მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე სწყდება გული გიგა კუხიანიძეს - ''ჩვენ ასეთი გულშემატკივრობა არ ვიცით''
რაზე სწყდება გული გიგა კუხიანიძეს - ''ჩვენ ასეთი გულშემატკივრობა არ ვიცით''

წელს სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზია" მალ­ტა­ში ჩა­ტარ­დე­ბა. ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე 15 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს 10 წლის ლა­მა­ზი გო­გო­ნა, ლიზი ჯა­ფა­რი­ძე წა­რად­გენს. ლი­ზის სას­ცე­ნო სა­ხე­ლიც აქვს, - "ლიზი პოპ".

"ბედ­ნი­ე­რი დღე", - ასე ჰქვია სიმ­ღე­რას, რო­მელ­საც ლიზი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ გა­ი­ტანს. სიმ­ღე­რა გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძეს ეკუთ­ვნის, არან­ჟი­რე­ბა - რომა გი­ორ­გა­ძეს. კონ­კურ­სის ტრანსლი­რე­ბა, რო­გორც ყო­ველ­თვის, "პირ­ვე­ლი არ­ხის" სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­დე­ბა. კომ­პო­ზი­ტო­რი გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე უკვე მეშ­ვი­დედ წა­რად­გენს სა­ქარ­თვე­ლო­დან კონ­კურ­სანტს სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე". აქე­დან 2 კონ­კურ­სი მო­ი­გო, ორ­ჯერ მე­ო­თხე ად­გი­ლი აიღო, ერთხელ - მე­ხუ­თე და ერთხელ - მე­ო­რე.

რა პროგ­ნოზს აკე­თებს წლე­ვან­დელ კონ­კურ­სზე და რო­გორ ემ­ზა­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის­თვის, გიგა თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- დიდი სამ­ზა­დი­სი გვაქვს. ვი­დე­ორ­გო­ლი უკვე და­ვამ­ზა­დეთ და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს ნა­ხოს. გვექ­ნე­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სა­სა­ჩუქ­რე პა­კე­ტე­ბი, რომ­ლებ­საც და­ვუ­რი­გებთ კონ­კურ­სან­ტებს, ისი­ნიც ანა­ლო­გი­ურს ამ­ზა­დე­ბენ, ეს ტრა­დი­ცი­აა. გვექ­ნე­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი აუ­დი­ო­სი­დი. დაგ­ვრჩა კოს­ტი­უ­მე­ბი. ამა­ზე დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­კა ქურ­დუ­ბა­ძე მუ­შა­ობს. ლიზი ჯა-ფა­რი­ძე 10 წლი­საა, კარ­გად იცის ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი, ფრან­გუ­ლი. ჩვე­ნი სტუ­დი­ის ბავ­შვია. "ქენ­დის­თან" აქვს დუ­ე­ტი ჩა­წე­რი­ლი, მო­ნა­წი­ლე­ობს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან მუ­სი­კა­ლურ ფილმში, რო­მე­ლიც ჩვენ გა­და­ვი­ღეთ, მთა­ვარ როლ­შია. აქვს რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლუ­რი ვი­დე­ორ­გო­ლი. ბევრ სა­ბავ­შვო კონ­ცერ­ტზე გა­მო­დი­ო­და. ასე რომ, ეკ­რა­ნი და ვი­დე­ო­კა­მე­რა მის­თვის უცხო ნამ­დვი­ლად არ არის. კას­ტინგზეც გა­მო­ი­ჩი­ნა თავი და ჟი­უ­რიმ სწო­რედ ის შე­არ­ჩია წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის­თვის.

- თუ გაქვს წარ­მოდ­გე­ნა, რა კა­ტე­გო­რი­ის კონ­კურ­სან­ტებს შე­ე­ჭი­დე­ბით და რო­გო­რია შენი პროგ­ნო­ზი?

- წელს კონ­კურ­სში 16 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს, კარ­გი ბავ­შვე­ბი არი­ან. წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. როცა მე­გო­ნა, მე­ხუ­თე ად­გილ­საც ვერ ავი­ღებ­დით, ზუს­ტად მა­შინ გა­ვი­მარ­ჯვეთ. მთა­ვა­რია, ბავ­შვი იყოს კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ნო­მე­რი - დახ­ვე­წი­ლი, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი და მი­ვაღ­წი­ოთ სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის ხა­რისხს. რომ გი­თხრათ, გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი მაქვს-მეთ­ქი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. ნა­ნა­ხი მაქვს სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, მაგ­რამ არც ესაა წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზის სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­ნამ რე­პე­ტი­ცი­ას არ ვნა­ხავ, დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა.

- ხში­რად ამ კონ­კურ­სზე ბავ­შვე­ბი ჩაც­მის სტი­ლით, ნომ­რით, სიმ­ღე­რით დი­დებს ემ­სგავ­სე­ბი­ან ხოლ­მე, რო­გო­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი ნო­მე­რი?

- ლიზი ათი წლი­საა და ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მის ასაკს. ჩვე­ნი ნო­მე­რი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ბავ­შვუ­რი, თუმ­ცა ვერ გე­ტყვი, რომ ბავ­შვუ­რი ნო­მე­რი გვქონ­და ყო­ველ წე­ლი­წადს. ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით ასაკს. მა­რი­ამ კა­ხე­ლიშ­ვი­ლი 15 წლის იყო და შე­სა­ბა­მი­სი ნო­მე­რი მო­ვუმ­ზა­დეთ. ჯგუფ­ში "ქენ­დი" სხვა­დას­ხვა ასა­კი იყო... სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბია. ეს ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რო­დე­საც პირ­ვე­ლად მი­ვი­ღეთ ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ბავ­შვე­ბი სცე­ნა­ზე კოპ­ლე­ბი­ა­ნი კა­ბე­ბი­თა და ბაფ­თე­ბით გა­მო­დი­ოდ­ნენ. ჩვენ ცოტა თა­მა­მი სტი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ. ვარ­დის­ფე­რი პა­რი­კე­ბი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯი. მოგ­ვბა­ძეს სხვებ­მაც, გა­ა­თა­ნა­მედ­რო­ვეს ჩაც­მაც, ნომ­რე­ბიც, სიმ­ღე­რე­ბიც კი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

რაზე სწყდება გული გიგა კუხიანიძეს - ''ჩვენ ასეთი გულშემატკივრობა არ ვიცით''

რაზე სწყდება გული გიგა კუხიანიძეს - ''ჩვენ ასეთი გულშემატკივრობა არ ვიცით''

წელს საბავშვო ''ევროვიზია'' მალტაში ჩატარდება. ამ საერთაშორისო კონკურსზე 15 ნოემბერს საქართველოს 10 წლის ლამაზი გოგონა, ლიზი ჯაფარიძე წარადგენს. ლიზის სასცენო სახელიც აქვს, - ''ლიზი პოპ''.

''ბედნიერი დღე'', - ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ლიზი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანს. სიმღერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, არანჟირება - რომა გიორგაძეს. კონკურსის ტრანსლირება, როგორც ყოველთვის, ''პირველი არხის'' საშუალებით მოხდება. კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე უკვე მეშვიდედ წარადგენს საქართველოდან კონკურსანტს საბავშვო ''ევროვიზიაზე''. აქედან 2 კონკურსი მოიგო, ორჯერ მეოთხე ადგილი აიღო, ერთხელ - მეხუთე და ერთხელ - მეორე.

რა პროგნოზს აკეთებს წლევანდელ კონკურსზე და როგორ ემზადება შემოქმედებითი ჯგუფი საერთაშორისო კონკურსისთვის, გიგა თავად გიამბობთ.

- დიდი სამზადისი გვაქვს. ვიდეორგოლი უკვე დავამზადეთ და ინტერნეტმომხმარებელს საშუალება აქვს ნახოს. გვექნება ძალიან ლამაზი სასაჩუქრე პაკეტები, რომლებსაც დავურიგებთ კონკურსანტებს, ისინიც ანალოგიურს ამზადებენ, ეს ტრადიციაა. გვექნება ძალიან ლამაზი აუდიოსიდი. დაგვრჩა კოსტიუმები. ამაზე დიზაინერი მარიკა ქურდუბაძე მუშაობს. ლიზი ჯა-ფარიძე 10 წლისაა, კარგად იცის ინგლისური, რუსული, ფრანგული. ჩვენი სტუდიის ბავშვია. ''ქენდისთან'' აქვს დუეტი ჩაწერილი, მონაწილეობს მოკლემეტრაჟიან მუსიკალურ ფილმში, რომელიც ჩვენ გადავიღეთ, მთავარ როლშია. აქვს რამდენიმე მუსიკალური ვიდეორგოლი. ბევრ საბავშვო კონცერტზე გამოდიოდა. ასე რომ, ეკრანი და ვიდეოკამერა მისთვის უცხო ნამდვილად არ არის. კასტინგზეც გამოიჩინა თავი და ჟიურიმ სწორედ ის შეარჩია წლევანდელი კონკურსისთვის.

- თუ გაქვს წარმოდგენა, რა კატეგორიის კონკურსანტებს შეეჭიდებით და როგორია შენი პროგნოზი?

- წელს კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობს, კარგი ბავშვები არიან. წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გამოცდილება მაქვს. როცა მეგონა, მეხუთე ადგილსაც ვერ ავიღებდით, ზუსტად მაშინ გავიმარჯვეთ. მთავარია, ბავშვი იყოს კარგად მომზადებული, ნომერი - დახვეწილი, ყველასგან გამორჩეული და მივაღწიოთ საუკეთესო შესრულების ხარისხს. რომ გითხრათ, გამარჯვების იმედი მაქვს-მეთქი, დაუჯერებელი იქნება, თუმცა ყველაფერი ხდება. ნანახი მაქვს სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ვიდეორგოლები, მაგრამ არც ესაა წინასწარი პროგნოზის საშუალება. სანამ რეპეტიციას არ ვნახავ, დასკვნების გაკეთება გამიჭირდება.

- ხშირად ამ კონკურსზე ბავშვები ჩაცმის სტილით, ნომრით, სიმღერით დიდებს ემსგავსებიან ხოლმე, როგორი იქნება თქვენი ნომერი?

- ლიზი ათი წლისაა და ვითვალისწინებთ მის ასაკს. ჩვენი ნომერი იქნება ძალიან ბავშვური, თუმცა ვერ გეტყვი, რომ ბავშვური ნომერი გვქონდა ყოველ წელიწადს. ყოველთვის ვითვალისწინებდით ასაკს. მარიამ კახელიშვილი 15 წლის იყო და შესაბამისი ნომერი მოვუმზადეთ. ჯგუფში ''ქენდი'' სხვადასხვა ასაკი იყო... სიმართლე გითხრათ, საბავშვო ''ევროვიზიაზე'' ახალი ტენდენციებია. ეს ჩვენი დამსახურებაა. როდესაც პირველად მივიღეთ ამ კონკურსში მონაწილეობა, ბავშვები სცენაზე კოპლებიანი კაბებითა და ბაფთებით გამოდიოდნენ. ჩვენ ცოტა თამამი სტილი შევიტანეთ. ვარდისფერი პარიკები, განსხვავებული იმიჯი. მოგვბაძეს სხვებმაც, გაათანამედროვეს ჩაცმაც, ნომრებიც, სიმღერებიც კი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება