პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონეთი რუსული აგრესიისთვის ემზადება - რა საფრთხეებზე საუბრობენ ევროპელი ლიდერები
პოლონეთი რუსული აგრესიისთვის ემზადება - რა საფრთხეებზე საუბრობენ ევროპელი ლიდერები

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, ევ­რო­პის რიგ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­დაჯ­გუ­ფე­ბა და შე­საძ­ლო კონფრონ­ტა­ცი­ის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყეს. ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია და ამი­ტო­მაც, "ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის" საფრ­თხის­თვის მზა­დე­ბას შე­უდ­გნენ.

უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­თლაც რომ კრი­ტი­კუ­ლია. მიმ­დი­ნა­რე დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­ნეც­კის აე­რო­პორ­ტის გარ­და, ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის ოლ­ქებ­ში აქ­ტი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მია არ­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა-გა­მაგ­რე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი კი - ძალ­თა გა­დაჯ­გუ­ფე­ბით. პი­რო­ბი­თი სტა­ბი­ლუ­რო­ბის ფონ­ზე რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან დი­დძა­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და ცო­ცხა­ლი ძა­ლის შეკ­რე­ბას გა­ნაგ­რძობს. ასე­თი გან­ცხა­დე­ბა თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მარკ სტორ­ჰმა 3 ნო­ემ­ბერს გა­ავ­რცე­ლა.

უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის მო­სა­ზღვრე რა­ი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს. რამ­დე­ნი­მე და­სავ­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მის მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნა­ში შე­მოჭ­რი­ლი სა­ტან­კო და­ნა­ყო­ფე­ბი მსხვი­ლი შე­ტე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

ყო­ვე­ლი­ვე ამის ფონ­ზე პო­ლო­ნეთ­მა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვრე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და­ი­წყო. ორი­ო­დე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბე­ლო­რუ­სის და ნა­წი­ლობ­რივ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან, ვარ­შა­ვამ და­მა­ტე­ბი­თი სა­ჯა­რი­სო შე­ნა­ერ­თე­ბის, მათ შო­რის ტან­კე­ბის გა­დას­რო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­სა­ზღვრე რე­გი­ო­ნე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად პო­ლო­ნე­ლე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში შე­ძე­ნილ ტან­კებს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. სა­კუ­თა­რი სა­ტან­კო პარ­კის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­თვის ვარ­შა­ვამ ბერ­ნი­ლის­გან Leopard-2A4 და Leopard-2A5-ის ტი­პის 119 ტან­კი შე­ი­ძი­ნა. მათი ნა­წი­ლი უკვე პო­ლო­ნეთ­შია.

ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ახა­ლი ცივი ომის და­წყე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, გერ­მა­ნი­ა­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი აშშ-ს 1-ელი კა­ვა­ლე­რი­უ­ლი დი­ვი­ზი­ის ნა­წი­ლებ­მა სწავ­ლე­ბე­ბი გა­მარ­თეს. მას­ში 4,000-მდე სამ­ხედ­რომ და ჯავ­შან­სა­ტან­კო და­ნა­ყო­ფებ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სწავ­ლე­ბის სცე­ნა­რი შე­მოჭ­რი­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის შე­ჩე­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

ევ­რო­პას რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც აშ­ფო­თებს. სა­კუ­თარ სა­ზღვრებ­თან რუ­სუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი­სა და ბომბდამ­შე­ნე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლად რე­გუ­ლა­რულ­მა ფრე­ნებ­მა NATO-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც ახა­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. 1-ელ ნო­ემ­ბერს ალი­ან­სის რა­და­რებ­მა ჩრდი­ლო­ე­თი ზღვის თავ­ზე 8 რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი და­ა­ფიქ­სი­რეს. გზის გა­და­საჭ­რე­ლად აფ­რე­ნილ­მა ნორ­ვე­გი­ულ­მა გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში 4 სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნი Ту-95СМ და ამ­დე­ნი­ვე მფრი­ნა­ვი ტან­კე­რი Ил-78 და­ა­ფიქ­სი­რეს. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ 6 თვითმფრი­ნა­ვი რუ­სეთ­ში გაბ­რუნ­და, ორმა ბომბდამ­შენ­მა კი ნორ­ვე­გი­ის სა­ზღვის გას­წვრივ გა­ნაგ­რძო ფრე­ნა. ფრე­ნის მარ­შრუტ­ზე რუ­სულ თვითმფრი­ნა­ვებს ჯერ გან­გა­შით აფ­რე­ნი­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი, შემ­დგომ კი - პორ­ტუ­გა­ლი­უ­ლი გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი "მი­ა­ცი­ლებ­დნენ".

29 ოქ­ტომ­ბერს გან­გა­შით ჰა­ერ­ში თურ­ქუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის აშ­ვე­ბის მი­ზე­ზი, თურ­ქე­თის სა­ზღვრე­ბის სი­ახ­ლო­ვეს გა­მო­ჩე­ნი­ლი ორი რუ­სუ­ლი ბომბდამ­შე­ნი და ორი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი გახ­და. ერთი დღით ადრე რუ­სუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის ჯგუ­ფი ბალ­ტი­ის ზღვის თავ­ზე შე­ნიშ­ნეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პოლონეთი რუსული აგრესიისთვის ემზადება - რა საფრთხეებზე საუბრობენ ევროპელი ლიდერები

პოლონეთი რუსული აგრესიისთვის ემზადება - რა საფრთხეებზე საუბრობენ ევროპელი ლიდერები

უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე, ევროპის რიგმა სახელმწიფოებმა სამხედრო ძალების გადაჯგუფება და შესაძლო კონფრონტაციისთვის მზადება დაიწყეს. ევროპელი ლიდერების განმარტებით, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის შემდგომი ნაბიჯების პროგნოზირება რთულია და ამიტომაც, "ყოველი შემთხვევისთვის" საფრთხისთვის მზადებას შეუდგნენ.

უკრაინაში არსებული მდგომარეობა მართლაც რომ კრიტიკულია. მიმდინარე დღეების განმავლობაში დონეცკის აეროპორტის გარდა, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ შეინიშნება. უკრაინული არმია არსებული პოზიციების გამყარება-გამაგრებითაა დაკავებული. მეამბოხეები კი - ძალთა გადაჯგუფებით. პირობითი სტაბილურობის ფონზე რუსეთი უკრაინის საზღვართან დიდძალი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეკრებას განაგრძობს. ასეთი განცხადება თეთრი სახლის ეროვნული თავდაცვის საბჭოს წარმომადგენელმა მარკ სტორჰმა 3 ნოემბერს გაავრცელა.

უკრაინა-რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში არსებული ვითარების შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს. რამდენიმე დასავლური ინტერნეტ გამოცემის მტკიცებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შემოჭრილი სატანკო დანაყოფები მსხვილი შეტევისთვის ემზადებიან.

ყოველივე ამის ფონზე პოლონეთმა აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერება დაიწყო. ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბელორუსის და ნაწილობრივ უკრაინის საზღვართან, ვარშავამ დამატებითი საჯარისო შენაერთების, მათ შორის ტანკების გადასროლის გადაწყვეტილება მიიღო. სავარაუდოდ, მოსაზღვრე რეგიონების გასაძლიერებლად პოლონელები გერმანიაში შეძენილ ტანკებს გამოიყენებენ. საკუთარი სატანკო პარკის მოდერნიზაციისთვის ვარშავამ ბერნილისგან Leopard-2A4 და Leopard-2A5-ის ტიპის 119 ტანკი შეიძინა. მათი ნაწილი უკვე პოლონეთშია.

ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებისა და სამხედრო ექსპერტების ნაწილი ახალი ცივი ომის დაწყებაზე საუბრობენ. ოქტომბრის ბოლოს, გერმანიაში დისლოცირებული აშშ-ს 1-ელი კავალერიული დივიზიის ნაწილებმა სწავლებები გამართეს. მასში 4,000-მდე სამხედრომ და ჯავშანსატანკო დანაყოფებმა მიიღო მონაწილეობა. სწავლების სცენარი შემოჭრილი მოწინააღმდეგის შეჩერებას ისახავდა მიზნად.

ევროპას რუსული სამხედრო ავიაციის გააქტიურებაც აშფოთებს. საკუთარ საზღვრებთან რუსული გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების პრაქტიკულად რეგულარულმა ფრენებმა NATO-ს წარმომადგენლებსაც ახალი თავის ტკივილი გაუჩინა. 1-ელ ნოემბერს ალიანსის რადარებმა ჩრდილოეთი ზღვის თავზე 8 რუსული თვითმფრინავი დააფიქსირეს. გზის გადასაჭრელად აფრენილმა ნორვეგიულმა გამანადგურებლებმა, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში 4 სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95СМ და ამდენივე მფრინავი ტანკერი Ил-78 დააფიქსირეს. გარკვეული დროის შემდეგ 6 თვითმფრინავი რუსეთში გაბრუნდა, ორმა ბომბდამშენმა კი ნორვეგიის საზღვის გასწვრივ განაგრძო ფრენა. ფრენის მარშრუტზე რუსულ თვითმფრინავებს ჯერ განგაშით აფრენილი ბრიტანული, შემდგომ კი - პორტუგალიული გამანადგურებლები "მიაცილებდნენ".

29 ოქტომბერს განგაშით ჰაერში თურქული გამანადგურებლების აშვების მიზეზი, თურქეთის საზღვრების სიახლოვეს გამოჩენილი ორი რუსული ბომბდამშენი და ორი გამანადგურებელი გახდა. ერთი დღით ადრე რუსული გამანადგურებლების ჯგუფი ბალტიის ზღვის თავზე შენიშნეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე