წარმატებით დასრულდა ურთულესი ქირურგიული ოპერაცია თურქეთის ქალაქ იზმირში, სადაც 6 წლის ქართველ გოგონას - სოფიო მხატვრიშვილს, თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ, დღეს თითქმის ყველა თურქული მედია გამოცემა ავრცელებს, რომლებიც იტყობინებიან, რომ ბავშვის დონორი დედა იყო.
ონლაინ-გამოცემა www.haberexen.com-ის ინფორმაციით, ბავშვს თირკმელების უკმარისობის დიაგნოზი ორი წლის წინ დაუსვეს. თავდაპირველად მას თირკმლის ნაწილი გადაუნერგეს. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დედამ - შორენა მხატვრიშვილმა გადაწყვიტა შვილისათვის ერთი თირკმელი გადაენერგა.
სრულად gurianews.com