სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ როინიშვილმა 12 კილო დაიკლო - ''რაც მეუღლეს დავშორდი, არავინ მყვარებია...''
მარიამ როინიშვილმა 12 კილო დაიკლო - ''რაც მეუღლეს დავშორდი, არავინ მყვარებია...''

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ხუ­თე სე­ზო­ნის ბევ­რი მო­ნა­წი­ლე არ­ცთუ ური­გოდ მოძ­რა­ობს სცე­ნა­ზე. ერთ-ერთ კარგ წყვი­ლად მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილ­სა და ლე­ვან ახვლე­დი­ანს მი­იჩ­ნე­ვენ. მა­რი­ამს ცეკ­ვე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს. დიდი სურ­ვი­ლი აქვს, ტან­გო კარ­გად ის­წავ­ლოს და იმე­დი აქვს, პრო­ექ­ტში იმ­დენ ხანს დარ­ჩე­ბა, რომ ამას მო­ა­ხერ­ხებს.

- მა­რი­ამ, დიდ­ხანს ფიქ­რობ­დი პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე?

- ბევ­რი ნამ­დვი­ლად არ მი­ფიქ­რია. ყვე­ლა სე­ზონს ვუ­ყუ­რებ­დი და სულ მინ­დო­და, ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამი­ტომ წა­მი­თაც არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით რა­ღაც გეგ­მე­ბი გა­დავ­დე. ახლა რომ­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ამ ეტაპ­ზე ცეკ­ვის სწავ­ლის სურ­ვილ­მა მძლია. ცეკ­ვა­ზე არას­დროს მივ­ლია და ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რა­ღაც დო­ნე­ზე მცოდ­ნო­და. ეს პრო­ექ­ტი მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ვის­წავ­ლო ის, რაც ასე ძა­ლი­ან მსურ­და.

- პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ­დე ძა­ლი­ან გახ­დი. ცეკ­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ მოგ­ცა სტი­მუ­ლი, წო­ნა­ში და­გეკ­ლო?

- პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ­დე გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ვი­წყე დი­ე­ტა. ნატა გა­გუა ფან­ტას­ტი­კუ­რი დი­ე­ტო­ლო­გია. კვე­ბას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სულ სხვა­ნა­ი­რად და­მა­ნახ­ვა. ახლა წო­ნის დაკ­ლე­ბა­ში, რა თქმა უნდა, ცეკ­ვე­ბიც მეხ­მა­რე­ბა.

- ერთი წლის წი­ნან­დელ მა­რი­ა­მზე რამ­დე­ნი კი­ლო­თი ნაკ­ლე­ბი ხარ?

- 12 კილო მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი. თუ კი­დევ და­ვიკ­ლებ, ძა­ლი­ან მა­გა­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ ასე არ მოხ­და, ახლა რო­გორც გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ესეც ძა­ლი­ან მომ­წონს. რამ­დე­ნი­მე კი­ლოს დაკ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ მა­წყენ­და. იმე­დი მაქვს, პრო­ექ­ტში დიდ­ხანს დავ­რჩე­ბი და კი­დევ უფრო გავ­ხდე­ბი.

- რო­გორ გა­ფა­სე­ბენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი?

- არ მახ­სოვს ჩემი ცხოვ­რე­ბის არც ერთი ეტა­პი, რო­დე­საც ჩემი ოჯა­ხი გვერ­დით არ მედ­გა. ახ­ლაც გვერ­დში მიდ­გა­ნან და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ მე ცეკ­ვებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი დრო და­ვუთ­მო.

- მოს­წონთ შე­დე­გი?

- მგო­ნი, მოს­წონთ. თამ­რი­კო და გია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ვერ შე­მა­ფა­სე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში კარ­გად ვი­ცეკ­ვე.

- ჟი­უ­რიმ აღ­ნიშ­ნა, რომ ჩა-ჩას ცეკ­ვი­სას შენი იმი­ჯი და­ამ­სხვრიე და სექ­სუ­ა­ლო­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნე.

- სი­ტყვა სექ­სუ­ა­ლურს რა­ტომ­ღაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცუდი გან­მარ­ტე­ბა აქვს. სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა რა­ღაც დო­ზით ყვე­ლა ქალ­ში დევს. რა­საც ახლა ვა­კე­თებ, ეს დრო­ე­ბი­თია. ჩემი პრო­ფე­სია არაა, თუმ­ცა ცეკ­ვა უსა­ზღვროდ მიყ­ვარს. ოპე­რის მომ­ღერ­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რა­მაა, თუმ­ცა ოპე­რა­შიც შე­იძ­ლე­ბა, მეც­ვას გა­მომ­წვე­ვად და სექ­სუ­ა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე, მაგ­რამ არც ეს იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა. ჩვენს ოჯახ­ში ეს გან­ხილ­ვის სა­გა­ნიც არაა. არა­ვინ მე­ტყვის, მა­რი­ამ, ზედ­მე­ტად მო­ღე­ბუ­ლი რა­ტომ გეც­ვაო. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, ჩემს ოჯახ­ში სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

- მამა - გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი თა­მა­შობს სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახალ სე­ზონ­ში. ადევ­ნებ თვალს?

