საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იყო თუ არა ამალია ჯიბლაძის შემთხვევა "რუსთავი 2"-ს მანიპულაცია - "ეს თემა აუცილებლად გაირკვევა"
იყო თუ არა ამალია ჯიბლაძის შემთხვევა "რუსთავი 2"-ს მანიპულაცია - "ეს თემა აუცილებლად გაირკვევა"

მე­გა­შოუ "ნი­ჭი­ე­რის" კონ­კურ­სან­ტის - ამა­ლია ჯიბ­ლა­ძის გარ­შე­მო კვი­რა­ზე მე­ტია, ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ ცხრე­ბა... თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ამა­ლია მე­დი­ას­თან აღარ კონ­ტაქ­ტობს, მათ შო­რის არც "რუს­თა­ვის 2"-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. რო­გორც ჩანს, არ­სე­ბობს რის­კიც, რომ ეს კონ­კურ­სან­ტი შო­უ­დან წა­ვი­დეს. ამი­ტომ მის მი­მართ "ფე­ის­ბუქ­მი­მარ­თვე­ბი" ვრცელ­დე­ბა თხოვ­ნით, რომ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ნაგ­რძოს. ამა­ლი­ას მი­მარ­თეს ნანი ბრეგ­ვა­ძემ და გოგა ხა­ჩი­ძე­მაც.

ფაქ­ტია, ამ ქალ­ბა­ტონ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია და მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი კვლა­ვაც არ ცხრე­ბა.

ხოლო, თუ რა­ტომ გახ­და ეს თემა ასე­თი ცხა­რე გან­ხილ­ვის სა­გა­ნი, ამა­ზე მე­დი­ა­ექ­სპერტს, ია ან­თა­ძეს გა­ვე­სა­უბ­რეთ:

- თვი­თონ ქალ­ბა­ტონ ამა­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ბავ­ში რა არის სი­მარ­თლე და რა არა, ამა­ზე არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია. უბ­რა­ლოდ ჩემს აზრს იმა­ზე მო­გახ­სე­ნებთ, რა­ტომ გახ­და ეს თემა პო­პუ­ლა­რუ­ლი. აქ ინ­ტე­რესს ის იწ­ვევს, რომ ჰქონ­და, თუ არა ად­გი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას და სწო­რედ ამის გა­სარ­კვე­ვად გაჩ­ნდა ასე­თი ინ­ტე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნი ამა­ლი­ას მი­მართ. ეს ადა­მი­ა­ნი ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ია­რა­ღი იყოს, მაგ­რამ მისი ავ­ტო­რი (თუკი ასე­თი მოხ­და), "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაა. ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ ინ­ტე­რე­სი კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა ტე­ლე­ვი­ზი­აა დღეს "რუს­თა­ვი 2" და პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ირი­ბად ეხე­ბა ქალ­ბა­ტონ ამა­ლი­ას.

რო­გორც ვნა­ხეთ, ეჭვი იმა­ზეა, რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლი იყო ამ ადა­მი­ა­ნის გა­მოს­ვლა ამ შო­უ­ში? რამ­დე­ნად იყო დად­გმუ­ლი ის, რაც მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა? ეს ქალ­ბა­ტო­ნი ნამ­დვი­ლად არის თუ არა იმ სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნი­დან, რა­ზეც შო­უ­ში იყო მი­ნიშ­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და იმის­თვის, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი­ყო სახე ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მე­ლიც ამ ტე­ლე­ვი­ზი­ამ აღ­მო­ა­ჩი­ნა. სა­ნამ არ გა­ირ­კვე­ვა, სი­ნამ­დვი­ლე­ში რას­თან გვაქვს საქ­მე, სულ იარ­სე­ბებს ეჭვი იმის შე­სა­ხებ, რომ იყო მა­ნი­პუ­ლა­ცია და ამ ამ­ბის გარ­შე­მო ინ­ტე­რე­სიც იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, გა­ირ­კვე­ვა?

- ალ­ბათ ეს ამ­ბა­ვი დიდ­ხანს გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში არ დარ­ჩე­ბა, თან, ამ სა­კი­თხის გარ­კვე­ვას დიდი გა­მო­ძი­ე­ბაც არ სჭირ­დე­ბა. ალ­ბათ, კი­დევ იქ­ნე­ბა მი­მო­წე­რა სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის და "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამა­ში. მაგ­რამ ამ მი­მო­წე­რის მთა­ვა­რი ღერ­ძი "რუს­თა­ვი 2" და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად, ნიკა გვა­რა­მია და ის კი­თხვა იქ­ნე­ბა - ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას? თუ ეს დად­გინ­და, მა­შინ შე­ფა­სე­ბე­ბი იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი, თუ არ და­დას­ტურ­და, მა­შინ შე­ფა­სე­ბე­ბი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

მოკ­ლედ, ვიდ­რე არ გა­ირ­კვე­ვა სი­მარ­თლე, ეს თემა იქ­ნე­ბა ცხე­ლი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი... რე­ი­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით, დღეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" არის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია და ადა­მი­ა­ნებს აინ­ტე­რე­სებთ, თვალ­ნათ­ლივ და­ი­ნა­ხონ, გა­სარ­თობ გა­და­ცე­მა­ში აქვს თუ არა ზო­გა­დად მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას ად­გი­ლი, თუ ეს და­დას­ტურ­დე­ბა, მერე, რა თქმა უნდა, გაჩ­ნდე­ბა გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ მსგავ­სი რამ და­საშ­ვე­ბია სა­ინ­ფორ­მა­ციო და პო­ლი­ტი­კურ შო­უ­ებ­შიც. თუმ­ცა ესეც სპე­კუ­ლა­ცი­აა, რა­საც ახლა ვამ­ბობ, რად­გან სი­ნამ­დვი­ლე­ში არ ვიცი, რა მოხ­და. ვი­მე­ო­რებ, თუ "რუს­თა­ვი 2" სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­დას­ტუ­რებს, რომ ეს არ ყო­ფი­ლა მა­ნი­პუ­ლა­ცია და ეს ქალ­ბა­ტო­ნი იმ ჩან­თით მარ­თლაც იმი­ტომ იყო მი­სუ­ლი იქ, რომ ის ცხოვ­რე­ბა­შიც იმ ჩან­თით და­დის და ეს მისი ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მა­შინ ეჭ­ვე­ბი გაქ­რე­ბა. მაგ­რამ ეს მა­შინ მოხ­დე­ბა, თუ ამ თე­მას ნიკა გვა­რა­მია გაჰ­ყვე­ბა და ეც­დე­ბა, და­ა­სა­ბუ­თოს, რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

თე­მის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა ნა­ხეთ თეგ­ზე #სკან­და­ლი "ნი­ჭი­ერ­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

იყო თუ არა ამალია ჯიბლაძის შემთხვევა "რუსთავი 2"-ს მანიპულაცია - "ეს თემა აუცილებლად გაირკვევა"

იყო თუ არა ამალია ჯიბლაძის შემთხვევა "რუსთავი 2"-ს მანიპულაცია - "ეს თემა აუცილებლად გაირკვევა"

მეგაშოუ "ნიჭიერის" კონკურსანტის - ამალია ჯიბლაძის გარშემო კვირაზე მეტია, ვნებათაღელვა არ ცხრება... თავად ქალბატონი ამალია მედიასთან აღარ კონტაქტობს, მათ შორის არც "რუსთავის 2"-ის წარმომადგენლებთან. როგორც ჩანს, არსებობს რისკიც, რომ ეს კონკურსანტი შოუდან წავიდეს. ამიტომ მის მიმართ "ფეისბუქმიმართვები" ვრცელდება თხოვნით, რომ შოუში მონაწილეობა აუცილებლად უნდა განაგრძოს. ამალიას მიმართეს ნანი ბრეგვაძემ და გოგა ხაჩიძემაც.

ფაქტია, ამ ქალბატონმა საზოგადოების სერიოზული დაინტერესება გამოიწვია და მის მიმართ ინტერესი კვლავაც არ ცხრება.

ხოლო, თუ რატომ გახდა ეს თემა ასეთი ცხარე განხილვის საგანი, ამაზე მედიაექსპერტს, ია ანთაძეს გავესაუბრეთ:

- თვითონ ქალბატონ ამალიასთან დაკავშირებულ ამბავში რა არის სიმართლე და რა არა, ამაზე არაფრის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ ჩემს აზრს იმაზე მოგახსენებთ, რატომ გახდა ეს თემა პოპულარული. აქ ინტერესს ის იწვევს, რომ ჰქონდა, თუ არა ადგილი "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მხრიდან მანიპულირებას და სწორედ ამის გასარკვევად გაჩნდა ასეთი ინტერესი ქალბატონი ამალიას მიმართ. ეს ადამიანი ამ შემთხვევაში, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციის იარაღი იყოს, მაგრამ მისი ავტორი (თუკი ასეთი მოხდა), "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობაა. ამ ყველაფრის მიმართ ინტერესი კონცენტრირებულია იმაზე, თუ რა ტელევიზიაა დღეს "რუსთავი 2" და პრობლემა მხოლოდ ირიბად ეხება ქალბატონ ამალიას.

როგორც ვნახეთ, ეჭვი იმაზეა, რამდენად გულწრფელი იყო ამ ადამიანის გამოსვლა ამ შოუში? რამდენად იყო დადგმული ის, რაც მაყურებელმა ნახა? ეს ქალბატონი ნამდვილად არის თუ არა იმ სოციალური ფენიდან, რაზეც შოუში იყო მინიშნება გაკეთებული, თუ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ხელოვნურად შექმნილიყო სახე ადამიანისა, რომელიც ამ ტელევიზიამ აღმოაჩინა. სანამ არ გაირკვევა, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, სულ იარსებებს ეჭვი იმის შესახებ, რომ იყო მანიპულაცია და ამ ამბის გარშემო ინტერესიც იქნება მაღალი.

- როგორ ფიქრობთ, გაირკვევა?

- ალბათ ეს ამბავი დიდხანს გაურკვევლობაში არ დარჩება, თან, ამ საკითხის გარკვევას დიდი გამოძიებაც არ სჭირდება. ალბათ, კიდევ იქნება მიმოწერა სხვადასხვა ადამიანის და "ფეისბუქის" მომხმარებლებიც ჩაერთვებიან ამაში. მაგრამ ამ მიმოწერის მთავარი ღერძი "რუსთავი 2" და მისი ხელმძღვანელობა, კონკრეტულად, ნიკა გვარამია და ის კითხვა იქნება - ჰქონდა თუ არა ადგილი მანიპულაციას? თუ ეს დადგინდა, მაშინ შეფასებები იქნება ერთგვარი, თუ არ დადასტურდა, მაშინ შეფასებები სრულიად განსხვავებული იქნება.

მოკლედ, ვიდრე არ გაირკვევა სიმართლე, ეს თემა იქნება ცხელი და აქტუალური... რეიტინგების მიხედვით, დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2" არის ყველაზე პოპულარული ტელევიზია და ადამიანებს აინტერესებთ, თვალნათლივ დაინახონ, გასართობ გადაცემაში აქვს თუ არა ზოგადად მანიპულაციას ადგილი, თუ ეს დადასტურდება, მერე, რა თქმა უნდა, გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მსგავსი რამ დასაშვებია საინფორმაციო და პოლიტიკურ შოუებშიც. თუმცა ესეც სპეკულაციაა, რასაც ახლა ვამბობ, რადგან სინამდვილეში არ ვიცი, რა მოხდა. ვიმეორებ, თუ "რუსთავი 2" საზოგადოებას დაუდასტურებს, რომ ეს არ ყოფილა მანიპულაცია და ეს ქალბატონი იმ ჩანთით მართლაც იმიტომ იყო მისული იქ, რომ ის ცხოვრებაშიც იმ ჩანთით დადის და ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, მაშინ ეჭვები გაქრება. მაგრამ ეს მაშინ მოხდება, თუ ამ თემას ნიკა გვარამია გაჰყვება და ეცდება, დაასაბუთოს, რეალურად რა მოხდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია