პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხზე
ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხზე

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ აკონ­კრე­ტებს, და­ა­ყე­ნებს თუ არა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უწყე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბის გამო.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ტე­ლე­ი­მე­დის" გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და, "გა­მო­ძი­ე­ბას უნდა და­ვე­ლო­დოთ".

"მე არა­ფერს გე­ტყვით ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უნდა და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას. მი­ნის­ტრი ჩა­მო­ვა, პა­სუხს გას­ცემს კი­თხვებ­ზე. გპირ­დე­ბით, პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, თავ­დაც­ვის უწყე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბის საქ­მე არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­მე, ის მძი­მე საქ­მეა და მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კი­თხვე­ბი მა­საც აქვს.

"ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­მე. საქ­მე ეხე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 5 მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და­კა­ვე­ბას. მეც გან­ვი­ცა­დე და გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს. ბუ­ნებ­რი­ვია, გულ­გრი­ლი ვერ შევ­ხვდე­ბი ჩემი მთავ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ნის­ტრის უწყე­ბა­ში აგო­რე­ბულ სკან­დალს და შე­საძ­ლო კო­რუფ­ცი­ულ საქ­მეს, 5 ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბას. რა თქმა უნდა, მეც ვგრძნობ ჩემ წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას გან­ვუ­მარ­ტოთ, რას­თან გვაქვს საქ­მე. რა თქმა უნდა მძი­მეა, მეც მაქვს შე­კი­თხვე­ბი, თუმ­ცა ჯერ არ მი­ნა­ხავს მი­ნის­ტრი ალა­სა­ნია. ვა­პი­რებ სა­უ­ბარს, ალ­ბათ თვი­თო­ნაც გან­მარ­ტავს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, თუ რას­თან გვაქვს საქ­მე. ამას გარ­კვე­ვა სჭირ­დე­ბა და მას­ზე გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. თუ მარ­თლა ისეა, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მო­ვის­მი­ნეთ, რა თქმა უნდა, მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ეს უწყე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მძი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა, თუმ­ცა შე­კი­თხვა­ზე, იგუ­ლის­ხმა თუ არა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­აც, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ წი­ნას­წარ ვერ იტყვის.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­კი­თხვებს შო­რის, რო­მე­ლიც ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პი­რა­დად მას აქვს, არის ისიც, თუ რა­ტომ გა­და­ი­ხა­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კა­ბე­ლებ­ში 6,5 მლნ ლარი, როცა აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2,5 მლნ ლარი ჯდე­ბო­და.

"უნდა და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რა გამჭვირ­ვა­ლედ წარ­მარ­თავს პრო­ცესს, რომ არც ერთი კი­თხვა არ დარ­ჩეს პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი. რაც მე მი­თხრეს, ძა­ლი­ან მოკ­ლე ვა­და­ში მოხ­და ტენ­დე­რის ჩა­ტა­რე­ბა, კომ­პა­ნი­ებ­მა ვერ შეძ­ლეს პი­რო­ბე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა. კი­თხვა ჩნდე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რა­ტომ მოხ­და, რომ 6,5 მლნ ავან­სის სა­ხით იქნა გა­დახ­დი­ლი, როცა კონ­ტრაქ­ტის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 6, 700 მლნ ლარი იყო? გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს კი­თხვა, რა­ტომ გა­და­ი­ხა­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კა­ბელ­ში 6,500 მლნ, როცა აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჯდე­ბო­და 2,500 მლნ - 4 მლნ გა­იფ­ლან­გა", - გან­მარ­ტა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის თქმით, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რაც და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროც მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბია, მის­თვის ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა საქ­მე­ზე და­დე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"ორი­ვე უწყე­ბა ჩემს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია და მე ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში გან­ვიც­დი, რა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა საქ­მე. თუ ერ­თმა ვერ და­ამ­ტკი­ცა და­ნა­შა­უ­ლი, ჩემ­თვის ეს მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა და პი­რი­ქით", - გან­მარ­ტა პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხზე

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, დააყენებს თუ არა თავდაცვის მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უწყების მაღალჩინოსნების დაკავების გამო.

როგორც ღარიბაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, "გამოძიებას უნდა დაველოდოთ".

"მე არაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მინისტრი ჩამოვა, პასუხს გასცემს კითხვებზე. გპირდებით, პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი განმარტებით, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საქმე არ არის ჩვეულებრივი საქმე, ის მძიმე საქმეა და მომხდართან დაკავშირებით შეკითხვები მასაც აქვს.

"ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის დაკავებას. მეც განვიცადე და განვიცდი ამ ამბავს. ბუნებრივია, გულგრილი ვერ შევხვდები ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მინისტრის უწყებაში აგორებულ სკანდალს და შესაძლო კორუფციულ საქმეს, 5 ადამიანის დაკავებას. რა თქმა უნდა, მეც ვგრძნობ ჩემ წილ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ მოსახლეობას განვუმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა მძიმეა, მეც მაქვს შეკითხვები, თუმცა ჯერ არ მინახავს მინისტრი ალასანია. ვაპირებ საუბარს, ალბათ თვითონაც განმარტავს მოქალაქეებისთვის, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამას გარკვევა სჭირდება და მასზე გულგრილი დამოკიდებულება არ შეიძლება. თუ მართლა ისეა, რაც პროკურატურისგან მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, მძიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს უწყების მაღალჩინოსნების მძიმე პასუხისმგებლობას დააყენებს", - განაცხადა პრემიერმა, თუმცა შეკითხვაზე, იგულისხმა თუ არა ირაკლი ალასანიაც, ღარიბაშვილმა განმარტა, რომ წინასწარ ვერ იტყვის.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შეკითხვებს შორის, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით პირადად მას აქვს, არის ისიც, თუ რატომ გადაიხადა თავდაცვის სამინისტრომ კაბელებში 6,5 მლნ ლარი, როცა აღმოჩნდა, რომ სამუშაოები 2,5 მლნ ლარი ჯდებოდა.

"უნდა დაველოდოთ გამოძიებას, პროკურატურა გამჭვირვალედ წარმართავს პროცესს, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. რაც მე მითხრეს, ძალიან მოკლე ვადაში მოხდა ტენდერის ჩატარება, კომპანიებმა ვერ შეძლეს პირობებისთვის მომზადება. კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, რატომ მოხდა, რომ 6,5 მლნ ავანსის სახით იქნა გადახდილი, როცა კონტრაქტის საერთო ღირებულება 6, 700 მლნ ლარი იყო? გარდა ამისა, არსებობს კითხვა, რატომ გადაიხადა თავდაცვის სამინისტრომ კაბელში 6,500 მლნ, როცა აღმოჩნდა, რომ სამუშაოები ჯდებოდა 2,500 მლნ - 4 მლნ გაიფლანგა", - განმარტა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ მთავარი პროკურატურაც და თავდაცვის სამინისტროც მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურებია, მისთვის ორივე შემთხვევაში მტკივნეული იქნება საქმეზე დადებული გადაწყვეტილება.

"ორივე უწყება ჩემს დაქვემდებარებაშია და მე ორივე შემთხვევაში განვიცდი, რა შედეგით დასრულდება საქმე. თუ ერთმა ვერ დაამტკიცა დანაშაული, ჩემთვის ეს მტკივნეული იქნება და პირიქით", - განმარტა პრემიერმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა