პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რწყილი და ჭიანჭველა" თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და სამართალში - საია-ს თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებზე
"რწყილი და ჭიანჭველა" თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და სამართალში - საია-ს თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებზე

ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე კახა კო­ჟო­რი­ძე ბოლო დღე­ებ­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რწყი­ლი და ჭი­ან­ჭვე­ლა" თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­სა და სა­მარ­თალ­ში

ჩემს 1 წლის და 11 თვის შვილს ვუ­კი­თხავ­დი "რწყი­ლი და ჭი­ან­ჭვე­ლა"-ს და უცებ მივ­ხვდი, თუ რო­გორ ჰგავს ეს მშვე­ნი­ე­რი ზღა­პა­რი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის საქ­მე­ზე ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის ძა­ლო­ვან უწყე­ბებს შო­რის სა­ჯა­როდ გა­მარ­თულ არ­ცთუ მშვე­ნი­ერ პა­ექ­რო­ბას გრი­ფის მოხ­სნის შე­სა­ხებ. აი მსგავ­სე­ბა:

მას შემ­დეგ რაც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩა­ვარ­დნენ ცი­ხე­ში და ხალ­ხმაც კარ­გად ვერ გა­ი­გო ამ საქ­მე­ში რა ხდე­ბა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მი­ვი­და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტთან და უთხრა:

- კონ­ტრდაზ­ვერ­ვავ, მო­მე­ცი თან­ხმო­ბა. მე მოვხსნი გრიფს. გრი­ფის მოხ­სნის შე­სა­ხებ ცნო­ბას მი­ვუ­ტან პრო­კუ­რა­ტუ­რას. პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­ა­სა­ჯა­რო­ებს საქ­მის მა­სა­ლებს. მა­სა­ლებს მის­ცე­მენ ად­ვო­კა­ტებს (იქ­ნებ გა­ა­სა­ჯა­რო­ვონ კი­დეც). ხოლო ად­ვო­კა­ტე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან ცი­ხე­ში ჩა­ვარ­დნილ ადა­მი­ა­ნებს.

კონ­ტრდაზ­ვერ­ვამ ბევ­რი იფიქ­რა თუ ცოტა, უთხრა თავ­დაც­ვას: შენ რომ ჩემ­თვის საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ მო­გი­ტა­ნი­აო?!

წა­ვი­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, მი­ვი­და პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და ეუბ­ნე­ბა: პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­მე­ცი მა­სა­ლე­ბი (დედ­ნე­ბი ან ას­ლე­ბი). მა­სა­ლებს მი­ვუ­ტან კონ­ტრდაზ­ვერ­ვას. კონ­ტრდაზ­ვერ­ვა მომ­ცემს თან­ხმო­ბას. ამის შემ­დეგ მოვხსნი გრიფს. გრი­ფის მოხ­სნის შე­სა­ხებ ცნო­ბას მო­გი­ტან ისევ შენ. შენ ად­ვო­კა­ტებს მის­ცემ საქ­მის მა­სა­ლებს. ად­ვო­კა­ტე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან ცი­ხე­ში ჩა­ვარ­დნილ ადა­მი­ა­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ფიქ­რობს... გაგ­რძე­ლე­ბა ალ­ბათ ხვალ იქ­ნე­ბა. უდა­ვო ფაქ­ტია, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­და და თვალ-ყურს ადევ­ნებს ამ სა­ო­ცარ ზღა­პარს, რომ­ლის მსგავ­სიც ჯერ­ჯე­რო­ბით ალ­ბათ არც სმე­ნი­ათ და არც სად­მე წა­უ­კი­თხავთ

ეს ორი სიმ­ბო­ლო ერ­თად ნიშ­ნავს: სა­სა­ცი­ლოა სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს!..", - წერს კო­ჟო­რი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რწყილი და ჭიანჭველა" თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და სამართალში - საია-ს თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებზე

"რწყილი და ჭიანჭველა" თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და სამართალში - საია-ს თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"რწყილი და ჭიანჭველა" თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და სამართალში

ჩემს 1 წლის და 11 თვის შვილს ვუკითხავდი "რწყილი და ჭიანჭველა"-ს და უცებ მივხვდი, თუ როგორ ჰგავს ეს მშვენიერი ზღაპარი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეზე ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის ძალოვან უწყებებს შორის საჯაროდ გამართულ არცთუ მშვენიერ პაექრობას გრიფის მოხსნის შესახებ. აი მსგავსება:

მას შემდეგ რაც თანამშრომლები ჩავარდნენ ციხეში და ხალხმაც კარგად ვერ გაიგო ამ საქმეში რა ხდება, თავდაცვის სამინისტრო მივიდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან და უთხრა:

- კონტრდაზვერვავ, მომეცი თანხმობა. მე მოვხსნი გრიფს. გრიფის მოხსნის შესახებ ცნობას მივუტან პროკურატურას. პროკურატურა გაასაჯაროებს საქმის მასალებს. მასალებს მისცემენ ადვოკატებს (იქნებ გაასაჯაროვონ კიდეც). ხოლო ადვოკატები დაეხმარებიან ციხეში ჩავარდნილ ადამიანებს.

კონტრდაზვერვამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, უთხრა თავდაცვას: შენ რომ ჩემთვის საქმის მასალები არ მოგიტანიაო?!

წავიდა თავდაცვის სამინისტრო, მივიდა პროკურატურასთან და ეუბნება: პროკურატურა მომეცი მასალები (დედნები ან ასლები). მასალებს მივუტან კონტრდაზვერვას. კონტრდაზვერვა მომცემს თანხმობას. ამის შემდეგ მოვხსნი გრიფს. გრიფის მოხსნის შესახებ ცნობას მოგიტან ისევ შენ. შენ ადვოკატებს მისცემ საქმის მასალებს. ადვოკატები დაეხმარებიან ციხეში ჩავარდნილ ადამიანებს.

პროკურატურა ფიქრობს... გაგრძელება ალბათ ხვალ იქნება. უდავო ფაქტია, რომ დიპლომატიური კორპუსი ძალიან დაინტერესდა და თვალ-ყურს ადევნებს ამ საოცარ ზღაპარს, რომლის მსგავსიც ჯერჯერობით ალბათ არც სმენიათ და არც სადმე წაუკითხავთ

ეს ორი სიმბოლო ერთად ნიშნავს: სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!..", - წერს კოჟორიძე.

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს