როგორ იქმნება წარმატებული ბიზნესი? რა არის მთავარი საქმეში წარმატების მისაღწევად? "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, Ambebi.ge-ს მკითხველს მთავარ რჩევებს აძლევს:
- ყველა საქმე, რომელსაც იწყებ, გულით და სიყვარულით უნდა აკეთო და ეს საქმე აუცილებლად უნდა ჭირდებოდეს ვიღაცას. თუ საქმეს, რომელსაც შენ ხელს კიდებ, სხვისთვის სარგებელი არ მოაქვს და შეიძლება სასარგებლო იყოს მხოლოდ შენთვის, - ამ ბიზნესს წარმატება არ უწერია.
ძირითადი პრინციპია, რომ უნდა გიხაროდეს, უნდა გიყვარდეს და გულით აკეთებდე ამ საქმეს. არ აქვს მნიშვნელობა ზომას, რადგან რაც უფრო პატარაა, მით უფრო საინტერესოა ბიზნესის აწყობა. საქმე აუცილებლად უნდა იყოს იმ ადამიანებზე გათვლილი, რომლებიც ამ სერვისით ან ამ ბიზნესით ისარგებლებენ. ეს ორი თანმხვედრი ატრიბუტი ქმნის წარმატებულ ბიზნესს.
მამუკა ხაზარაძეს ეროვნულ მუზეუმში, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის პრეზენტაციაზე შევხვდით.
ანა მარშანია
AMBEBI.GE
ვიდეო: წარმატებული ბიზნესის "ოქროს წესები" მამუკა ხაზარაძისგან