"როცა ქმარი სცემდა და გოგო თქვენთან გამორბოდა, უკან უშვებდით, ოჯახს ნუ დაანგრევო" - მიმართვა შვილმკვდარ დედებს

"როცა ქმარი სცემდა და გოგო თქვენთან გამორბოდა, უკან უშვებდით, ოჯახს ნუ დაანგრევო" - მიმართვა შვილმკვდარ დედებს

ოდა მკვდარი გოგოების დედებს

(მათ, ვინც არ (ვერ) დაუდგნენ გოგოებს გვერდში)

მე მაპატიეთ დედებო, რომლებიც ახლა მკვდარ გოგოებს დასტირით, იმიტომ, რომ თქვენი ბრალია:

იმიტომ, რომ როცა შვილი მოგტაცეს, მასთან დატოვეთ, ხალხი რას იტყვისო.

იმიტომ, რომ როცა ქმარი აგინებდა და შვილი შემოგჩიოდათ, პასუხობდით, მამაშენიც ეგრე არ არისო?

იმიტომ, რომ როცა ქმარი სცემდა და გოგო თქვენთან გამორბოდა, უკან უშვებდით, ოჯახს ნუ დაანგრევ, მეზობლები რას იტყვიანო.

იმიტომ, რომ გოგო რომ გაათხოვეთ, სახლი ბიჭს დაუტოვეთ, წესია ასეთიო...

გოგოს კი ყველა გზა მოუჭერით, უკან მოსაბრუნებელი.

მე მაპატიეთ თავწაკრულო დედებო, მაგრამ ვერ გიძებნით გამართლებას, ახლა რომ დგახართ და კამერების წინ იხოკავთ სახეს.

არ მეცოდებით, იმიტომ, რომ არ დაუდექით გოგოებს გვერდით,

როცა ისინი შველას გთხოვდნენ, უკან უშვებდით, ნათესაობა რას იტყვისო.

მე 55 კგ. ვარ. მაგრამ ვიქცევი 100 ტონა მეწყრად, თუკი ვინმე შეეცდება ჩემი გოგოს დაჩაგვრას.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია