რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გავლენა იქონია და აგრესორი ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ამის მაგალითად ქერიმ რუსული რუბლი დაასახელა. ამერიკის სახელმწიფო მდივანის თქმით, 1999 წელს, ევროს შემოღების შემდეგ, რუბლი ყველაზე დაბალ დონეზეა და რუსეთი მილიარდობით დოლარს ხარჯავს მის შესანარჩუნებლად.
ჯონ ქერის თქმით, ასევე გაიაფდა ნავთობის ფასი, რასაც მისი ვერსიით, რუსეთის ეკონომიკასა და ბიუჯეტზე ნეგატიური გავლენა აქვს. მისივე განცხადებით, ეცემა მთლიანი შიდა პროდუქტიც და რუსეთში სერიოზული პრობლემებია.ამერიკის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნოს რუსეთთან და ევროპასთან და მათ შორის ხიდის როლი იტვირთოს. რუსეთის ხელისუფლებამ კი, კონსტრუქციულად უნდა იმუშავოს და არ დაარღვიოს საერთაშორისო სტანდარტები, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელმძღვანელობს.