პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობოთა კვლევის მიხედვით, ციხეებში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა
არასამთავრობოთა კვლევის მიხედვით, ციხეებში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა

ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბას სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, - ამის შე­სა­ხებ ფონდ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" და ცი­ხე­ე­ბის კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო 2006-2012 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მი­ზე­ზე­ბის შეს­წავ­ლა და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მე­და­ცი­ე­ბის წარ­მოდ­გე­ნა. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინში" გა­ი­მარ­თა. რო­გორც "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტორ­მა, ქეთი ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში წა­მე­ბას სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი ნამ­დვი­ლად არ აქვს, თუმ­ცა დარ­ღვე­ვე­ბი არ­სე­ბობს. მისი თქმით, კვლე­ვე­ბის მი­ზა­ნი ის არის, რომ მსგავ­სი რამ მო­მა­ვალ­ში არ გან­მე­ორ­დეს.

"ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც წარ­მო­ვად­გი­ნეთ, არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან ერ­თად ორი წე­ლია მზად­დე­ბა. ცნო­ბი­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ, ამ ან­გა­რი­შის მი­ზა­ნი იყო, შეგ­ვეს­წავ­ლა არა მარ­ტო ცალ­კე­უ­ლი ფაქ­ტე­ბი, არა­მედ გაგ­ვე­გო, იყო თუ არა წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა სის­ტე­მუ­რი და რამ გა­მო­იწ­ვია იგი. ან­გა­რიშ­მა აჩ­ვე­ნა, რომ წა­მე­ბა მარ­თლაც სის­ტე­მუ­რი იყო, რა­საც მრა­ვალ­მა ფაქ­ტორ­მა შე­უ­წყო ხელი. ის იყო სის­ტე­მის გა­დატ­ვირ­თვა, ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა, ცი­ხის მარ­თვის ძა­ლა­დობ­რი­ვი ფორ­მე­ბი და ა.შ. ახლა კი, ან­გა­რი­შის მი­ზა­ნი არის ის, რომ მსგავ­სი აღარ გან­მე­ორ­დეს, შე­იქ­მნას მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ისე­თი სა­კა­ნონ­დებ­ლო წი­ნა­პი­რო­ბა, რომ ვე­ღარ­ცერ­თმა ხე­ლი­სუ­ფალ­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა რღვე­ვა ვერ შეძ­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და ქეთი ხუ­ციშ­ვილ­მა.

მისი თქმით, დარ­ღვე­ვე­ბი დღე­საც არის, თუმ­ცა ეს სის­ტე­მურ ხა­სი­ათს არ ატა­რებს. ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი წა­მე­ბი­სა და მათი ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბის მი­ზე­ზე­ბის მას­შტა­ბე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის შეს­წავ­ლა ად­გი­ლობ­რივ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა 2013 წელს და­ი­წყეს. ან­გა­რი­ში მო­ი­ცავს პა­ტიმ­რებ­თან და ყო­ფილ პა­ტიმ­რებ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის სრუ­ლი­ად ახალ მო­ნა­ცე­მებს, რო­მე­ლიც ფონდმა "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" და მის­მა პარტნი­ორ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. გა­მო­კი­თხვის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვის პრო­ცეს­ში პი­რა­დი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა1 200 მსჯავ­რდე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან 600 ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რია.

"ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვის შე­დე­გე­ბი პა­სუ­ხობს კი­თხვებს: რო­დის და­ი­წყო, რამ­დე­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო და რამ­დე­ნად სის­ტე­მუ­რი და ხში­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და არა­ა­და­მი­ა­ნურ და და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბას. ან­გა­რი­ში მო­ი­ცავს კონ­კრე­ტულ რე­კო­მე­და­ცი­ებს სა­მო­მავ­ლო მსგავ­სი პრაქ­ტი­კის აღ­მო­ფხვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ზო­გა­დად ცი­ხის მარ­თვის სა­კი­თხებ­ზე. სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა, აერ­თი­ა­ნებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ასე­ვე ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან ბა­რო­ნე­სა ვი­ვი­ენ სტერ­ნი, ცი­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ფორ­მის და­მა­არ­სე­ბე­ლი, ბრი­ტა­ნე­თის ლორდთა პა­ლა­ტის წევ­რი; პრო­ფე­სო­რი ენ­დრიუ ქო­ი­ლი, ცი­ხის კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი და გა­ე­რო-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის უმაღ­ლე­სი კო­მის­რის მრჩე­ვე­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

არასამთავრობოთა კვლევის მიხედვით, ციხეებში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა

არასამთავრობოთა კვლევის მიხედვით, ციხეებში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა

ციხეებში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, - ამის შესახებ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" და ციხეების კვლევების საერთაშორისო ცენტრის კვლევებმა აჩვენა, რომლის მიზანი იყო 2006-2012 წლებში საქართველოს საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზეზების შესწავლა და შესაბამისი რეკომედაციების წარმოდგენა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართა. როგორც "ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ახალი ხელისუფლების პირობებში წამებას სისტემური ხასიათი ნამდვილად არ აქვს, თუმცა დარღვევები არსებობს. მისი თქმით, კვლევების მიზანი ის არის, რომ მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს.

"ანგარიში, რომელიც წარმოვადგინეთ, არასამთავრობოებთან ერთად ორი წელია მზადდება. ცნობილი სკანდალის შემდეგ, ამ ანგარიშის მიზანი იყო, შეგვესწავლა არა მარტო ცალკეული ფაქტები, არამედ გაგვეგო, იყო თუ არა წამება და არაადამიანური მოპყრობა სისტემური და რამ გამოიწვია იგი. ანგარიშმა აჩვენა, რომ წამება მართლაც სისტემური იყო, რასაც მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ის იყო სისტემის გადატვირთვა, ნულოვანი ტოლერანტობა, ციხის მართვის ძალადობრივი ფორმები და ა.შ. ახლა კი, ანგარიშის მიზანი არის ის, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს, შეიქმნას მექანიზმები და ისეთი საკანონდებლო წინაპირობა, რომ ვეღარცერთმა ხელისუფალმა ადამიანის უფლებათა რღვევა ვერ შეძლოს საქართველოში", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მისი თქმით, დარღვევები დღესაც არის, თუმცა ეს სისტემურ ხასიათს არ ატარებს. ციხეებში არსებული წამებისა და მათი ვიდეოგადაღების მიზეზების მასშტაბებისა და შედეგების შესწავლა ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველებმა 2013 წელს დაიწყეს. ანგარიში მოიცავს პატიმრებთან და ყოფილ პატიმრებთან ჩატარებული გამოკითხვის სრულიად ახალ მონაცემებს, რომელიც ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველომ" და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა განახორციელეს. გამოკითხვის ორგანიზატორების ინფორმაციით, კვლევის პროცესში პირადი ინტერვიუების სახით გამოიკითხა1 200 მსჯავრდებული, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია.

"ღია საზოგადოება - საქართველოს" ინფორმაციით, კვლევის შედეგები პასუხობს კითხვებს: როდის დაიწყო, რამდენად გავრცელებული იყო და რამდენად სისტემური და ხშირი ხასიათი ჰქონდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ანგარიში მოიცავს კონკრეტულ რეკომედაციებს სამომავლო მსგავსი პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით და ზოგადად ციხის მართვის საკითხებზე. სამუშაო ჯგუფი, რომელმაც კვლევა ჩაატარა, აერთიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ისეთ საერთაშორისო ექსპერტებს, როგორებიც არიან ბარონესა ვივიენ სტერნი, ციხის საერთაშორისო რეფორმის დამაარსებელი, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი; პროფესორი ენდრიუ ქოილი, ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი და გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მრჩეველი სასჯელაღსრულების საკითხებში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