- რა თქმა უნდა, ვუ­ყუ­რე და შე­იძ­ლე­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ, მაგ­რამ მამა ძა­ლი­ან მომ­წონს.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

მარიამ როინიშვილმა 12 კილო დაიკლო - ''რაც მეუღლეს დავშორდი, არავინ მყვარებია...''

მარიამ როინიშვილმა 12 კილო დაიკლო - ''რაც მეუღლეს დავშორდი, არავინ მყვარებია...''

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეხუთე სეზონის ბევრი მონაწილე არცთუ ურიგოდ მოძრაობს სცენაზე. ერთ-ერთ კარგ წყვილად მარიამ როინიშვილსა და ლევან ახვლედიანს მიიჩნევენ. მარიამს ცეკვები ძალიან უყვარს. დიდი სურვილი აქვს, ტანგო კარგად ისწავლოს და იმედი აქვს, პროექტში იმდენ ხანს დარჩება, რომ ამას მოახერხებს.

- მარიამ, დიდხანს ფიქრობდი პროექტში მონაწილეობაზე?

- ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია. ყველა სეზონს ვუყურებდი და სულ მინდოდა, ერთ-ერთი მონაწილე ვყოფილიყავი, ამიტომ წამითაც არ დავფიქრებულვარ. პროფესიული კუთხით რაღაც გეგმები გადავდე. ახლა რომში უნდა ვყოფილიყავი. ამ ეტაპზე ცეკვის სწავლის სურვილმა მძლია. ცეკვაზე არასდროს მივლია და ყოველთვის მინდოდა, რაღაც დონეზე მცოდნოდა. ეს პროექტი მაძლევს საშუალებას ვისწავლო ის, რაც ასე ძალიან მსურდა.

- პროექტში მონაწილეობამდე ძალიან გახდი. ცეკვებში მონაწილეობამ მოგცა სტიმული, წონაში დაგეკლო?

- პროექტში მონაწილეობამდე გაცილებით ადრე დავიწყე დიეტა. ნატა გაგუა ფანტასტიკური დიეტოლოგია. კვებასთან დამოკიდებულება სულ სხვანაირად დამანახვა. ახლა წონის დაკლებაში, რა თქმა უნდა, ცეკვებიც მეხმარება.

- ერთი წლის წინანდელ მარიამზე რამდენი კილოთი ნაკლები ხარ?

- 12 კილო მაქვს დაკლებული. თუ კიდევ დავიკლებ, ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ახლა როგორც გამოვიყურები, ესეც ძალიან მომწონს. რამდენიმე კილოს დაკლება ნამდვილად არ მაწყენდა. იმედი მაქვს, პროექტში დიდხანს დავრჩები და კიდევ უფრო გავხდები.

- როგორ გაფასებენ ოჯახის წევრები?

- არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი ეტაპი, როდესაც ჩემი ოჯახი გვერდით არ მედგა. ახლაც გვერდში მიდგანან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მე ცეკვებს მაქსიმალურად ბევრი დრო დავუთმო.

- მოსწონთ შედეგი?

- მგონი, მოსწონთ. თამრიკო და გია პროფესიონალურად ვერ შემაფასებენ. ამბობენ, რომ მთლიანობაში კარგად ვიცეკვე.

- ჟიურიმ აღნიშნა, რომ ჩა-ჩას ცეკვისას შენი იმიჯი დაამსხვრიე და სექსუალობა წარმოაჩინე.

- სიტყვა სექსუალურს რატომღაც საქართველოში ცუდი განმარტება აქვს. სექსუალურობა რაღაც დოზით ყველა ქალში დევს. რასაც ახლა ვაკეთებ, ეს დროებითია. ჩემი პროფესია არაა, თუმცა ცეკვა უსაზღვროდ მიყვარს. ოპერის მომღერლობა აბსოლუტურად სხვა რამაა, თუმცა ოპერაშიც შეიძლება, მეცვას გამომწვევად და სექსუალურად გამოვიყურებოდე, მაგრამ არც ეს იქნება პრობლემა. ჩვენს ოჯახში ეს განხილვის საგანიც არაა. არავინ მეტყვის, მარიამ, ზედმეტად მოღებული რატომ გეცვაო. ძალიან გამიმართლა, ჩემს ოჯახში საღად მოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ.

- მამა - გია როინიშვილი თამაშობს სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' ახალ სეზონში. ადევნებ თვალს?

- რა თქმა უნდა, ვუყურე და შეიძლება, სუბიექტური ვარ, მაგრამ მამა ძალიან მომწონს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება