მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის ხელისუფლების სკანდალური აღიარება - საიდუმლო დოკუმენტი სულხან მოლაშვილის საქმეზე
სააკაშვილის ხელისუფლების სკანდალური აღიარება - საიდუმლო დოკუმენტი სულხან მოლაშვილის საქმეზე

30 სექ­ტემ­ბერს ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­სა­მარ­თლომ სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე 10-წლი­ა­ნი მსჯე­ლო­ბა და­ას­რუ­ლა და 23 ოქ­ტომ­ბერს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამ თე­მა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რა" სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატს, სოსო ბა­რა­თაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აღი­ა­რებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის იმ მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას, რომ­ლე­ბიც გუ­ლის­ხმობს: წა­მე­ბას, აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბი­სა და მისი გაგ­რძე­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვას, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის დარ­ღვე­ვას, ადა­მი­ა­ნის დის­კრი­მი­ნა­ცი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და ად­ვო­კა­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის, საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბი­სა და მოწ­მე­თა და­კი­თხვის შე­ზღუდ­ვას.

მე არ მახ­სენ­დე­ბა სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­დაც ამ­დე­ნი მუხ­ლი იყოს დარ­ღვე­უ­ლი და ამა­ვე დროს, ამ ყვე­ლა­ფერს აღი­ა­რებ­დეს სა­ხელ­მწი­ფო. გარ­და ამი­სა, სა­ხელ­მწი­ფო იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ სრულ­ყო­ფი­ლად იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის წა­მე­ბის ფაქ­ტი, მას ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, მო­ი­თხო­ვოს მის მი­მართ აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვა. სა­ხელ­მწი­ფო ასე­ვე იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, გა­და­უ­ხა­დოს მო­ლაშ­ვილს 20 ათა­სი ევრო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად. ეს მოხ­და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. თუმ­ცა, გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას ერთ სკან­და­ლურ დე­ტალ­ზე, რო­მე­ლიც აქამ­დე არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა. ჯერ კი­დევ ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, მას შემ­დეგ, რაც დამ­თავ­რდა ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში სა­ხელ­მწი­ფო­სა და დაც­ვის მხა­რეს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია, 2011 წლის იან­ვარ­ში სა­ხელ­მწი­ფომ გა­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს, სა­დაც ის აღი­ა­რებ­და ყვე­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის დარ­ღვე­ვას, იღებ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, და­ე­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და გა­და­ე­ხა­და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის­თვის 20 ათა­სი ევ­როს ოდე­ნო­ბის კომ­პენ­სა­ცია.

- ანუ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღი­ა­რა, რომ სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი და კა­ნო­ნი და­არ­ღვია?

- დიახ, ოღონდ სა­ხელ­მწი­ფო მა­შინ არ იღებ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, გა­და­ე­სინ­ჯა სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის გა­ნა­ჩე­ნი, რაც მო­ლაშ­ვი­ლის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ამის გამო ჩვენ­თვის სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცია მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მე შე­მიძ­ლია გად­მოგ­ცეთ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს იმ­დრო­ინ­დე­ლი წე­რი­ლი, რო­მელ­საც აქამ­დე არ ვა­სა­ჯა­რო­ებ­დით, რად­გან ეს გახ­ლდათ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი მი­მო­წე­რა. ამ წე­რილ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღი­ა­რებ­და ყვე­ლა იმ დარ­ღვე­ვას, რაც სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­შია ასა­ხუ­ლი, თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, უარს ამ­ბობ­და მო­ლაშ­ვი­ლის გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვა­ზე.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

სააკაშვილის ხელისუფლების სკანდალური აღიარება - საიდუმლო დოკუმენტი სულხან მოლაშვილის საქმეზე

სააკაშვილის ხელისუფლების სკანდალური აღიარება - საიდუმლო დოკუმენტი სულხან მოლაშვილის საქმეზე

30 სექტემბერს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეზე 10-წლიანი მსჯელობა დაასრულა და 23 ოქტომბერს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაქვეყნა. ამ თემაზე "კვირის პალიტრა" სულხან მოლაშვილის ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.

- ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმ მუხლების დარღვევას, რომლებიც გულისხმობს: წამებას, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისა და მისი გაგრძელების პროცედურების დარღვევას, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ადამიანის დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით და ადვოკატის მომსახურების, საქმის მასალების გაცნობისა და მოწმეთა დაკითხვის შეზღუდვას.

მე არ მახსენდება სხვა გადაწყვეტილება, სადაც ამდენი მუხლი იყოს დარღვეული და ამავე დროს, ამ ყველაფერს აღიარებდეს სახელმწიფო. გარდა ამისა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სრულყოფილად იქნება გამოძიებული სულხან მოლაშვილის წამების ფაქტი, მას ექნება უფლება, მოითხოვოს მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა. სახელმწიფო ასევე იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მოლაშვილს 20 ათასი ევრო მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ეს მოხდა ახალი ხელისუფლების პირობებში. თუმცა, გავამახვილებ ყურადღებას ერთ სკანდალურ დეტალზე, რომელიც აქამდე არ გასაჯაროებულა. ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში, მას შემდეგ, რაც დამთავრდა ევროსასამართლოში სახელმწიფოსა და დაცვის მხარეს შორის კომუნიკაცია, 2011 წლის იანვარში სახელმწიფომ გაუგზავნა წერილი ევროსასამართლოს, სადაც ის აღიარებდა ყველა აღნიშნული მუხლის დარღვევას, იღებდა ვალდებულებას, დაეწყო გამოძიება და გადაეხადა სულხან მოლაშვილისთვის 20 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია.

- ანუ სააკაშვილის ხელისუფლებამ აღიარა, რომ სულხან მოლაშვილის უფლებები და კანონი დაარღვია?

- დიახ, ოღონდ სახელმწიფო მაშინ არ იღებდა ვალდებულებას, გადაესინჯა სულხან მოლაშვილის განაჩენი, რაც მოლაშვილისთვის უმნიშვნელოვანესია. ამის გამო ჩვენთვის სახელმწიფოს პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა. მე შემიძლია გადმოგცეთ იუსტიციის სამინისტროს იმდროინდელი წერილი, რომელსაც აქამდე არ ვასაჯაროებდით, რადგან ეს გახლდათ კონფიდენციალური მიმოწერა. ამ წერილში სააკაშვილის ხელისუფლება აღიარებდა ყველა იმ დარღვევას, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ასახული, თუმცა, ვიმეორებ, უარს ამბობდა მოლაშვილის განაჩენის გადასინჯვაზე.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია