საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მოგვისმენს ხვალიდან - გადამწყვეტი ბრძოლა "გასაღებისთვის"
ვინ მოგვისმენს ხვალიდან - გადამწყვეტი ბრძოლა "გასაღებისთვის"

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრე­ზი­დენ­ტი "ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებს ხელს არ მო­ა­წერს, შსს-ს ოპე­რა­ტი­ულ-ტექ­ნი­კურ დე­პარ­ტა­მენტს ფა­რუ­ლი მოს­მე­ნა-მი­ყუ­რა­დე­ბის და ასე­ვე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ გუ­შინ დამ­ტკი­ცე­ბულ კა­ნონ­ზე ვე­ტოს და­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­დის ნორ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, შსს-ს "ოტო"-ს სამ­სა­ხურს კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხა­ზე­ბი­დან და მათი შე­მა­ერ­თებ­ლე­ბი­დან, სერ­ვე­რე­ბი­დან, ბა­ზე­ბი­დან, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ქსე­ლე­ბი­დან, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის რე­ა­ლურ დრო­ში მო­პო­ვე­ბის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლე­ბო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, სა­თა­ნა­დო აპა­რა­ტუ­რის და ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გან­თავ­სე­ბა-მონ­ტა­ჟის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა ერ­თმე­ვა.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­მარ­თლდამ­ცა­ვებს ამის უფ­ლე­ბა 28 თე­ბერ­ვლამ­დე მი­ე­ცათ. ამა­ვე დრო­ში პარ­ლა­მენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, ვის ხელ­ში იქ­ნე­ბა ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა – ე.წ. გა­სა­ღე­ბი და ასე­ვე, სად, რა ვა­დით და რა მო­ცუ­ლო­ბით უნდა ინა­ხე­ბო­დეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს "ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­ზე ვე­ტოს და­დე­ბას ურ­ჩევს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე კახა კო­ჟო­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

"ჩვენ პრე­ზი­დენტს ვურ­ჩევთ, რომ ამ კა­ნონპ­რო­ექტს და­ა­დოს ვეტო, რად­გან ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა არ და­წყე­ბუ­ლა ერთი ან ორი თვის წინ. კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და 2013 წლის მა­ის­ში, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ და სა­კი­თხი, თუ ვის ხელ­ში უნდა იყოს ე.წ. გა­სა­ღე­ბი, ამ დრო­ის შემ­დეგ გა­ნი­ხი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კო­ჟო­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აგ­ვის­ტო­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პარ­ლა­მენტს 2014 წლის 1 ნო­ემ­ბრამ­დე ჰქონ­და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე წვდო­მის მე­ქა­ნიზ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მის დამ­ტკი­ცე­ბის ვადა, თუმ­ცა სა­კი­თხზე კონ­სე­სუ­სის არარ­სე­ბო­ბის გამო პრო­ექ­ტი ვერ მომ­ზად­და და პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვა­დამ 28 თე­ბერ­ვლამ­დე გა­და­ი­წია. ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ვა­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ კენ­ჭიყ­რის წინ ჩას­წორ­და – თავ­და­პირ­ველ ვა­რი­ან­ტში და­გეგ­მი­ლი იყო ვა­დის 1 აპ­რი­ლამ­დე გა­და­წე­ვა, თუმ­ცა პარ­ლა­მენტს და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა სთხო­ვა, რომ კა­ნო­ნი პარ­ლა­მენტს 28 თე­ბერ­ვლის­თვის მი­ე­ღო, რაც უმ­რავ­ლე­სო­ბამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს კა­ნონპ­რო­ექ­ტზე ხელ­მო­წე­რის ვადა დღეს ეწუ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვინ მოგვისმენს ხვალიდან - გადამწყვეტი ბრძოლა "გასაღებისთვის"

ვინ მოგვისმენს ხვალიდან - გადამწყვეტი ბრძოლა "გასაღებისთვის"

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს ხელს არ მოაწერს, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ფარული მოსმენა-მიყურადების და ასევე კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვის უფლება აღარ ექნება.

პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებულ კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, პირველი ნოემბრიდან ძალაში შედის ნორმა, რომლის მიხედვითაც, შსს-ს "ოტო"-ს სამსახურს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებობების გამოყენების, სათანადო აპარატურის და ტექნიკური მოწყობილობების განთავსება-მონტაჟის კანონიერი უფლება ერთმევა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის გათვალისწინებით, სამართლდამცავებს ამის უფლება 28 თებერვლამდე მიეცათ. ამავე დროში პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, ვის ხელში იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა – ე.წ. გასაღები და ასევე, სად, რა ვადით და რა მოცულობით უნდა ინახებოდეს კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

არასამთავრობო სექტორი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ურჩევს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა.

"ჩვენ პრეზიდენტს ვურჩევთ, რომ ამ კანონპროექტს დაადოს ვეტო, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა არ დაწყებულა ერთი ან ორი თვის წინ. კანონპროექტი პარლამენტში შევიდა 2013 წლის მაისში, ანუ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ და საკითხი, თუ ვის ხელში უნდა იყოს ე.წ. გასაღები, ამ დროის შემდეგ განიხილება", - განაცხადა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პარლამენტს 2014 წლის 1 ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა საკითხზე კონსესუსის არარსებობის გამო პროექტი ვერ მომზადდა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, ვადამ 28 თებერვლამდე გადაიწია. ინიცირებული კანონპროექტი ვადასთან დაკავშირებით გუშინ კენჭიყრის წინ ჩასწორდა – თავდაპირველ ვარიანტში დაგეგმილი იყო ვადის 1 აპრილამდე გადაწევა, თუმცა პარლამენტს დავით უსუფაშვილმა სთხოვა, რომ კანონი პარლამენტს 28 თებერვლისთვის მიეღო, რაც უმრავლესობამ გაითვალისწინა.

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს კანონპროექტზე ხელმოწერის ვადა დღეს ეწურება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია