­შა­ო­ბას ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს, - ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ "რუს­თა­ვი2"-ს გა­ნუ­ცხა­და. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, აშშ-ში ვი­ზი­ტი­სას შე­ი­ტყო.

კა­პა­ნა­ძის თქმით, პენ­ტა­გონ­ში, სა­დაც ის შეხ­ვედ­რებს მარ­თავს, მი­ნის­ტრის მოხ­სნის სა­კი­თხი არ გან­ხი­ლუ­ლა, თუმ­ცა შე­კი­თხვა მა­ინც და­ის­ვა.

"ვი­ნა­ი­დან პენ­ტა­გო­ნი სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, მსგავ­სი კი­თხვე­ბი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის პო­ლი­ტი­კურ­მა მრჩე­ველ­მა მკი­თხა რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ეს სი­მარ­თლეს და რამ­დე­ნად ვი­ყა­ვით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი. ჯარი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სამ­ხედ­რო უწყე­ბა, რო­მე­ლიც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ ორ­თაბ­რძო­ლებს. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი ამო­ცა­ნა, და­ნა­ყო­ფე­ბი ას­რუ­ლე­ბენ თა­ვის ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმს", - გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

იგი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­სა­ხე­ლე­ბულ კან­დი­და­ტუ­რა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ბა­ტონ­მა ალა­სა­ნი­ამ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ა­კე­თა თა­ვის დრო­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის, მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტა­პად. ახალ მი­ნისტრს კარ­გად ვიც­ნობ და ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ.

გუ­შინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ახა­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე იქ­ნე­ბა. მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს იკა­ვებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ვახტანგ კაპანაძე - ჯარი აპოლიტიკურია და გენშტაბის უფროსი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

ვახტანგ კაპანაძე - ჯარი აპოლიტიკურია და გენშტაბის უფროსი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

ჯარი აპოლიტიკურია და გენშტაბის უფროსი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ "რუსთავი2"-ს განუცხადა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა თავდაცვის მინისტრის გათავისუფლების შესახებ, აშშ-ში ვიზიტისას შეიტყო.

კაპანაძის თქმით, პენტაგონში, სადაც ის შეხვედრებს მართავს, მინისტრის მოხსნის საკითხი არ განხილულა, თუმცა შეკითხვა მაინც დაისვა.

"ვინაიდან პენტაგონი სამხედრო ორგანიზაციაა, მსგავსი კითხვები არ ყოფილა, თუმცა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა - გაერთიანებული შტაბის უფროსის პოლიტიკურმა მრჩეველმა მკითხა რამდენად შეესაბამებოდა ეს სიმართლეს და რამდენად ვიყავით ინფორმირებულები. ჯარი არის დამოუკიდებელი სამხედრო უწყება, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ორთაბრძოლებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა, დანაყოფები ასრულებენ თავის ყოველდღიურ რეჟიმს", - განაცხადა კაპანაძემ.

იგი თავდაცვის მინისტრის დასახელებულ კანდიდატურასაც გამოეხმაურა.

"ბატონმა ალასანიამ ძალიან ბევრი გააკეთა თავის დროზე შეიარაღებული ძალებისთვის, მისი მინისტრობის პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს შეიარაღებული ძალების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად. ახალ მინისტრს კარგად ვიცნობ და ვუსურვებ წარმატებას", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ახალი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე იქნება. მინდია ჯანელიძე ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე