მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა ჩიქოვანი - ''მინდა, პირველი ქართველი ვიყო სან-რემოზე''
ლუკა ჩიქოვანი - ''მინდა, პირველი ქართველი ვიყო სან-რემოზე''

იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ლუკა ჩი­ქო­ვა­ნი თბი­ლის­ში ორი კვი­რით იმ­ყო­ფე­ბო­და და თბი­ლი­სე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის ორ კლუბ­ში გა­მარ­თა კონ­ცერ­ტი. ლუკა 8 წლი­დან რომ­ში ცხოვ­რობს და საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია ახალ­გაზ­რდებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მის მუ­სი­კა­ლურ მიღ­წე­ვებს, კა­რი­ე­რის პირ­ველ ეტაპ­ზე ის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბის ქა­ვე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი. ახ­ლა­ხან მი­სით ერთ-ერთი იტა­ლი­უ­რი ჟურ­ნა­ლიც და­ინ­ტე­რეს­და.

დღე­ის­თვის ის სა­კუ­თა­რი რე­პერ­ტუ­ა­რით იტა­ლი­ის მრა­ვალ მუ­სი­კა­ლურ ჩარ­ტში ლი­დე­რობს. მისი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა "ტემ­პო ელ ტემ­პო" იტა­ლი­ა­ში Iტუ­ნეს-ის ჩა­მოტვირ­თვე­ბის ტოპ 40-შია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­დან შორს ცხოვ­რობს, მშობ­ლი­უ­რი ენა არ დაჰვი­წყე­ბია..

.

- 20 წლის ვარ. დედა იტა­ლი­ა­ში მუ­შა­ობ­და და 6 წლის ვი­ყა­ვი, მას­თან რომ წა­ვე­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­ბი­კო დარ­ჩა. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მომ­წონ­და მუ­სი­კა და ცეკ­ვა. "იუ­თუბ­ზე" ვუ­ყუ­რებ­დი და ვუს­მენ­დი ბევრ მომ­ღე­რალს. მა­შინ ვთქვი, რომ ეს მეც შე­მეძ­ლო. გა­და­ვი­ღე ერთი ვი­დეო და "იუ­თუბ­ზე" ავ­ტვირ­თე, რო­მელ­საც თით­ქმის სა­მა­სი ათა­სი მნახ­ვე­ლი ჰყავ­და. ამის შემ­დეგ მო­მინ­და სიმ­ღე­რის სტუ­დი­ა­ში ჩა­წე­რა, რაც რომ­ში დიდ თან­ხებს უკავ­შირ­დე­ბა. სა­ა­თი 50-100 ევ­რო­დან იწყე­ბა. დავ­დი­ო­დი კლუ­ბებ­ში და ვე­კი­თხე­ბო­დი, სჭირ­დე­ბო­დათ თუ არა ფლა­ე­რე­ბის დამ­რი­გე­ბე­ლი. ვფიქ­რობ­დი, სა­ათ­ში ათ-ოც ევ­როს თუ გა­ვა­კე­თებ, სტუ­დი­ა­ში მი­ვალ და სიმ­ღე­რას ჩავ­წერ-მეთ­ქი. ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში რომ შე­ვე­დი, და­ინ­ტე­რეს­დნენ, რის­თვის მჭირ­დე­ბო­და ფული. როცა ვუ­თხა­რი, აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ მა­ღა­ზი­ის ქვეშ ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დია იყო, მო­ის­მი­ნეს ჩემ მიერ ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­გორც ჩანს, მო­ე­წო­ნათ, რად­გან ერთ კვი­რა­ში კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მეთ (იღი­მის).

ჩემი ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი 16 წე­ლია, იტა­ლი­ა­ში ფეს­ტი­ვალ "სან რე­მო­ზე" მუ­შა­ობს და პრო­დი­უ­სე­რო­ბას­თან ერ­თად, ვო­კა­ლის პე­და­გო­გია. თა­ვი­დან რამ­დე­ნი­მე ქა­ვე­რი გა­ვა­კე­თეთ, ერთ-ერთს 80 ათა­სი მნახ­ვე­ლი ჰყავ­და, მერე უკვე და­ვი­წყეთ ჩემს ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბა და უკვე ორი წე­ლია, გა­მო­საშ­ვე­ბად ვამ­ზა­დებთ. მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ახ­ლაც ვაგ­რძე­ლებ და სა­ვა­რა­უ­დოდ, ალ­ბომს "სტარტ", ანუ "და­სა­წყი­სი" ერ­ქმე­ვა.

- ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ყო­ფილ­ხარ...

- კი, ასე გა­მო­დის. იტა­ლი­ა­ში რა­მის გა­კე­თე­ბა, პრო­დუქ­ცია თუ გინ­და, შენ უნდა გა­და­ი­ხა­დო, მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იშ­ვი­ა­თად და თან რთუ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში კი ისე მოხ­და, რომ და­მი­ჯე­რეს და ჩემ­ში ფული "ჩა­დეს".

- რას უს­მე­ნენ იტა­ლი­ა­ში ახალ­გაზ­რდე­ბი?

- იტა­ლი­ა­ში, ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა ერთი სტი­ლის მუ­სი­კას აკე­თებს. პრო­დი­უ­სე­რებს ეში­ნი­ათ, რამე სხვას მოჰ­კი­დონ ხელი, შე­იძ­ლე­ბა, ხალ­ხს არ მო­ე­წო­ნოს. თუმ­ცა პი­რა­დად მე სხვა­დას­ხვა სტი­ლის მუ­სი­კა მომ­წონს, მსოფ­ლი­ოს სხვა მუ­სი­კა­ლურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებს ვა­დევ­ნებ თვალს, ამი­ტომ ჩემს ალ­ბომ­ში შევა პოპ­მუ­სი­კა, ჰიპ-ჰოპი, ელექტრო­ნუ­ლი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ჟან­რის სიმ­ღე­რა. ჩემი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა "ტემ­პო ელ ტემ­პო" იტა­ლი­ა­ში Iტუ­ნეს-ის ჩა­მოტვირ­თვე­ბის ტოპ 40-ში მოხ­ვდა. ერთ დღე­ში ჩემი სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან კარ­გად გა­ი­ყი­და.

- შენი აზ­რით, რით და­ა­ინ­ტე­რე­სე მსმე­ნე­ლი?

- იტა­ლია ევ­რო­პა­ში, ვი­ტყო­დი, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ქვე­ყა­ნაა თი­ნე­ი­ჯე­რი ფა­ნე­ბის მხრივ, თუმ­ცა ისი­ნი ლონ­დონ­სა და ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე მომ­ღერ­ლებს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. იტა­ლი­ა­ში ძა­ლი­ან ცოტა ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ფიქ­რე, რომ სიმ­ღე­რით ხალ­ხს შე­ვუყ­ვარ­დე­ბო­დი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ლუკა ჩიქოვანი - ''მინდა, პირველი ქართველი ვიყო სან-რემოზე''

ლუკა ჩიქოვანი - ''მინდა, პირველი ქართველი ვიყო სან-რემოზე''

იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ლუკა ჩიქოვანი თბილისში ორი კვირით იმყოფებოდა და თბილისელი მსმენელისთვის ორ კლუბში გამართა კონცერტი. ლუკა 8 წლიდან რომში ცხოვრობს და საკმაოდ პოპულარულია ახალგაზრდებში. რაც შეეხება მის მუსიკალურ მიღწევებს, კარიერის პირველ ეტაპზე ის სოციალურ ქსელებში სხვა პოპულარული მომღერლების ქავერების შესრულებით გახდა ცნობილი. ახლახან მისით ერთ-ერთი იტალიური ჟურნალიც დაინტერესდა.

დღეისთვის ის საკუთარი რეპერტუარით იტალიის მრავალ მუსიკალურ ჩარტში ლიდერობს. მისი პირველი სიმღერა ''ტემპო ელ ტემპო'' იტალიაში Iტუნეს-ის ჩამოტვირთვების ტოპ 40-შია. მიუხედავად იმისა, რომ წლებია საქართველოდან შორს ცხოვრობს, მშობლიური ენა არ დაჰვიწყებია..

.

- 20 წლის ვარ. დედა იტალიაში მუშაობდა და 6 წლის ვიყავი, მასთან რომ წავედი. საქართველოში ბებიკო დარჩა. პატარაობიდანვე მომწონდა მუსიკა და ცეკვა. ''იუთუბზე'' ვუყურებდი და ვუსმენდი ბევრ მომღერალს. მაშინ ვთქვი, რომ ეს მეც შემეძლო. გადავიღე ერთი ვიდეო და ''იუთუბზე'' ავტვირთე, რომელსაც თითქმის სამასი ათასი მნახველი ჰყავდა. ამის შემდეგ მომინდა სიმღერის სტუდიაში ჩაწერა, რაც რომში დიდ თანხებს უკავშირდება. საათი 50-100 ევროდან იწყება. დავდიოდი კლუბებში და ვეკითხებოდი, სჭირდებოდათ თუ არა ფლაერების დამრიგებელი. ვფიქრობდი, საათში ათ-ოც ევროს თუ გავაკეთებ, სტუდიაში მივალ და სიმღერას ჩავწერ-მეთქი. ერთ-ერთ მაღაზიაში რომ შევედი, დაინტერესდნენ, რისთვის მჭირდებოდა ფული. როცა ვუთხარი, აღმოჩნდა, რომ იმ მაღაზიის ქვეშ ხმის ჩამწერი სტუდია იყო, მოისმინეს ჩემ მიერ ინტერნეტში განთავსებული ვიდეო, როგორც ჩანს, მოეწონათ, რადგან ერთ კვირაში კონტრაქტი გავაფორმეთ (იღიმის).

ჩემი ერთ-ერთი პროდიუსერი 16 წელია, იტალიაში ფესტივალ ''სან რემოზე'' მუშაობს და პროდიუსერობასთან ერთად, ვოკალის პედაგოგია. თავიდან რამდენიმე ქავერი გავაკეთეთ, ერთ-ერთს 80 ათასი მნახველი ჰყავდა, მერე უკვე დავიწყეთ ჩემს ალბომზე მუშაობა და უკვე ორი წელია, გამოსაშვებად ვამზადებთ. მათთან თანამშრომლობას ახლაც ვაგრძელებ და სავარაუდოდ, ალბომს ''სტარტ'', ანუ ''დასაწყისი'' ერქმევა.

- ძალიან იღბლიანი ყოფილხარ...

- კი, ასე გამოდის. იტალიაში რამის გაკეთება, პროდუქცია თუ გინდა, შენ უნდა გადაიხადო, მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობა იშვიათად და თან რთულად არის შესაძლებელი. ჩემ შემთხვევაში კი ისე მოხდა, რომ დამიჯერეს და ჩემში ფული ''ჩადეს''.

- რას უსმენენ იტალიაში ახალგაზრდები?

- იტალიაში, ძირითადად, ყველა ერთი სტილის მუსიკას აკეთებს. პროდიუსერებს ეშინიათ, რამე სხვას მოჰკიდონ ხელი, შეიძლება, ხალხს არ მოეწონოს. თუმცა პირადად მე სხვადასხვა სტილის მუსიკა მომწონს, მსოფლიოს სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს ვადევნებ თვალს, ამიტომ ჩემს ალბომში შევა პოპმუსიკა, ჰიპ-ჰოპი, ელექტრონული და კიდევ რამდენიმე ჟანრის სიმღერა. ჩემი პირველი სიმღერა ''ტემპო ელ ტემპო'' იტალიაში Iტუნეს-ის ჩამოტვირთვების ტოპ 40-ში მოხვდა. ერთ დღეში ჩემი სიმღერა ძალიან კარგად გაიყიდა.

- შენი აზრით, რით დააინტერესე მსმენელი?

- იტალია ევროპაში, ვიტყოდი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა თინეიჯერი ფანების მხრივ, თუმცა ისინი ლონდონსა და ამერიკაში მოღვაწე მომღერლებს გულშემატკივრობენ. იტალიაში ძალიან ცოტა ახალგაზრდა მომღერალია და აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ სიმღერით ხალხს შევუყვარდებოდი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება