პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი - ზურა გორგაძე: ''სავაში მე არ გამიხმოვანებია''
სკანდალი - ზურა გორგაძე: ''სავაში მე არ გამიხმოვანებია''

პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" შე­უ­და­რე­ბელ სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას კარგ პარტნი­ო­რო­ბას უწევს მსა­ხი­ო­ბი და იმავდრო­უ­ლად მისი ნა­თე­სა­ვი, ქმრის მეჯ­ვა­რე ზურა გორ­გა­ძე. ზურა მუ­შა­ობს რა­დი­ო­ში, ახ­მო­ვა­ნებს ფილ­მებს, სე­რი­ა­ლებს, მულ­ტფილ­მებს, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ არ წუ­წუ­ნებს. რო­გორც გახ­სოვთ, წინა ტურს ჟი­უ­რის მუ­რატ ილ­დი­რი­მი სტუმ­რობ­და და დუ­ტამ ზურა გორ­გა­ძე ცნო­ბილ სა­ვაშს რო­გორც მისი გამ­ხმო­ვა­ნე­ბე­ლი ისე წა­რუდ­გი­ნა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ "მა­ესტრომ" სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ გორ­გა­ძეს ილ­დი­რი­მის არ­ცერ­თი გმი­რი არა­სო­დეს არ გა­უხ­მო­ვა­ნე­ბია და ტე­ლე­ვი­ზი­ის­გან და მსა­ხი­ო­ბის­გან ბო­დი­შის მოხ­და მო­ი­თხო­ვა.

- ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, სა­დაც ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე გა­და­ვე­დი. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში­ვე გა­და­მი­ღეს სხვა­დას­ხვა რეკ­ლა­მა­ში, ვი­თა­მა­შე პა­ტარ-პა­ტა­რა ეპი­ზო­დე­ბი სხვა­დას­ხვა სე­რი­ალ­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სო­ხუ­მის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატრმა ამიყ­ვა­ნა, სა­დაც მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი ჩემი პე­და­გო­გი და­ვით კო­ბა­ხი­ძე გახ­ლდათ. ამ ადა­მი­ან­მა ჩვენ ყვე­ლას მხო­ლოდ პრო­ფე­სია კი არ გვას­წავ­ლა, დაგ­ვა­ნახ­ვა, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­როთ, ვი­ურ­თი­ერ­თოთ ადა­მი­ა­ნებ­თან და ა.შ. სხვა­თა შო­რის, ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი ჯგუ­ფი­დან, რო­მე­ლიც პე­და­გოგ­მა სა­კუ­თარ თე­ატ­რში წა­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა ჩვე­ნი ჯგუ­ფი­დან თით­ქმის ყვე­ლამ მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას, გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეც ჩემი ჯგუ­ფე­ლი იყო, დღემ­დე ვმე­გობ­რობთ.

იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სო­ხუ­მის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვთა­მა­შობ­დი, დუტა სხირტლა­ძე თე­ლა­ვის თე­ატ­რის მმარ­თვე­ლად და­ი­ნიშ­ნა. ის ჩვენს სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკლს და­ეს­წრო, დავ­თან­ხმდი თუნ­დაც იმი­ტომ, რომ თე­ლა­ვის თე­ატ­რი არის ძი­რძვე­ლი თე­ატ­რი, ჯერ კი­დევ ერეკ­ლე მე­ფის დროს არ­სე­ბობ­და, კარ­გი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს და მის აღორ­ძი­ნე­ბა­ში ჩემი წვლი­ლის შე­სა­ტა­ნად მზად ვი­ყა­ვი. და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზია "რე­ალ­ტი­ვი­ში" გა­მო­ცხად­და კას­ტინ­გი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე, და­ინ­ტე­რეს­დნენ ჩე­მით და ერთ-ერთი გა­სარ­თობ-შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად და­მამ­ტკი­ცეს. მან­ძი­ლის გამო, ფი­ზი­კუ­რად ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი ამ ორი სამ­სა­ხუ­რის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბას, ყო­ფი­ლა შე-მთხვე­ვა, ერთ დღეს ორ­ჯერ ჩავ­სულ­ვარ და ჩა­მოვ­სულ­ვარ თბი­ლის­ში, ამი­ტომ თე­ატრზე უა­რის თქმა მო­მიხ­და, მა­ინც ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­და­წო­ნა - ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ადა­მი­ან­მა იცის, რა­ო­დენ

"წამ­ლავს" ტე­ლე­ვი­ზია.

- რა გა­და­ცე­მა მიგ­ყავ­და?

- "დღის სტუ­მა­რი", შემ­დეგ უკვე ნინო მუმ­ლა­ძეს­თან ერ­თად უფრო სა­ხა­ლი­სო გა­და­ცე­მით - "დღის რე­ცეპ­ტი" წარვდე­ქი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. სხვა­თა შო­რის, ტე­ლე­ვი­ზი­ის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში მას ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, არხი და­ი­ხუ­რა. ერთი კვი­რაც კი არ იყო გა­სუ­ლი, როცა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და­ი­წყო შე­მო­ტე­ვა, კარ­გი გა­გე­ბით. და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში გახ­მო­ვა­ნე­ბის მსა­ხი­ო­ბად, დამ­ნიშ­ნეს ბევრ პრო­ექ­ტზე, რის­თვი­საც ბა­ტო­ნი ზაზა შენ­გე­ლი­ას მად­ლო­ბე­ლი ვარ, პა­რა­ლე­ლუ­რად რა­დი­ო­შიც დავ­საქმდი, შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-დან ფილ­მე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, სა­დაც დღემ­დე ვმუ­შა­ობ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გვერ­დით. მოკ­ლედ, თა­მა­მად ვი­ტყვი, არ არ­სე­ბობს ტე­ლე­ვი­ზია, სა­დაც მე არ მი­მუ­შა­ვია და ჩემი ხმა არ გაჟ­ღე-რე­ბუ­ლა. და­ახ­ლო­ე­ბით 5 თვეა, დავ­ბრუნ­დი სო­ხუ­მის თე­ატ­რში, სა­დაც სპექ­ტაკლში "საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა" ნა­კა­ში­ძეს ვთა­მა­შობ. თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, მად­ლო­ბას ვე­ტყვი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც გვერ­დში მიდ­გას და ხელს მი­წყობს. ძი­ლის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, დრო არ მრჩე­ბა, სახ­ლში ოთხ სა­ათ­ზე მივ­დი­ვარ, მე­ო­რე დღის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ვარ, ვიღ­ვი­ძებ 9 სა­ათ­ზე, რად­გან 10-ზე უკვე რე­პე­ტი­ცი­ა­ზე უნდა ვიყო, შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სახე აღარ მაქვს. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ხმა შემ­რჩა, მაგ­რამ არ ვწუ­წუ­ნებ (იცი­ნის).

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სკანდალი - ზურა გორგაძე: ''სავაში მე არ გამიხმოვანებია''

სკანდალი - ზურა გორგაძე: ''სავაში მე არ გამიხმოვანებია''

პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' შეუდარებელ სალომე ჭაჭუას კარგ პარტნიორობას უწევს მსახიობი და იმავდროულად მისი ნათესავი, ქმრის მეჯვარე ზურა გორგაძე. ზურა მუშაობს რადიოში, ახმოვანებს ფილმებს, სერიალებს, მულტფილმებს, ძალიან დაკავებულია, მაგრამ არ წუწუნებს. როგორც გახსოვთ, წინა ტურს ჟიურის მურატ ილდირიმი სტუმრობდა და დუტამ ზურა გორგაძე ცნობილ სავაშს როგორც მისი გამხმოვანებელი ისე წარუდგინა. რამდენიმე დღის შემდეგ ''მაესტრომ'' სპეციალური განცხადება გააკეთა, რომ გორგაძეს ილდირიმის არცერთი გმირი არასოდეს არ გაუხმოვანებია და ტელევიზიისგან და მსახიობისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

- ყველაფერი დაიწყო თეატრალური უნივერსიტეტიდან, სადაც ჯერ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემდეგ სამსახიობო ფაკულტეტზე გადავედი. სტუდენტობის პერიოდშივე გადამიღეს სხვადასხვა რეკლამაში, ვითამაშე პატარ-პატარა ეპიზოდები სხვადასხვა სერიალში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ამიყვანა, სადაც მთავარი რეჟისორი ჩემი პედაგოგი დავით კობახიძე გახლდათ. ამ ადამიანმა ჩვენ ყველას მხოლოდ პროფესია კი არ გვასწავლა, დაგვანახვა, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვიურთიერთოთ ადამიანებთან და ა.შ. სხვათა შორის, ერთადერთი ვიყავი ჯგუფიდან, რომელიც პედაგოგმა საკუთარ თეატრში წაიყვანა, თუმცა ჩვენი ჯგუფიდან თითქმის ყველამ მიაღწია წარმატებას, გიორგი ვარდოსანიძეც ჩემი ჯგუფელი იყო, დღემდე ვმეგობრობთ.

იმ პერიოდში, როდესაც სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვთამაშობდი, დუტა სხირტლაძე თელავის თეატრის მმართველად დაინიშნა. ის ჩვენს სადიპლომო სპექტაკლს დაესწრო, დავთანხმდი თუნდაც იმიტომ, რომ თელავის თეატრი არის ძირძველი თეატრი, ჯერ კიდევ ერეკლე მეფის დროს არსებობდა, კარგი მაყურებელი ჰყავს და მის აღორძინებაში ჩემი წვლილის შესატანად მზად ვიყავი. დავიწყეთ მუშაობა, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ტელევიზია ''რეალტივიში'' გამოცხადდა კასტინგი, მონაწილეობა მივიღე, დაინტერესდნენ ჩემით და ერთ-ერთი გასართობ-შემეცნებითი გადაცემის წამყვანად დამამტკიცეს. მანძილის გამო, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებდი ამ ორი სამსახურის ერთმანეთთან შეთავსებას, ყოფილა შე-მთხვევა, ერთ დღეს ორჯერ ჩავსულვარ და ჩამოვსულვარ თბილისში, ამიტომ თეატრზე უარის თქმა მომიხდა, მაინც ტელევიზიამ გადაწონა - ამ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანმა იცის, რაოდენ

''წამლავს'' ტელევიზია.

- რა გადაცემა მიგყავდა?

- ''დღის სტუმარი'', შემდეგ უკვე ნინო მუმლაძესთან ერთად უფრო სახალისო გადაცემით - ''დღის რეცეპტი'' წარვდექი მაყურებლის წინაშე. სხვათა შორის, ტელევიზიის არსებობის ისტორიაში მას ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. გარკვეული დროის შემდეგ, სხვადასხვა მიზეზის გამო, არხი დაიხურა. ერთი კვირაც კი არ იყო გასული, როცა ჩემს ცხოვრებაში დაიწყო შემოტევა, კარგი გაგებით. დავიწყე მუშაობა ხმის ჩამწერ სტუდიაში გახმოვანების მსახიობად, დამნიშნეს ბევრ პროექტზე, რისთვისაც ბატონი ზაზა შენგელიას მადლობელი ვარ, პარალელურად რადიოშიც დავსაქმდი, შემდეგ ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-დან ფილმების გახმოვანება შემომთავაზეს, სადაც დღემდე ვმუშაობ პროფესიონალების გვერდით. მოკლედ, თამამად ვიტყვი, არ არსებობს ტელევიზია, სადაც მე არ მიმუშავია და ჩემი ხმა არ გაჟღე-რებულა. დაახლოებით 5 თვეა, დავბრუნდი სოხუმის თეატრში, სადაც სპექტაკლში ''საბრალდებო დასკვნა'' ნაკაშიძეს ვთამაშობ. თქვენი ჟურნალის საშუალებით, მადლობას ვეტყვი ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მიდგას და ხელს მიწყობს. ძილისთვის, ფაქტობრივად, დრო არ მრჩება, სახლში ოთხ საათზე მივდივარ, მეორე დღისთვის მოსამზადებელი ვარ, ვიღვიძებ 9 საათზე, რადგან 10-ზე უკვე რეპეტიციაზე უნდა ვიყო, შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სახე აღარ მაქვს. ღმერთის წყალობით, ხმა შემრჩა, მაგრამ არ ვწუწუნებ (იცინის).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება