სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''სასიკვდილოდ დაჭრილმა ქალებმა'' პოზიცია და ოპოზიცია გააერთიანა
''სასიკვდილოდ დაჭრილმა ქალებმა'' პოზიცია და ოპოზიცია გააერთიანა

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ო­ში ქა­ლე­ბის მე­სა­მედ­ზე მეტი ფი­ზი­კუ­რი თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პარტნი­ო­რი მა­მა­კა­ცე­ბის მხრი­დან. გა­სულ კვი­რას მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში იტა­ლი­ის სა­ელ­ჩოს ინი­ცი­ა­ტი­ვით და­იდ­გა წარ­მოდ­გე­ნა "სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რი­ლი ქა­ლე­ბი". ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც სცე­ნი­დან გაგ­ვაც­ნეს ქმრის, საქმროს, საყ­ვარ­ლი­სა თუ ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცის ხე­ლით მოკ­ლუ­ლი ქა­ლე­ბის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი.

"სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რი­ლი ქა­ლე­ბი" ედ­გარ ლი მას­ტერ­სის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი "სფუნ რი­ვე­რის ან­თო­ლო­გი­ის" მა­გა­ლით­ზე შექ­მნი­ლი მო­ნო­ლო­გე­ბის კრე­ბუ­ლია. ტექ­სტე­ბი ცნო­ბილ­მა იტა­ლი­ელ­მა ტე­ლე­წამ­ყვან­მა და მწე­რალ­მა სე­რე­ნა დან­დი­ნამ და­წე­რა. ისი­ნი ეფუძ­ნე­ბა ნამ­დვილ ამ­ბებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას. ამ წარ­მოდ­გე­ნის მი­ზა­ნი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის თე­მას შე­სა­ბა­მი­სი რე­ზო­ნან­სი შეს­ძი­ნოს და კი­დევ ერთხელ გა­ა­მახ­ვი­ლოს მას­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ის ყუ­რა­დღე­ბა. სპექ­ტაკ­ლი წარ­მო­ად­გი­ნეს ნიუ-იორკში, გა­ე­როს შტა­ბ­ბი­ნა­ში, ვა­შინგტონ­ში, ბრი­უ­სელ­ში, ლონ­დონ­ში, ჟე­ნე­ვა­ში, ახლა უკვე თბი­ლის­შიც და მას უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

თბი­ლის­ში გა­მარ­თულ სპექ­ტაკლზე მო­ნო­ლო­გე­ბი ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და იტა­ლი­ურ ენებ­ზე წა­ი­კი­თხეს: ანუ­კა არე­ში­ძემ, მაია ასა­თი­ან­მა, თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ, ერი­კა კრა­პი­ლო­ვამ, ეკა მიშ­ვე­ლა­ძემ, ტურკ პი­რი­ომ, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა, ეკა ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა, მაია ფან­ჯი­კი­ძემ, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ, რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვილ­მა, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ, მაკა ჩი­ჩუ­ამ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა და იტა­ლი­ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფე­დე­რი­კა ფა­ვიმ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

''სასიკვდილოდ დაჭრილმა ქალებმა'' პოზიცია და ოპოზიცია გააერთიანა

''სასიკვდილოდ დაჭრილმა ქალებმა'' პოზიცია და ოპოზიცია გააერთიანა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ქალების მესამედზე მეტი ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, ხშირ შემთხვევაში პარტნიორი მამაკაცების მხრიდან. გასულ კვირას მარჯანიშვილის თეატრში იტალიის საელჩოს ინიციატივით დაიდგა წარმოდგენა ''სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები''. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში ცნობილი ქალბატონები, რომლებმაც სცენიდან გაგვაცნეს ქმრის, საქმროს, საყვარლისა თუ ყოფილი მეგობარი მამაკაცის ხელით მოკლული ქალების ნამდვილი ამბები.

''სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები'' ედგარ ლი მასტერსის სახელგანთქმული ''სფუნ რივერის ანთოლოგიის'' მაგალითზე შექმნილი მონოლოგების კრებულია. ტექსტები ცნობილმა იტალიელმა ტელეწამყვანმა და მწერალმა სერენა დანდინამ დაწერა. ისინი ეფუძნება ნამდვილ ამბებსა და ჟურნალისტურ გამოძიებას. ამ წარმოდგენის მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია, ქალებზე ძალადობის თემას შესაბამისი რეზონანსი შესძინოს და კიდევ ერთხელ გაამახვილოს მასზე საზოგადოების, მედიასაშუალებებისა და სხვადასხვა ინსტიტუციის ყურადღება. სპექტაკლი წარმოადგინეს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, ჟენევაში, ახლა უკვე თბილისშიც და მას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

თბილისში გამართულ სპექტაკლზე მონოლოგები ქართულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე წაიკითხეს: ანუკა არეშიძემ, მაია ასათიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, მანანა კობახიძემ, ერიკა კრაპილოვამ, ეკა მიშველაძემ, ტურკ პირიომ, ნინო სუხიშვილმა, ეკა ტყეშელაშვილმა, მაია ფანჯიკიძემ, ნათია ფანჯიკიძემ, რუსუდან ფეტვიაშვილმა, ლანა ღოღობერიძემ, მაკა ჩიჩუამ, თეა წულუკიანმა და იტალიის ელჩმა საქართველოში ფედერიკა ფავიმ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება