მეუღლის მიერ ნაცემი ორსული, დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან გაიპარა

მეუღლის მიერ ნაცემი ორსული, დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან გაიპარა

მეუღლის მიერ ნაცემი ორსული ქალბატონი დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან გაიპარა. ინფორმაციას მთავარი ექიმი ხათუნა აგლაძე ადასტურებს.

31 წლის ქალბატონი ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობდა. ის მოტეხილობებით, სისხლჩაქცევებითა და მრავლობითი დაჟეჟილობებით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში 27 ოქტომბერს გადაიყვანეს.

"არაფერი არ დაგვიკლია, ყველანაირად დავეხმარეთ, მაგრამ პალატიდან გაიპარა. თუმცა, ფერმაში მივაკვლიეთ და მალე დავაბრუნეთ. ამ დროისთვის პაციენტი უკვე გავწერეთ," - ამბობს დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელი ხათუნა აგლაძე.

შეგახსენებთ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 35 წლის შალვა ჯალიაშვილმა 8 თვის ორსული მეუღლე სასტიკად სცემა.

იხილეთ ვრცლად

qiziyi.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა