პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაუვალი გლდანი - ანუ, რა გზის გავლა უწევთ მოქალაქეებს, რომლებიც მეტრო "ახმეტელში" ჩადიან, ან იქიდან ამოდიან
გაუვალი გლდანი - ანუ, რა გზის გავლა უწევთ მოქალაქეებს, რომლებიც მეტრო "ახმეტელში" ჩადიან, ან იქიდან ამოდიან

გა­უ­ვა­ლი ჩი­ხე­ბი, უამ­რა­ვი გა­რე­მო­ვაჭ­რე, სუნი, ან­ტი­სა­ნი­ტა­რია, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბა - ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ლახ­ვა ყო­ველ­დღი­უ­რად მეტ­რო "ახ­მე­ტე­ლის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გამ­ვლე­ლებს უწევთ. შე­სას­ვლელ­ში და­წყე­ბულ­მა უზარ­მა­ზარ­მა მშე­ნებ­ლო­ბამ, რო­მე­ლიც უკვე თით­ქმის ორი წე­ლია გრძელ­დე­ბა, მეტ­რო­ში ჩამ­სვლელ-ამომ­სვლე­ლე­ბის­თვის მხო­ლოდ ვიწ­რო გა­სას­ვლე­ლი და­ტო­ვა, რო­მე­ლიც, ამ ტე­რი­ტო­რი­ით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ისე­დაც შე­უ­ფე­რე­ბე­ლია და თან ისიც გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი­თაა სავ­სე.

"ახ­მე­ტე­ლის" მეტ­რო­თი ძი­რი­თა­დად გლ­და­ნი­სა და მუ­ხი­ა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა სარ­გებ­ლობს, რო­მელ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბაც 300 ათა­სამ­დეა. ალ­ბათ ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, თუ რამ­დენ ადა­მი­ანს აწუ­ხებს პრობ­ლე­მა. ნა­თე­ლია ისიც, რომ ასეთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფარ­თო გა­სას­ვლე­ლე­ბია სა­ჭი­რო და არა ჩა­ხერ­გი­ლი სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კე­ბი.

და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წინ, მა­ნამ, სა­ნამ მეტ­როს შე­სას­ვლელ­თან მშე­ნებ­ლო­ბა გა­ჩაღ­დე­ბო­და, ასეც იყო, მაგ­რამ ახლა, დი­ლი­დან გვი­ან ღა­მემ­დე ტე­რი­ტო­რია მუდ­მი­ვად ხალ­ხი­თაა სავ­სე.

აქ გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად საკ­მა­ოდ დიდი ენერ­გია, დრო, გამ­ძლე ნერ­ვე­ბი და შე­სა­შუ­რი მოთ­მი­ნე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ, რათა გვერ­დი აუქ­ცი­ოთ და მო­ი­შო­როთ ბოსტნე­უ­ლის, ხი­ლის, ტან­საც­მლის, ფეხ­საც­მლის თუ "ბულ­კი-ქადა-ტუფ­ლის მაზი"-ს გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი.

გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის პრობ­ლე­მა თბი­ლი­სის­თვის არა­ხა­ლია, თუმ­ცა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქვეყ­ნი­სა და ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის შეც­ვლამ­დე, მათ ამ ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოზ­რდი­ლი მა­ღა­ზი­აც გა­მო­უყ­ვეს, რათა თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა იქ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ და სი­ტუ­ა­ცი­აც გა­მოს­წორ­და. თუმ­ცა, 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მა­ღა­ზი­ე­ბი­დან კვლავ ქუ­ჩა­ში გად­მო­ი­ნაც­ვლეს და რო­გორც ჩანს, ამას არც არა­ვინ უშ­ლით.

რაც შე­ე­ხე­ბა მშე­ნე­ბა­რე შე­ნო­ბას, იქვე გა­მოკ­რულ აბ­რა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ დამ­კვე­თია შპს "სალ­ხი­ნო 93", აშენ­დე­ბა "გლ­და­ნი მოლი", რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ვაჭ­რო-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრი. მას­ში გან­თავ­სდე­ბა მა­ღა­ზი­ე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რი, გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი, სუ­პერ­მარ­კე­ტი და ა.შ.

ადრე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ იქ ჰი­პერ­მარ­კე­ტი "კარ­ფუ­რიც" გა­იხ­სნე­ბა, ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, გახ­სნა 2014 წლის 1-დან 15 დე­კემ­ბრამ­დე იგეგ­მე­ბა.

შე­წუ­ხე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, ორმ მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე გა­უ­საძ­ლი­სია, მაგ­რამ "გამ­კი­თხა­ვი არა­ვინ არის". მათი თქმით, გარ­და იმი­სა, რომ მეტ­რო­ში მო­სახ­ვედ­რად დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბათ, საკ­მა­ოდ ხში­რია ჩხუ­ბი და აყალ-მა­ყა­ლიც.

"აქ სულ ხმა­უ­რია. "ციგ­ნე­ბი" ხან ერ­თმა­ნეთ­ში ჩხუ­ბო­ბენ, ხან კლი­ენ­ტებს ეჩხუ­ბე­ბი­ან. მო­რი­დე­ბა მა­გათ არ აქვთ და შეგ­ნე­ბა. რომ გა­ივ­ლი, თუ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ნივ­თი არ იყი­დე, უკან ლან­ძღვას მო­გა­ყო­ლე­ბენ. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ვცხოვ­რობთ თუ რა ხდე­ბა?! ამ ქა­ლაქს და უბანს პატ­რო­ნი არ ჰყავს?

"ამას წი­ნათ ერთი ქალი სა­ში­ნელ დღე­ში ჩა­აგ­დეს. მეტ­რო­დან ამო­ვე­დი და ვნა­ხე, რომ სა­ში­ნე­ლი წი­ვილ-კი­ვი­ლი იყო. ვი­ღა­ცას ეჩხუ­ბე­ბოდ­ნენ ყვე­ლა ერ­თად. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ ქალს ერთ-ერთ მათ­გან­თან რა­ღაც უყი­დია და სახ­ლში აღ­მო­უ­ჩე­ნია, რომ "ბრა­კი" იყო და უკან ჩა­მო­უ­ტა­ნა, ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­და. და­ე­სივ­ნენ და ისეთ დღე­ში ჩა­აგ­დეს, ისე გა­ლან­ძღეს ქა­ლებ­მაც და კა­ცებ­მაც, შე­მე­შინ­და რამე არ და­მარ­თნო­და.

"პო­ლი­ცი­ას სძი­ნავს ამ დროს?! ხომ ხე­და­ვენ აქ რა ხდე­ბა, ისე­დაც ამ­ხე­ლა შე­ნო­ბა ჩა­აკ­ვე­ხეს უად­გი­ლო ად­გი­ლას და ის გა­სას­ვლე­ლე­ბი მა­ინც გა­ან­თა­ვი­სუფ­ლონ გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის­გან, რაც დარ­ჩა.

"ჯერ ის ადა­მი­ა­ნია და­სა­ჭე­რი, ვინც აშე­ნე­ბის უფ­ლე­ბა გას­ცა. ასეთ ხალ­ხმრა­ვალ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მეტ­როს ამო­სას­ვლელ­ში, შუა გზა­ზე ამ­ხე­ლა რა­ღა­ცის დად­გმა შე­იძ­ლე­ბო­და?!" - ამ­ბობს "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას გლ­და­ნის მე-7 მიკ­რო­რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი ლია ზუმ­ბა­ძე.

"აქა­უ­რო­ბას პატ­რო­ნი არ ჰყავს. სამ­სა­ხუ­რის გამო ყო­ველ­დღე მი­წევს აქ გავ­ლა და ტა­ლა­ხი, სუნი, უამ­რა­ვი ხალ­ხი - ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია.

"ამ შე­ნო­ბის გამო ისე­დაც ვიწ­რო გა­სას­ვლე­ლე­ბია და­ტო­ვე­ბუ­ლი და იქაც გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი სხე­დან, რომ­ლებ­საც სულ ხალ­ხი ესე­ვა და გზას კე­ტა­ვენ. პირ­და­პირ შუა ქუ­ჩა­ში იზო­მე­ბენ ტან­საც­მელს. ცი­ვი­ლურ ქა­ლაქ­ში ეს უნდა ხდე­ბო­დეს? ხომ აქვთ ბაზ­რო­ბე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლი, შე­ვიდ­ნენ და იქ დას­ხდნენ, ჩვენ რა და­ვა­შა­ვეთ?" - ამ­ბობს კი­დევ ერთი გლ­და­ნე­ლი ბენო ჭყო­ი­ძე.

კი­დევ ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა ნინო ხიმ­ში­აშ­ვილ­მა კი გან­გვი­ცხა­და, რომ შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მის გამო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გა­მოც­ვლას ფიქ­რობს.

"ახ­მე­ტე­ლის" მეტ­როს­თან ვცხოვ­რობ და უკვე ვფიქ­რობ, ბინა გავ­ყი­დო და გა­და­ვი­დე. ასეთ ხმა­ურ­სა და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ა­ში ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი დიდი ბაზ­რის შუ­ა­გულ­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, იმი­ტომ, რომ ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი სხე­დან. ადა­მი­ანს ბა­ზარ­ში შეს­ვლა აღარც სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ქუ­ჩა­ში­ვე იყი­დე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს ერთი პე­რი­ო­დი აკ­რძა­ლეს გა­რეთ ვაჭ­რო­ბა და ნორ­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ შე­იც­ვა­ლა, ისევ გა­ივ­სო აქა­უ­რო­ბა ხალ­ხით", - გვი­თხრა ხიმ­ში­აშ­ვილ­მა.

არ­გუ­მენ­ტე­ბი გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებ­საც აქვთ. უმე­ტე­სო­ბა ჩვენ­მა გა­მო­ჩე­ნამ და კი­თხვამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა - უკე­თე­სი სამ­სა­ხუ­რი გვი­შო­ვეთ და წა­ვალთ, ამ სი­ცი­ვე­ში ჯდო­მა არც ჩვენ გვსი­ა­მოვ­ნებ­სო. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ნე­ლიმ კი ისიც გვი­თხრა - ბა­ზარ­ში დად­გო­მაც ვცა­დე, მაგ­რამ აღა­რა­ფე­რი მრჩე­ბო­და და ისევ აქ გა­მო­ვე­დიო.

"რა­ტომ უნდა შე­ვი­დე ბა­ზარ­ში? იქაც ისე­ვე ცივა, ყი­ნავს, ტა­ლა­ხია, მაგ­რამ თან გა­და­სა­ხადს მა­ხედ­ვი­ნე­ბენ და პუ­რის ფული აღარ მრჩე­ბა. კომ­ფორ­ტს რომ გვი­წყობ­დნენ, კიდე ჰო, მაგ­რამ რაში ვი­ხა­დო გა­და­სა­ხა­დი, რკი­ნის დახ­ლში? მირ­ჩევ­ნია, ისევ აქ ვიჯ­დე, რა­საც ვშო­უ­ლობ, "სუფ­თად" მა­ინც მრჩე­ბა", - გვი­თხრა მან.

მო­ვაჭ­რე­ე­ბი იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას არც "გლ­და­ნი მო­ლის" მშე­ნებ­ლო­ბის შემ­დეგ აი­ძუ­ლე­ბენ. თუმ­ცა, კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გახ­სნამ­დე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის გარე პე­რი­მეტ­რიც მო­პირ­კეთ­დე­ბა და მო­წეს­რიგ­დე­ბა. იგუ­ლის­ხმე­ბა თუ არა ამა­ში გე­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის­გან მისი გა­სუფ­თა­ვე­ბა, არ იცი­ან, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ "ისი­ნი იქ უკა­ნო­ნოდ სხე­დან".

"სა­ერ­თო­დაც, გა­სას­ვლე­ლი მოლ­ში­ვე იქ­ნე­ბა. ჩვენ ფარ­თო გა­სას­ვლელს ვტო­ვებთ და მეტ­რო­ში მი­მა­ვა­ლი ხალ­ხი დი­ლის 6 სა­ა­თი­დან ღა­მის 1 სა­ა­თამ­დე შე­ნო­ბა­ში­ვე გა­ივ­ლის", - გვი­თხრა კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ზვი­ად ჯა­მა­ლაშ­ვილ­მა.

დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო­ში ამ­ბო­ბენ, რომ გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა ამ ეტაპ­ზე არ იგეგ­მე­ბა და მათ­თვის არც აკ­რძალ­ვის და­წე­სე­ბას აპი­რე­ბენ. კი­თხვას "ახ­მე­ტე­ლის" მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, სო­ფელ გლ­და­ნი­სა და გლ­და­ნუ­ლას მა­ჟო­რი­ტა­რი კობა კო­ბა­ლა­ძე შემ­დეგ­ნა­ი­რად პა­სუ­ხობს:

"სამ­წუ­ხა­როდ, მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა დაგ­ვხვდა. ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი სწორ­დე­ბა და კეთ­დე­ბა. არა მარ­ტო გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, არა­მედ ჩვე­ნი ქა­ლა­ქის თი­თო­ე­უ­ლი მცხოვ­რე­ბი­საც.

"ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვი­თარ აკ­რძალ­ვა­ზე სა­უ­ბა­რი არაა. მაგ სა­კითხს არ გან­ვი­ხი­ლავთ, რად­გან ვი­ცით, თუ რა მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში.

ჩვენ მხო­ლოდ იმა­ზე ვსა­უბ­რობთ, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ქა­ლა­ქის­თვის უკე­თე­სი რო­გორც კი რა­ღაც ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, რა თქმა უნდა, თქვენც გა­ი­გებთ", - გა­ნუ­ცხა­და "მთელ კვი­რას" კო­ბა­ლა­ძემ.

თაკო მა­თეშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

გაუვალი გლდანი - ანუ, რა გზის გავლა უწევთ მოქალაქეებს, რომლებიც მეტრო "ახმეტელში" ჩადიან, ან იქიდან ამოდიან

გაუვალი გლდანი - ანუ, რა გზის გავლა უწევთ მოქალაქეებს, რომლებიც მეტრო "ახმეტელში" ჩადიან, ან იქიდან ამოდიან

გაუვალი ჩიხები, უამრავი გარემოვაჭრე, სუნი, ანტისანიტარია, დაუსრულებელი მშენებლობა - ამ ყველაფრის გადალახვა ყოველდღიურად მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელებს უწევთ. შესასვლელში დაწყებულმა უზარმაზარმა მშენებლობამ, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება, მეტროში ჩამსვლელ-ამომსვლელებისთვის მხოლოდ ვიწრო გასასვლელი დატოვა, რომელიც, ამ ტერიტორიით მოსარგებლე ადამიანების რიცხვს თუ გავითვალისწინებთ, ისედაც შეუფერებელია და თან ისიც გარემოვაჭრეებითაა სავსე.

"ახმეტელის" მეტროთი ძირითადად გლდანისა და მუხიანის მოსახლეობა სარგებლობს, რომელთა საერთო რაოდენობაც 300 ათასამდეა. ალბათ ადვილი მისახვედრია, თუ რამდენ ადამიანს აწუხებს პრობლემა. ნათელია ისიც, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფართო გასასვლელებია საჭირო და არა ჩახერგილი საცალფეხო ბილიკები.

დაახლოებით 2 წლის წინ, მანამ, სანამ მეტროს შესასვლელთან მშენებლობა გაჩაღდებოდა, ასეც იყო, მაგრამ ახლა, დილიდან გვიან ღამემდე ტერიტორია მუდმივად ხალხითაა სავსე.

აქ გადასაადგილებლად საკმაოდ დიდი ენერგია, დრო, გამძლე ნერვები და შესაშური მოთმინება დაგჭირდებათ, რათა გვერდი აუქციოთ და მოიშოროთ ბოსტნეულის, ხილის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის თუ "ბულკი-ქადა-ტუფლის მაზი"-ს გამყიდველები.

გარემოვაჭრეების პრობლემა თბილისისთვის არახალია, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნისა და ქალაქის მთავრობის შეცვლამდე, მათ ამ ადგილის დაკავების საშუალებას არ აძლევდნენ. გარემოვაჭრეებს იმავე ტერიტორიაზე მოზრდილი მაღაზიაც გამოუყვეს, რათა თავიანთი საქმიანობა იქ გაეგრძელებინათ და სიტუაციაც გამოსწორდა. თუმცა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მაღაზიებიდან კვლავ ქუჩაში გადმოინაცვლეს და როგორც ჩანს, ამას არც არავინ უშლით.

რაც შეეხება მშენებარე შენობას, იქვე გამოკრულ აბრაზე აღნიშნულია, რომ დამკვეთია შპს "სალხინო 93", აშენდება "გლდანი მოლი", რომელიც იქნება მრავალფუნქციური სავაჭრო-საზოგადოებრივი ცენტრი. მასში განთავსდება მაღაზიები, კინოთეატრი, გასართობი ცენტრები, სუპერმარკეტი და ა.შ.

ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ ჰიპერმარკეტი "კარფურიც" გაიხსნება, ტყუილი აღმოჩნდა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, გახსნა 2014 წლის 1-დან 15 დეკემბრამდე იგეგმება.

შეწუხებული მოსახლეობა ამბობს, ორმ მდგომარეობა უკვე გაუსაძლისია, მაგრამ "გამკითხავი არავინ არის". მათი თქმით, გარდა იმისა, რომ მეტროში მოსახვედრად დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, საკმაოდ ხშირია ჩხუბი და აყალ-მაყალიც.

"აქ სულ ხმაურია. "ციგნები" ხან ერთმანეთში ჩხუბობენ, ხან კლიენტებს ეჩხუბებიან. მორიდება მაგათ არ აქვთ და შეგნება. რომ გაივლი, თუ შემოთავაზებული ნივთი არ იყიდე, უკან ლანძღვას მოგაყოლებენ. შუა საუკუნეებში ვცხოვრობთ თუ რა ხდება?! ამ ქალაქს და უბანს პატრონი არ ჰყავს?

"ამას წინათ ერთი ქალი საშინელ დღეში ჩააგდეს. მეტროდან ამოვედი და ვნახე, რომ საშინელი წივილ-კივილი იყო. ვიღაცას ეჩხუბებოდნენ ყველა ერთად. როგორც აღმოჩნდა, ამ ქალს ერთ-ერთ მათგანთან რაღაც უყიდია და სახლში აღმოუჩენია, რომ "ბრაკი" იყო და უკან ჩამოუტანა, ფულის დაბრუნებას ითხოვდა. დაესივნენ და ისეთ დღეში ჩააგდეს, ისე გალანძღეს ქალებმაც და კაცებმაც, შემეშინდა რამე არ დამართნოდა.

"პოლიციას სძინავს ამ დროს?! ხომ ხედავენ აქ რა ხდება, ისედაც ამხელა შენობა ჩააკვეხეს უადგილო ადგილას და ის გასასვლელები მაინც გაანთავისუფლონ გარემოვაჭრეებისგან, რაც დარჩა.

"ჯერ ის ადამიანია დასაჭერი, ვინც აშენების უფლება გასცა. ასეთ ხალხმრავალ ტერიტორიაზე მეტროს ამოსასვლელში, შუა გზაზე ამხელა რაღაცის დადგმა შეიძლებოდა?!" - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას გლდანის მე-7 მიკრორაიონის მცხოვრები ლია ზუმბაძე.

"აქაურობას პატრონი არ ჰყავს. სამსახურის გამო ყოველდღე მიწევს აქ გავლა და ტალახი, სუნი, უამრავი ხალხი - ძალიან შემაწუხებელია.

"ამ შენობის გამო ისედაც ვიწრო გასასვლელებია დატოვებული და იქაც გარემოვაჭრეები სხედან, რომლებსაც სულ ხალხი ესევა და გზას კეტავენ. პირდაპირ შუა ქუჩაში იზომებენ ტანსაცმელს. ცივილურ ქალაქში ეს უნდა ხდებოდეს? ხომ აქვთ ბაზრობებისთვის გამოყოფილი ადგილი, შევიდნენ და იქ დასხდნენ, ჩვენ რა დავაშავეთ?" - ამბობს კიდევ ერთი გლდანელი ბენო ჭყოიძე.

კიდევ ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნინო ხიმშიაშვილმა კი განგვიცხადა, რომ შექმნილი პრობლემის გამო საცხოვრებელი ადგილის გამოცვლას ფიქრობს.

"ახმეტელის" მეტროსთან ვცხოვრობ და უკვე ვფიქრობ, ბინა გავყიდო და გადავიდე. ასეთ ხმაურსა და ანტისანიტარიაში ცხოვრება შეუძლებელია. ფაქტობრივად, ერთი დიდი ბაზრის შუაგულში გვიწევს ცხოვრება, იმიტომ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გარემოვაჭრეები სხედან. ადამიანს ბაზარში შესვლა აღარც სჭირდება, ყველაფერი ქუჩაშივე იყიდება.

"ნაციონალების" დროს ერთი პერიოდი აკრძალეს გარეთ ვაჭრობა და ნორმალური სიტუაცია იყო. ხელისუფლება რომ შეიცვალა, ისევ გაივსო აქაურობა ხალხით", - გვითხრა ხიმშიაშვილმა.

არგუმენტები გარემოვაჭრეებსაც აქვთ. უმეტესობა ჩვენმა გამოჩენამ და კითხვამ გააღიზიანა - უკეთესი სამსახური გვიშოვეთ და წავალთ, ამ სიცივეში ჯდომა არც ჩვენ გვსიამოვნებსო. ერთ-ერთმა მათგანმა, ქალბატონმა ნელიმ კი ისიც გვითხრა - ბაზარში დადგომაც ვცადე, მაგრამ აღარაფერი მრჩებოდა და ისევ აქ გამოვედიო.

"რატომ უნდა შევიდე ბაზარში? იქაც ისევე ცივა, ყინავს, ტალახია, მაგრამ თან გადასახადს მახედვინებენ და პურის ფული აღარ მრჩება. კომფორტს რომ გვიწყობდნენ, კიდე ჰო, მაგრამ რაში ვიხადო გადასახადი, რკინის დახლში? მირჩევნია, ისევ აქ ვიჯდე, რასაც ვშოულობ, "სუფთად" მაინც მრჩება", - გვითხრა მან.

მოვაჭრეები იმედს გამოთქვამენ, რომ ტერიტორიის დატოვებას არც "გლდანი მოლის" მშენებლობის შემდეგ აიძულებენ. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ გახსნამდე სავაჭრო ცენტრის გარე პერიმეტრიც მოპირკეთდება და მოწესრიგდება. იგულისხმება თუ არა ამაში გერემოვაჭრეებისგან მისი გასუფთავება, არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ "ისინი იქ უკანონოდ სხედან".

"საერთოდაც, გასასვლელი მოლშივე იქნება. ჩვენ ფართო გასასვლელს ვტოვებთ და მეტროში მიმავალი ხალხი დილის 6 საათიდან ღამის 1 საათამდე შენობაშივე გაივლის", - გვითხრა კომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსმა ზვიად ჯამალაშვილმა.

დედაქალაქის საკრებულოში ამბობენ, რომ გარემოვაჭრეების პრობლემის გადაწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება და მათთვის არც აკრძალვის დაწესებას აპირებენ. კითხვას "ახმეტელის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი, სოფელ გლდანისა და გლდანულას მაჟორიტარი კობა კობალაძე შემდეგნაირად პასუხობს:

"სამწუხაროდ, მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. ნელ-ნელა ყველაფერი სწორდება და კეთდება. არა მარტო გარემოვაჭრეების ინტერესი იქნება დაცული, არამედ ჩვენი ქალაქის თითოეული მცხოვრებისაც.

"ჯერჯერობით არავითარ აკრძალვაზე საუბარი არაა. მაგ საკითხს არ განვიხილავთ, რადგან ვიცით, თუ რა მძიმე სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში.

ჩვენ მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ქალაქისთვის უკეთესი როგორც კი რაღაც ჩამოყალიბდება, რა თქმა უნდა, თქვენც გაიგებთ", - განუცხადა "მთელ კვირას" კობალაძემ.

თაკო მათეშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია