პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახსოვს, "სახეში" ხაჩიძე გამოყოფდა თავს და "ოეს" ან "ეას" ამბობდა" - კრიტიკა კრიტიკის წილ, ამალიასთვის
"მახსოვს, "სახეში" ხაჩიძე გამოყოფდა თავს და "ოეს" ან "ეას" ამბობდა" - კრიტიკა კრიტიკის წილ, ამალიასთვის

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე ამა­ლია ჯიბ­ლა­ძის გარ­შე­მო ატე­ხილ სკან­დალს ეხ­მა­უ­რე­ბა და მი­იჩ­ნევს, რომ ანრი ჯო­ხა­ძემ, გოგა ხა­ჩი­ძემ და სხვა ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ამა­ლია ჯიბ­ლა­ძის ნი­ჭი­ე­რე­ბა­ში ეჭვი შე­ი­ტა­ნეს, ბო­დი­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­საც უნდა მო­უ­ხა­დონ.

- როცა გა­ვიღ­ვი­ძე, "ფე­ის­ბუ­ქი" აჭ­რე­ლე­ბუ­ლი იყო იმით, რომ ამა­ლი­ამ იმ­ღე­რა ფო­ნოგ­რა­მით. "ნი­ჭი­ე­რი" "რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექ­ტი არ არის, ნა­ყი­დია და პრო­ექტს აქვს სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი, რო­მელ­საც თუ და­არ­ღვევს "რუს­თა­ვი 2", უჩივ­ლე­ბენ და საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მივა. ფო­ნოგ­რა­მა რაში აწყობ­დათ? ამა­ლია ვისი ნა­თე­სა­ვია? მე გა­მა­ღი­ზი­ა­ნა იმან, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც ამა­ლი­ას ნამ­ღე­რი მო­ი­წო­ნა, იგი­ვე ანრი ჯო­ხა­ძემ და ვი­ღაც ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს დე­ბი­ლე­ბად, რომ­ლებ­საც არც სმე­ნა გვაქვს, არც აღ­ქმა რე­ა­ლუ­რად, მღე­რის თუ არა ადა­მი­ა­ნი. ვიცი, რა არის მონ­ტა­ჟი და სად შე­იძ­ლე­ბა იყოს ხარ­ვე­ზი. ჩემი აზ­რით, პი­ა­რის­თვის იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. თუმ­ცა ვერ ვი­ჯე­რებ, რომ მომ­ღე­რალ­მა, რო­მელ­საც აქვს ვო­კა­ლუ­რად ამ­ბი­ცი­ე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძლი­ერ მომ­ღერ­ლად აფა­სებს, ვერ გათ­ვა­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი და იმ ხალ­ხს მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა, ვინც მო­ი­წო­ნა ამა­ლი­ას ნამ­ღე­რი. ჩვენ თურ­მე დე­ბი­ლე­ბი ვართ და ტაში და­ვუ­კა­რით ფო­ნოგ­რა­მას. ვერ აი­ტა­ნეს სა­ცო­და­ვი ამა­ლი­ას წამ­ში მი­ღე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა.

- გინ­და თქვა, რომ მომ­ღერ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ვერ ერ­კვე­ვა სიმ­ღე­რა­ში?

- რო­მე­ლი ჩვე­ნი მომ­ღე­რა­ლი მღე­რის ინ­გლი­სუ­რად და ცო­ცხლად კარ­გად? 99% ვერც ლა­პა­რა­კობს ინ­გლი­სუ­რად, მათი ნამ­ღე­რი ინ­გლი­სუ­რი, ჰაბ დუბ­დუბ და ჩუბ დუბ დუბ არის. არც ანრი ჯო­ხა­ძის ინ­გლი­სუ­რად ნამ­ღე­რი მომ­წონს. კარ­გი ნამ­ღე­რი, კარ­გი ინ­გლი­სუ­რი დიქ­ცია და კარ­გი ჟღე­რა­დო­ბა ვერ აი­ტა­ნეს. ქალი მო­ვი­და ქუ­ჩი­დან და გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. მეც გა­და­მიდ­გამს რა­ღაც ნა­ბი­ჯე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბის გამო, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სხვა გავ­ლან­ძღო იმის გამო, რომ წამ­ში გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. მოც­ლი­ლი უნდა იყო, ამ­დე­ნი რომ წერო ამა­ლი­ა­ზე. აქ იყო პი­ა­რი, სა­კუ­თარ თავი და­ი­პი­ა­რეს. პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი გა­მო­დი­ან, "რუს­თა­ვი 2" გა­მო­იწ­ვი­ეს. ამა­საც ნიჭი უნდა.

- დე­პუ­ტატ­მა გოგა ხა­ჩი­ძე­მაც ეჭვი შე­ი­ტა­ნა ამა­ლი­ას სიმ­ღე­რა­ში, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში მომ­ღე­რა­ლი იყო...

- გოგა ხა­ჩი­ძეს მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვს? მახ­სოვს "სა­ხე­ში" მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, უკა­ნა ფონ­ზე იდგა და სიმ­ღე­რა რომ მთავ­რდე­ბო­და, გა­მო­ყოფ­და თავს და "ოეს" ან "ეას" ამ­ბობ­და. მი­ნის­ტრო­ბის დროს, როცა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" მო­ვი­და, ტაშტზე თუ რა­ღა­ცა­ზე უკ­რავ­და და ამით თუ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მუ­სი­კის ცოდ­ნა, არ ვიცი. წარ­მო­ად­გი­ნოს გოგა ხა­ჩი­ძემ მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი. არც მას და არც ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ეს არ აქვს.

- ამა­ლი­ა­საც არ აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა...

- არ აქვს, მაგ­რამ მან აა­ტი­რა ხალ­ხი, მო­ი­ტა­ნა დიდი ემო­ცია. ამან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ძა­ლი­ან ბევ­რი. თვი­თონ 15 წე­ლია მღე­რი­ან, ბღა­ვი­ან, სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­დი­ან და ხალ­ხი არ ცეკ­ვავს. ერთი პა­ტა­რა სიმ­ღე­რა იმ­ღე­რა ამა­ლი­ამ და მი­ვი­და გუ­ლამ­დე. ჩვე­ნი მომ­ღერ­ლე­ბის სიმ­ღე­რე­ბი გულ­თან არ მი­დის, არ იცი­ან ისე სიმ­ღე­რა, რო­გორც არის სა­ჭი­რო. სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და ამა­ლია ვერ გახ­დე­ბა მეგა მომ­ღე­რა­ლი, თუ გახ­დე­ბა და თვი­თონ მომ­ღერ­ლე­ბი ჩა­ძი­რა­ვენ, დაგ­ლი­ჯა­ვენ და და­ძენ­ძა­ვენ. ჩვენ ვართ ბო­რო­ტი ერი და სხვი­სი წარ­მა­ტე­ბა არ გვი­ხა­რია. ყვე­ლამ თა­ვის "ლაივ ეფექტს" მი­ხე­დოს.

- შენი აზ­რით, ანრი ჯო­ხა­ძის ბო­დი­ში არ­ხის პო­ლი­ტი­კას ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა ამა­საც უკავ­შირ­დე­ბა. მე გა­ვე­ცა­ნი ნიკა გვა­რა­მი­ას მო­საზ­რე­ბას და ამო­ვი­კი­თხე ში­ნა­არ­სი, რომ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი, ვინც "რუს­თა­ვი 2" თაღ­ლი­თო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, აიკ­რძა­ლე­ბო­და არხზე. "რუს­თა­ვი 2" რომ არ იყოს, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და ან მე ან სხვა ცნო­ბილ სა­ხე­ებს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

თე­მის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა ნა­ხეთ თეგ­ზე #სკან­და­ლი "ნი­ჭი­ერ­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"მახსოვს, "სახეში" ხაჩიძე გამოყოფდა თავს და "ოეს" ან "ეას" ამბობდა" - კრიტიკა კრიტიკის წილ, ამალიასთვის

"მახსოვს, "სახეში" ხაჩიძე გამოყოფდა თავს და "ოეს" ან "ეას" ამბობდა" - კრიტიკა კრიტიკის წილ, ამალიასთვის

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ამალია ჯიბლაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ანრი ჯოხაძემ, გოგა ხაჩიძემ და სხვა ადამიანებმა, ვინც ამალია ჯიბლაძის ნიჭიერებაში ეჭვი შეიტანეს, ბოდიში საქართველოს მოსახლეობასაც უნდა მოუხადონ.

- როცა გავიღვიძე, "ფეისბუქი" აჭრელებული იყო იმით, რომ ამალიამ იმღერა ფონოგრამით. "ნიჭიერი" "რუსთავი 2“-ის პროექტი არ არის, ნაყიდია და პროექტს აქვს საკუთარი წესები, რომელსაც თუ დაარღვევს "რუსთავი 2", უჩივლებენ და საქმე სასამართლომდე მივა. ფონოგრამა რაში აწყობდათ? ამალია ვისი ნათესავია? მე გამაღიზიანა იმან, რომ საზოგადოება, რომელმაც ამალიას ნამღერი მოიწონა, იგივე ანრი ჯოხაძემ და ვიღაც ჟურნალისტმა გამოგვიყვანეს დებილებად, რომლებსაც არც სმენა გვაქვს, არც აღქმა რეალურად, მღერის თუ არა ადამიანი. ვიცი, რა არის მონტაჟი და სად შეიძლება იყოს ხარვეზი. ჩემი აზრით, პიარისთვის იყო გაკეთებული. თუმცა ვერ ვიჯერებ, რომ მომღერალმა, რომელსაც აქვს ვოკალურად ამბიციები და საზოგადოება ძლიერ მომღერლად აფასებს, ვერ გათვალა ეს ყველაფერი და იმ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, ვინც მოიწონა ამალიას ნამღერი. ჩვენ თურმე დებილები ვართ და ტაში დავუკარით ფონოგრამას. ვერ აიტანეს საცოდავი ამალიას წამში მიღებული პოპულარობა.

- გინდა თქვა, რომ მომღერლების უმეტესობა ვერ ერკვევა სიმღერაში?

- რომელი ჩვენი მომღერალი მღერის ინგლისურად და ცოცხლად კარგად? 99% ვერც ლაპარაკობს ინგლისურად, მათი ნამღერი ინგლისური, ჰაბ დუბდუბ და ჩუბ დუბ დუბ არის. არც ანრი ჯოხაძის ინგლისურად ნამღერი მომწონს. კარგი ნამღერი, კარგი ინგლისური დიქცია და კარგი ჟღერადობა ვერ აიტანეს. ქალი მოვიდა ქუჩიდან და გახდა პოპულარული. მეც გადამიდგამს რაღაც ნაბიჯები პოპულარობის გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა გავლანძღო იმის გამო, რომ წამში გახდა პოპულარული. მოცლილი უნდა იყო, ამდენი რომ წერო ამალიაზე. აქ იყო პიარი, საკუთარ თავი დაიპიარეს. პროვოკატორები გამოდიან, "რუსთავი 2" გამოიწვიეს. ამასაც ნიჭი უნდა.

- დეპუტატმა გოგა ხაჩიძემაც ეჭვი შეიტანა ამალიას სიმღერაში, რომელიც წარსულში მომღერალი იყო...

- გოგა ხაჩიძეს მუსიკალური განათლება აქვს? მახსოვს "სახეში" მისი დანიშნულება, უკანა ფონზე იდგა და სიმღერა რომ მთავრდებოდა, გამოყოფდა თავს და "ოეს" ან "ეას" ამბობდა. მინისტრობის დროს, როცა "ნაციონალურ მოძრაობაში" მოვიდა, ტაშტზე თუ რაღაცაზე უკრავდა და ამით თუ გამოიხატება მუსიკის ცოდნა, არ ვიცი. წარმოადგინოს გოგა ხაჩიძემ მუსიკალური განათლების დამადასტურებელი საბუთი. არც მას და არც ქართველი მომღერლების უმეტესობას ეს არ აქვს.

- ამალიასაც არ აქვს მუსიკალური განათლება...

- არ აქვს, მაგრამ მან აატირა ხალხი, მოიტანა დიდი ემოცია. ამან გააღიზიანა ძალიან ბევრი. თვითონ 15 წელია მღერიან, ბღავიან, საახალწლო კონცერტებზე გამოდიან და ხალხი არ ცეკვავს. ერთი პატარა სიმღერა იმღერა ამალიამ და მივიდა გულამდე. ჩვენი მომღერლების სიმღერები გულთან არ მიდის, არ იციან ისე სიმღერა, როგორც არის საჭირო. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამალია ვერ გახდება მეგა მომღერალი, თუ გახდება და თვითონ მომღერლები ჩაძირავენ, დაგლიჯავენ და დაძენძავენ. ჩვენ ვართ ბოროტი ერი და სხვისი წარმატება არ გვიხარია. ყველამ თავის "ლაივ ეფექტს" მიხედოს.

- შენი აზრით, ანრი ჯოხაძის ბოდიში არხის პოლიტიკას ხომ არ უკავშირდება?

- შეიძლება ამასაც უკავშირდება. მე გავეცანი ნიკა გვარამიას მოსაზრებას და ამოვიკითხე შინაარსი, რომ პროვოკატორები, ვინც "რუსთავი 2" თაღლითობაში დაადანაშაულა, აიკრძალებოდა არხზე. "რუსთავი 2" რომ არ იყოს, რა მეშველებოდა ან მე ან სხვა ცნობილ სახეებს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება