საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ოპონენტები და გუნდის წევრები აფასებენ
ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ოპონენტები და გუნდის წევრები აფასებენ

ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ ოლი­გარ­ქმა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კით ქვე­ყა­ნა სე­რი­ო­ზულ კრი­ზის­ში შე­იყ­ვა­ნა, - ამის შე­სა­ხებ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის აზ­რით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­შიც მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პირი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია. "სა­ხე­ზეა ში­და­პარ­ტი­უ­ლი ინ­ტრი­გე­ბის გამო, სა­კუ­თა­რი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის და მისი გუნ­დის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი დევ­ნა, მა­შინ, როცა ის იცავ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას გა­სუ­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ყვე­ლას გვეს­მის, რომ პრო­კუ­რო­რი ბა­დაშ­ვი­ლი არ წყვეტს ამ სა­კი­თხებს. ვი­ცით, რომ ამას აკე­თებს ივა­ნიშ­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და მან.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ე­თა­ვი­სუ­ფე­ბი­ნა.

მისი თქმით, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მიერ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო.

"ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლის პოვ­ნა შე­იძ­ლე­ბა და თუ ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბის სი­მარ­თლე­ში, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ იყო, რომ ის გა­მო­ძი­ე­ბას და­ლო­დე­ბო­და. შე­დე­გე­ბის შემ­დეგ მი­ე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა."- აღ­ნიშ­ნა სე­სი­აშ­ვილ­მა.

ყო­ფილ თავ­დაც­ვის მის­ნიტრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­ტვის მზა­დე­ბას გა­მო­ტქვამს და­ვით ბაქ­რა­ძე.

მისი თქმით, თუ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი", მი­უ­ხე­და­ვად გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა, თუ წყალ­გამ­ყო­ფად აი­ღე­ბენ პრო­და­სავ­ლუ­რო­ბას და ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ალა­სა­ნი­ას ძა­ლას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს.

"ნამ­დვი­ლად კარ­გია რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნია პრო­დას­ვლუ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რი­ცხვში აყე­ნებს თა­ვის თავს. ჩვენ ყო­ველ­თვის ვიბ­რძვით იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა მი­დი­ო­დეს პრო­და­სავ­ლუ­რო­ბი­სა და ევ­რო­პის­კენ. ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თუ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" მზად არი­ან მთა­ვარ წყალ­გამ­ყო­ფად აი­ღონ პრო­და­სავ­ლუ­რო­ბა და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, ჩვენ მზად ვართ მათ­თან სა­თა­ნამ­შრ­ლომ­ლოდ", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

"დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის გა­ნა­ცხა­დე­ბით, დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზი­სია. "სა­ხელ­მწი­ფო უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს, ისე­თი კრი­ზი­სი მოხ­და მთავ­რო­ბა­ში. ღა­რი­ბაშ­ვილს ერ­თა­დერ­თი გზა ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. ალა­სა­ნი­ას გა­მოს­ვლა მას სხვა გზას არ უტო­ვებ­და. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა­ში კი­დევ ჩან­და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნი­შა­ნი", - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

"თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" მო­ახ­დი­ნეს დე­მონ­სტრი­რე­ბა იმი­სა, რომ გუნ­დი ერ­თი­ა­ნია და თუ ვინ­მეს ჰქონ­და ილუ­ზია, რომ ალა­სა­ნია წავა, ორი-სამი კაცი გაჰ­ყვე­ბა და სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბი დარ­ჩე­ბი­ან, ეს ილუ­ზია მათ გა­უ­ქარ­წყლეს. ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მო­ხერ­ხდა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ აღ­ქმუ­ლი­ყო რო­გორც მხა­რე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას შო­რის. მისი გან­ცხა­დე­ბა, რომ კი­თხვე­ბი აქვს ალა­სა­ნი­ას­თან, აღ­ქმუ­ლი იქნა, რო­გორც ერ­თგვა­რი გა­დახ­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მხა­რეს", – გა­ნა­ცხა­და და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი­სად­მი" სო­ლი­და­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ოპონენტები და გუნდის წევრები აფასებენ

ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ოპონენტები და გუნდის წევრები აფასებენ

ყველასთვის ნათელია, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკით ქვეყანა სერიოზულ კრიზისში შეიყვანა, - ამის შესახებ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების კომენტირებისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აზრით, თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებშიც მთავარი მოქმედი პირი ბიძინა ივანიშვილია. "სახეზეა შიდაპარტიული ინტრიგების გამო, საკუთარი თავდაცვის მინისტრის და მისი გუნდის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, მაშინ, როცა ის იცავდა ხელისუფლების პოლიტიკას გასული 2 წლის განმავლობაში. ყველას გვესმის, რომ პროკურორი ბადაშვილი არ წყვეტს ამ საკითხებს. ვიცით, რომ ამას აკეთებს ივანიშვილი", - განაცხადა მან.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იძულებული გახდა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაეთავისუფებინა.

მისი თქმით, ირაკლი ალასანიას მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება შეურაცხმყოფელი იყო.

"ირაკლი ალასანიას ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყანაში სამართლის პოვნა შეიძლება და თუ ის დარწმუნებული იყო თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის სიმართლეში, არანაირი პრობლემა არ იყო, რომ ის გამოძიებას დალოდებოდა. შედეგების შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება ან პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა."- აღნიშნა სესიაშვილმა.

ყოფილ თავდაცვის მისნიტრთან თანამშრომლობისტვის მზადებას გამოტქვამს დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, თუ "თავისუფალი დემოკრატები", მიუხედავად განსხვავებებისა, თუ წყალგამყოფად აიღებენ პროდასავლურობას და ევროპულ მომავალს, მისი პოლიტიკური ძალა ალასანიას ძალასთან ითანამშრომლებს.

"ნამდვილად კარგია რომ ირაკლი ალასანია პროდასვლური პოლიტიკოსების რიცხვში აყენებს თავის თავს. ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით იმისთვის, რომ ქვეყანა მიდიოდეს პროდასავლურობისა და ევროპისკენ. ყველა განსხვავების მიუხედავად, თუ "თავისუფალი დემოკრატები" მზად არიან მთავარ წყალგამყოფად აიღონ პროდასავლურობა და ევროპული მომავალი, ჩვენ მზად ვართ მათთან სათანამშრლომლოდ", - განაცხადა ბაქრაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განაცხადებით, დღეს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში კრიზისია. "სახელმწიფო უმძიმეს მდგომარეობაშია და ფაქტობრივად არ არსებობს, ისეთი კრიზისი მოხდა მთავრობაში. ღარიბაშვილს ერთადერთი გზა ჰქონდა დარჩენილი. ალასანიას გამოსვლა მას სხვა გზას არ უტოვებდა. ღარიბაშვილის გამოსვლაში კიდევ ჩანდა სახელმწიფოებრიობის გარკვეული ნიშანი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" მოახდინეს დემონსტრირება იმისა, რომ გუნდი ერთიანია და თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ალასანია წავა, ორი-სამი კაცი გაჰყვება და სხვა დეპუტატები დარჩებიან, ეს ილუზია მათ გაუქარწყლეს. ძალიან ცუდია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ მოხერხდა, რომ პრემიერ-მინისტრი არ აღქმულიყო როგორც მხარე, თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურას შორის. მისი განცხადება, რომ კითხვები აქვს ალასანიასთან, აღქმული იქნა, როგორც ერთგვარი გადახრა პროკურატურის მხარეს", – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე "რესპუბლიკელები" "თავისუფალი დემოკრატებისადმი" სოლიდარულები იყვნენ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა