პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეჯოში ლეკვის ქონისგან წამალს ამზადებენ? - ეწირება თუ არა ძაღლების სიცოცხლე გაურკვეველ პრეპარატს
საგარეჯოში ლეკვის ქონისგან წამალს ამზადებენ? - ეწირება თუ არა ძაღლების სიცოცხლე გაურკვეველ პრეპარატს

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ დღეს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და უფა­სოა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ გი­ორ­გიწ­მინ­და­ში ცხოვ­რობს ქალ­ბა­ტო­ნი, ვინ­მე ვარ­დი­კო, რო­მე­ლიც ლეკ­ვის ქო­ნის­გან ამ­ზა­დებს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სამ­კურ­ნა­ლო წა­მალს, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს "სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ცხო­ველ­თა დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ვახ­ტანგ მა­მა­ლა­ძემ უამ­ბო:

"ჯერ კარ­გად კვე­ბავს, ასუ­ქებს ლეკ­ვებს და შემ­დეგ ქონს იყე­ნებს წამ­ლის­თვის. ამის შე­სა­ხებ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­მა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იცის და ყი­დუ­ლო­ბენ კი­დეც ვარ­დი­კოს წა­მალს. არ­სე­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბიც, თუმ­ცა მათ ვი­ნა­ო­ბას ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. რამ­დენ­ჯერ­მე მე­ზობ­ლებ­მაც შე­უ­შა­ლეს ხელი ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მაგ­რამ უხე­შად მო­ი­შო­რა თა­ვი­დან – ჩემი შვი­ლის ბიზ­ნესს ნუ მი­ფუ­ჭებ­თო. და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ვუ­კავ­შირ­დი და მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ",- აცხა­დებს ვახ­ტანგ მა­მა­ლა­ძე.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ქალ­ბა­ტონ­თან და­კავ­ში­რე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ, რად­გან ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, რომ­ლი­და­ნაც ერთხელ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ზარი, ახლა მას აღარ ეკუთ­ვნის:

"ეს ქალ­ბა­ტო­ნი სხვა­დას­ხვა ნომ­რე­ბი­დან რე­კავს ცხო­ველ­თა თავ­შე­საფ­რებ­ში და ლეკ­ვე­ბის ჩუ­ქე­ბას ითხოვს. ექ­სპე­რი­მენ­ტიც ჩა­ვა­ტა­რეთ ახ­ლა­ხან და სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან და­ვა­რე­კი­ნეთ ერთ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ლეკ­ვე­ბის ჩუ­ქე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ სამს იჩუ­ქებ­და. ჩნდე­ბა ეჭვი, თუ ადა­მი­ანს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ყოლა სურს, სამი ერ­თად რად უნდა?",- ამ­ბობს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ცხო­ველ­თა დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე, ვახ­ტანგ მა­მა­ლა­ძე.

Ambebi.ge ცდი­ლობს და­უ­კავ­შირ­დეს ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­საც ვახ­ტანგ მა­მა­ლა­ძე საკ­მა­ოდ მძი­მე ბრალ­დე­ბას უყე­ნებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით, ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა, რა­მაც მისი და­ღუპ­ვა ან და­სა­ხიჩ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, აგ­რეთ­ვე ცხო­ვე­ლის წვა­ლე­ბა, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი, ვა­დით ერთ წლამ­დე. ხოლო იგი­ვე ქმე­დე­ბის ჯგუ­ფუ­რად, არა­ერ­თგზის, მცი­რე­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, ვა­დით ორ წლამ­დე.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

საგარეჯოში ლეკვის ქონისგან წამალს ამზადებენ? - ეწირება თუ არა ძაღლების სიცოცხლე გაურკვეველ პრეპარატს

საგარეჯოში ლეკვის ქონისგან წამალს ამზადებენ? - ეწირება თუ არა ძაღლების სიცოცხლე გაურკვეველ პრეპარატს

იმის მიუხედავად, რომ დღეს ტუბერკულოზის მკურნალობა საქართველოში ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი და უფასოა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს ქალბატონი, ვინმე ვარდიკო, რომელიც ლეკვის ქონისგან ამზადებს ტუბერკულოზის სამკურნალო წამალს, - აღნიშნულის შესახებ Ambebi.ge-ს "სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარემ, ვახტანგ მამალაძემ უამბო:

"ჯერ კარგად კვებავს, ასუქებს ლეკვებს და შემდეგ ქონს იყენებს წამლისთვის. ამის შესახებ ტუბერკულოზით დაავადებულმა ბევრმა ადამიანმა იცის და ყიდულობენ კიდეც ვარდიკოს წამალს. არსებობენ თვითმხილველებიც, თუმცა მათ ვინაობას ვერ დავასახელებ. რამდენჯერმე მეზობლებმაც შეუშალეს ხელი ამ საქმიანობაში, მაგრამ უხეშად მოიშორა თავიდან – ჩემი შვილის ბიზნესს ნუ მიფუჭებთო. დაახლოებით ორი თვის წინ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დავუკავშირდი და მივაწოდე ინფორმაცია, რომ შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ",- აცხადებს ვახტანგ მამალაძე.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ქალბატონთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, რადგან ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც ერთხელ განახორციელა ზარი, ახლა მას აღარ ეკუთვნის:

"ეს ქალბატონი სხვადასხვა ნომრებიდან რეკავს ცხოველთა თავშესაფრებში და ლეკვების ჩუქებას ითხოვს. ექსპერიმენტიც ჩავატარეთ ახლახან და საზღვარგარეთიდან დავარეკინეთ ერთ ადამიანს, რომელმაც ლეკვების ჩუქება შესთავაზა, რაზეც უპასუხა, რომ სამს იჩუქებდა. ჩნდება ეჭვი, თუ ადამიანს შინაური ცხოველის ყოლა სურს, სამი ერთად რად უნდა?",- ამბობს სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვახტანგ მამალაძე.

Ambebi.ge ცდილობს დაუკავშირდეს ქალბატონს, რომელსაც ვახტანგ მამალაძე საკმაოდ მძიმე ბრალდებას უყენებს.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე. ხოლო იგივე ქმედების ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვანის თანდასწრებით განხორციელება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია