რუსეთში არსებულმა რობოტელესკოპების ქსელმა ”მასტერმა” სახიფათო ასტეროიდი აღმოაჩინა, რომელიც 370 მეტრი ზომისაა. ის ცნობილ ასტეროიდ ”აპოფისზე” დიდია. აპოფისი არის ასტეროიდი, რომელიც დედამიწისკენ მოიწევს და რომელიც არიზონაში 2004 წელს აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 325 მეტრს შეადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ ასტეროიდი დედამიწას დაეცემა, აფეთქების სიმძლავრემ შეიძლება საგრძნობლად გადააჭარბოს ჩელიაბინსკის მეტეორის აფეთქებას, რომლის დიამეტრიც 17 მეტრი იყო.
დედამიწასთან მეტეორის შეჯახების შემთხვევაში, ის გამოიწვევს ძლიერ ცუნამებს ან გაანადგურებს მთელ ევროპას. ყველა ასტეროიდი სამ ჯგუფად იყოფა: ჩვეულებრივი ასტეროიდები, რომლებიც მარსის და იუპიტერის შუა დაფრინავენ, ახლო ასტეროიდები, რომლებიც მზის ორბიტის სიახლოვეს ჩაიფრენენ და პოტენციურად საშიშები, რომლებსაც შეუძლიათ დედამიწას დაეჯახონ. ახალი ასტეროიდი ამ უკანასკნელ ჯგუფს განეკუთვნება.
ასტეროიდის დაცემის საფრთხეები იმაზეა დამოკიდებული, თუ სად ჩამოვარდება ობიექტი. თუ ეს მოხდება ზღვაში, გამოიწვევს ძლიერ ცუნამებს, რომლებიც უახლოეს ქალაქებს გაანადგურებს. თუ მაგალითად, ატომურ ელექტროსადგურს დაეცემა, საფრთხე მთელ ევროპას დაემუქრება.
დედამიწასთან შეტაკების თარიღზე საუბარი ნაადრევია, რადგან ასტეროიდზე დაკვირვება მხოლოდ ორი დღეა მიმდინარეობს. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ უახლოეს ორ წელიწადში ეს არ მოხდება.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.