მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართლოს ნატროშვილი ''კაზანტიპზე'' ექსპრეზიდენტის კარვით მივიდა
ქართლოს ნატროშვილი ''კაზანტიპზე'' ექსპრეზიდენტის კარვით მივიდა

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დის­ტი ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი უკვე ხუთი წე­ლია, ერთ მან­ქა­ნას მარ­თავს. "ბე­ემ­ვე"-ს ყიდ­ვა რომ გა­და­წყვი­ტა, ბე­ბი­ე­ბი შეშ­ფოთ­დნენ, მაგ­რამ იუ­მო­რის­ტმა ისე მო­ა­ხერ­ხა, რომ ამ ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა არ ჰქო­ნია.

- 2009 წელს ავი­ღე მარ­თვის მოწ­მო­ბა. ერთ კვი­რა­ში ჩა­მო­მი­ვი­და მან­ქა­ნაც ამე­რი­კი­დან. ბა­რაკ ობა­მას ბე­ბი­ის ნა­ქო­ნია (იცი­ნის). სა­ნამ მან­ქა­ნა მე­ყო­ლე­ბო­და, არა­ვის­თვის მი­თხო­ვია, სა­ჭეს­თან დამ­სვი ან მა­თხო­ვე-მეთ­ქი. გვერ­დით რომ ვე­ჯე­ქი ძმა­კა­ცებს, მათ­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ­დი, მძღო­ლის მი­მი­კებ­საც კი ვი­ღებ­დი ერთ-ერ­თის­გან, გი­ორ­გი გუ­გუშ­ვი­ლის­გან. დღეს გვერ­დით რომ მი­ზის, მე­უბ­ნე­ბა, ასე მგო­ნია, მე ვმარ­თავ სა­ჭე­სო. მად­ლო­ბა ამ ადა­მი­ანს, რომ დღეს კარ­გად ვმარ­თავ მან­ქა­ნას... მან­ქა­ნამ მას­წავ­ლა ში­შიც, სის­წრა­ფეც, თუ რამ ვიცი დღეს, ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თავ­და­პირ­ვე­ლად ავ­ტო­ფა­რე­ხი­დან ერთი სა­ა­თით გა­მომ­ყავ­და. პირ­ვე­ლად მოს­კო­ვის პროს­პექ­ტი­დან ვარ­კე­თილ­ში რომ გა­ვე­დი და­მო­უ­კი­დებ­ლად, თავი შუ­მა­ხე­რი მე­გო­ნა. არა­და, ორი სა­ა­თი მო­ვან­დო­მე. თა­ვი­დან იმ ძმა­კა­ცებ­თან დავ­დი­ო­დი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობ­დნენ, სა­ბურ­თა­ლოს­კენ არც გა­მი­ხე­დავს.

- სად ცხოვ­რობ­დი მა­შინ?

- მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე. სპე­ცი­ა­ლუ­რად არ გა­და­ვარ­ქვი სა­ხე­ლი მოს­კო­ვის გამ­ზირს.

- რა­ტომ?

- თუ რუ­სეთს ვე­რა­ფერს მო­ვუ­ხერ­ხებ­დი, მოს­კო­ვის გამ­ზირს დავ­ბომ­ბავ­დი... მერე თბი­ლი­სი­დან გას­ვლამ მო­მი­წია. პირ­ვე­ლად სე­ნაკ­ში ჩას­ვლას რვა სა­ა­თი მო­ვან­დო­მე, ამ დროს სამი სა­ა­თი სჭირ­დე­ბა თბი­ლი­სი­დან. სა­ერ­თოდ, ჩემი ფეხი არ ჩერ­დე­ბა. ხან სა­მეგ­რე­ლო­ში ვარ, დე­დუ­ლეთ­ში, და ხან კა­ხეთ­ში, მა­მის მხა­რეს. პირ­ვე­ლი "აბ­გო­ნი" ორ­მო­ცით გა­ვა­კე­თე (იცი­ნის).

- "ბე­ემ­ვე" მა­ინც ავა­რი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი­ვე მან­ქა­ნად ეს მო­დე­ლი რა­ტომ აირ­ჩიე, თან კარ­გად მარ­თვა არ იცო­დი?

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მა, ბე­ბი­ებ­მა, ნა­თე­სა­ვებ­მა რომ გა­ი­გეს, "ბე­ემ­ვეს" ვყი­დუ­ლობ­დი, არ ესი­ა­მოვ­ნათ. მარ­თლაც დი­დია რის­კი, მაგ­რამ ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ვარ, რომ თუ მშვი­დად ივლი, არა­ფე­რი მოხ­დე­ბა. გაზს თუ არ მი­ა­ჭი­რე, მან­ქა­ნა თა­ვი­სით არ გარ­ბის. მე­ექ­ვსე წე­ლია, ამ მან­ქა­ნა­ზე ვზი­ვარ და ჯერ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა არ მქო­ნია. თა­ვი­დან ცოტა ვგი­ჟობ­დი, მო­სახ­ვევ­ში სრი­ა­ლით შეს­ვლა, სის­წრა­ფე მომ­წონ­და, მაგ­რამ მერე დავღ­ვინ­დი. მა­მა­ჩე­მი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ დაღ­ვინ­დე­ბი, სხვის სრი­ალ­ზეც კი ნერ­ვე­ბი მო­გეშ­ლე­ბაო. არ მჯე­რო­და, მაგ­რამ გა­მარ­თლდა მისი სი­ტყვე­ბი.

- დაღ­ვინ­დი?

- ასა­კობ­რი­ვად - არა, რო­გორც მძღო­ლი ისე დავღ­ვინ­დი. შე­იძ­ლე­ბა, 40 წლის ასაკ­ში დაჯ­დე სა­ჭეს­თან და 41 წლი­სამ ისევ მო­ას­რი­ა­ლო მან­ქა­ნა. არ მინ­დო­და მეხ­სე­ნე­ბი­ნა ეს 41, მა­ინც არ ამ­ცდა (იცი­ნის).

- მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ ქალ მძღო­ლებს, შენ­თვის თუ შე­უქ­მნია პრობ­ლე­მა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქესს?

- ზოგ­ჯერ არას­წორ მა­ნევ­რზე მი­ფიქ­რია, ამ მან­ქა­ნის სა­ჭეს ალ­ბათ ქალი უზის-მეთ­ქი და მარ­თა­ლიც აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ კარ­გი მძღო­ლო­ბა სქეს­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ისე­თი ქალი მძო­ლე­ბიც მი­ნა­ხავს, პირ­და­ღე­ბუ­ლი რომ და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ. ერთხელ, სა­ცობ­ში ისე ლა­მა­ზად, თევ­ზი­ვით გაძ­ვრა ქალი, თან ისე­თი სის­წრა­ფით, მან­ქა­ნის ჩაქ­რო­ბა, გად­მოს­ვლა და ტა­შის დაკ­ვრა მო­მინ­და. უბ­რა­ლოდ, კარი ვერ გა­ვა­ღე, ახ­ლოს მან­ქა­ნა მედ­გა. ამას ბევ­რი მა­მა­კა­ცი ვერ გა­ა­კე­თებ­და.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს პატ­რულ­თან?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, კარ­გი.

- მთავ­რო­ბა რომ შე­იც­ვა­ლა, მა­ინც?

- კი, მა­ინც. ყვე­ლა­ფე­რი და­მი­ყა­და­ღეთ და მან­ქა­ნა­საც მარ­თმევთ-მეთ­ქი, ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე და ეცი­ნე­ბათ. იუ­მო­რი მშვე­ლის.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართლოს ნატროშვილი ''კაზანტიპზე'' ექსპრეზიდენტის კარვით მივიდა

ქართლოს ნატროშვილი ''კაზანტიპზე'' ექსპრეზიდენტის კარვით მივიდა

ექსპრეზიდენტის პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი უკვე ხუთი წელია, ერთ მანქანას მართავს. ''ბეემვე''-ს ყიდვა რომ გადაწყვიტა, ბებიები შეშფოთდნენ, მაგრამ იუმორისტმა ისე მოახერხა, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ჰქონია.

- 2009 წელს ავიღე მართვის მოწმობა. ერთ კვირაში ჩამომივიდა მანქანაც ამერიკიდან. ბარაკ ობამას ბებიის ნაქონია (იცინის). სანამ მანქანა მეყოლებოდა, არავისთვის მითხოვია, საჭესთან დამსვი ან მათხოვე-მეთქი. გვერდით რომ ვეჯექი ძმაკაცებს, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდი, მძღოლის მიმიკებსაც კი ვიღებდი ერთ-ერთისგან, გიორგი გუგუშვილისგან. დღეს გვერდით რომ მიზის, მეუბნება, ასე მგონია, მე ვმართავ საჭესო. მადლობა ამ ადამიანს, რომ დღეს კარგად ვმართავ მანქანას... მანქანამ მასწავლა შიშიც, სისწრაფეც, თუ რამ ვიცი დღეს, ამის დამსახურებაა. თავდაპირველად ავტოფარეხიდან ერთი საათით გამომყავდა. პირველად მოსკოვის პროსპექტიდან ვარკეთილში რომ გავედი დამოუკიდებლად, თავი შუმახერი მეგონა. არადა, ორი საათი მოვანდომე. თავიდან იმ ძმაკაცებთან დავდიოდი, რომლებიც ჩემთან ახლოს ცხოვრობდნენ, საბურთალოსკენ არც გამიხედავს.

- სად ცხოვრობდი მაშინ?

- მოსკოვის გამზირზე. სპეციალურად არ გადავარქვი სახელი მოსკოვის გამზირს.

- რატომ?

- თუ რუსეთს ვერაფერს მოვუხერხებდი, მოსკოვის გამზირს დავბომბავდი... მერე თბილისიდან გასვლამ მომიწია. პირველად სენაკში ჩასვლას რვა საათი მოვანდომე, ამ დროს სამი საათი სჭირდება თბილისიდან. საერთოდ, ჩემი ფეხი არ ჩერდება. ხან სამეგრელოში ვარ, დედულეთში, და ხან კახეთში, მამის მხარეს. პირველი ''აბგონი'' ორმოცით გავაკეთე (იცინის).

- ''ბეემვე'' მაინც ავარიებთან ასოცირდება. პირველივე მანქანად ეს მოდელი რატომ აირჩიე, თან კარგად მართვა არ იცოდი?

- ჩემი ოჯახის წევრებმა, ბებიებმა, ნათესავებმა რომ გაიგეს, ''ბეემვეს'' ვყიდულობდი, არ ესიამოვნათ. მართლაც დიდია რისკი, მაგრამ ნათელი მაგალითი ვარ, რომ თუ მშვიდად ივლი, არაფერი მოხდება. გაზს თუ არ მიაჭირე, მანქანა თავისით არ გარბის. მეექვსე წელია, ამ მანქანაზე ვზივარ და ჯერ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მქონია. თავიდან ცოტა ვგიჟობდი, მოსახვევში სრიალით შესვლა, სისწრაფე მომწონდა, მაგრამ მერე დავღვინდი. მამაჩემი მეუბნებოდა, რომ დაღვინდები, სხვის სრიალზეც კი ნერვები მოგეშლებაო. არ მჯეროდა, მაგრამ გამართლდა მისი სიტყვები.

- დაღვინდი?

- ასაკობრივად - არა, როგორც მძღოლი ისე დავღვინდი. შეიძლება, 40 წლის ასაკში დაჯდე საჭესთან და 41 წლისამ ისევ მოასრიალო მანქანა. არ მინდოდა მეხსენებინა ეს 41, მაინც არ ამცდა (იცინის).

- მამაკაცები ხშირად აკრიტიკებენ ქალ მძღოლებს, შენთვის თუ შეუქმნია პრობლემა საწინააღმდეგო სქესს?

- ზოგჯერ არასწორ მანევრზე მიფიქრია, ამ მანქანის საჭეს ალბათ ქალი უზის-მეთქი და მართალიც აღმოვჩენილვარ, მაგრამ მაინც მგონია, რომ კარგი მძღოლობა სქესზე არაა დამოკიდებული. ისეთი ქალი მძოლებიც მინახავს, პირდაღებული რომ დავუტოვებივარ. ერთხელ, საცობში ისე ლამაზად, თევზივით გაძვრა ქალი, თან ისეთი სისწრაფით, მანქანის ჩაქრობა, გადმოსვლა და ტაშის დაკვრა მომინდა. უბრალოდ, კარი ვერ გავაღე, ახლოს მანქანა მედგა. ამას ბევრი მამაკაცი ვერ გააკეთებდა.

- როგორი ურთიერთობა გაქვს პატრულთან?

- საბედნიეროდ, კარგი.

- მთავრობა რომ შეიცვალა, მაინც?

- კი, მაინც. ყველაფერი დამიყადაღეთ და მანქანასაც მართმევთ-მეთქი, ვეუბნები ხოლმე და ეცინებათ. იუმორი მშველის.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება