რუსმა მომღერალმა ჟანა ფრისკემ, რომელსაც ერთი წლის წინ თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ჩინეთიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ რუს ჟურნალისტებს პირველი ინტერვიუ მისცა.
მომღერალი НТВ-ს ჟურნალისტებს მოუყვა, რომ ამჟამად, მშობლებთან, მოსკოვიდან 20 კილომეტრში მდებარე ორსართულიან კოტეჯში ცხოვრობს. იგი მშობლების მადლიერია, რომლებმაც მისი დაბრუნებისთვის სახლი გადააკეთეს. ფრისკემ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა: "ჯერჯერობით არ გამოვჯანმრთელებულვარ, მაგრამ თავს უკეთ ვგრძნობ". აღსანიშნავია, რომ ჟანა რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობდა, მათ შორის გერმანიაში, აშშ-სა და ჩინეთში.
ასევე დაგაინტერესებთ| მამაკაცი, რომელიც ჟანა ფრისკეს უმძიმეს წუთებში გვერდზე ედგა