მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისი 50 000 ჯარისკაცისა და არეულობის მოლოდინში - რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის პოლიტიკური ამბიციები
თბილისი 50 000 ჯარისკაცისა და არეულობის მოლოდინში - რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის პოლიტიკური ამბიციები

ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ყო­ველ­თვის აკ­ვირ­დე­ბა და თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის ღიად და­ფიქ­სი­რე­ბა­საც არ ერი­დე­ბა. სა­უ­ბა­რი გვაქვს ზაზა გა­ბე­და­ვა­ზე, რო­მელ­საც მოს­კოვ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვეთ. მარ­თა­ლია, სა­ა­უ­ბა­რი ხან­გრძლი­ვი არ გა­მოგ­ვი­ვი­და, მაგ­რამ, რო­გორც თა­ვად გან­გვი­ცხა­და, მო­მა­ვალ­ში უფრო ვრცლად გვე­სა­უბ­რე­ბა თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე, მო­მა­ვალ­ზე და მის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში. დიახ, ის და­ბურ­ნე­ბას გეგ­მავს...

- ბა­ტო­ნო ზაზა, სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ზე და­ვი­წყოთ. რას ფიქ­რობთ, რა სი­ტუ­ა­ცი­აა დღეს ქვე­ყა­ნა­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში უპირ­ვე­ლე­სი პრობ­ლე­მა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნაა, შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა უნდა და­ი­წყოს ოთხმოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­დან და არა 2003 წლი­დან. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ერთი რამ არის, ხალ­ხს აღარ ხო­ცა­ვენ ქუ­ჩა­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რო­გორც ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ხდე­ბო­და. სხვა მხრივ, ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის, ბევ­რი ზონ­დე­რი მუ­შა­ობს მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, მა­გა­ლი­თად – მალ­ხაზ ჩი­ლიკ­ვა­ძე, რო­მე­ლიც და­ი­ნიშ­ნა უშიშ­რო­ე­ბის უფ­რო­სად. ის აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვის დროს, შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი­დან, ტი­რის თოფს ეს­რო­და ხალ­ხს. რამ­დენ ადა­მი­ანს და­თხა­რა მის­მა ტყვი­ამ თვა­ლი, ვინ მოთ­ვლის. ასე­ვე, სა­მეგ­რე­ლო­ში არი­ან დარ­ჩე­ნი­ლი ის ზონ­დერუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად ვინ­მე "ლოქო", რო­მე­ლიც ზე­მოს­ვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სა­მუ­შა­ოდ, იმის გამო, რომ ახ­ლო­ბე­ლი ჰყავს ოც­ნე­ბა­ში...

- სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო კურ­სზე რას ფიქ­რობთ? თქვე­ნი აზ­რით, ეს კურ­სი შე­დის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ში?

- სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო კურ­სი უნდა გა­ნი­სა­ზღვროს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არა ისე, რო­გორც დღეს ისა­ზღვრე­ბა. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა დამ­ყა­რე­ბუ­ლია იმა­ზე, "რას იტყვის მსოფ­ლიო". ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უნდა გახ­დეს ყვე­ლას­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი. ჩვე­ნი ღირ­სე­ბა და ტრა­დი­ცი­ე­ბი ჩვენ თუ არ და­ვი­ცა­ვით, სხვა არ დაგ­ვა­ფა­სებს, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის და­ნა­ტო­ვა­რი ფე­ხით თუ გავ­თე­ლეთ, ყვე­ლა ჩვენ გა­მო­ყე­ნე­ბას შე­ეც­დე­ბა. ჩვენ უნდა გავ­ხდეთ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც რუ­სე­თიც, ამე­რი­კაც, თურ­ქე­თიც, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბიც, აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც და სომ­ხე­თიც პა­ტი­ვის­ცე­მით და რი­დით და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა. დღეს ყვე­ლა გა­მორ­ჩე­ნის თვა­ლით გვი­ყუ­რებს და ყვე­ლას თა­ვი­სი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი ამოძ­რა­ვებს. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რო­მელ­ზეც ამე­რი­კა და ევ­რო­პა მხო­ლოდ აღ­შფო­თე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა. ჩვენ, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი გავ­თე­ლეთ და ამის გამო სე­რი­ო­ზუ­ლად აღა­რა­ვინ გვი­ყუ­რებს. ჩვენ რომ ვი­ყოთ ღირ­სე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ეს ასე არ იქ­ნე­ბო­და.

- გავ­რცელ­და თქვე­ნი "ფე­ის­ბუქ" სტა­ტუ­სი, სა­დაც აცხა­დებთ, რომ გყავთ 50 000-მდე გაწ­ვრთნი­ლი ჯა­რის­კა­ცი, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ თბი­ლის­ში და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დე­ბოდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებს. ეს სტა­ტუ­სი რომ თქვენ გე­კუთ­ვნო­დათ, თქვენ­მა ვაჟ­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა. რა­მემ შე­გი­შა­ლათ ხელი ჩა­მოს­ვლა­ში?

- ხელს ვე­რა­ფე­რი შე­მიშ­ლის, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ზონ­დერებს ფი­ზი­კუ­რად გა­ვუს­წორ­დე! ასეთ ხალ­ხს თუ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა ქუ­ჩა­ში ხალ­ხი ცე­მონ, ჩემი ბი­ჭე­ბიც გა­უს­წორ­დე­ბი­ან მათ! ასე რომ, ხე­ლის შეშ­ლა არ არის არა­ნა­ი­რი, უბ­რა­ლოდ, ჩემ­მა შვილ­მა მთხო­ვა შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა ბი­ჭე­ბი, რად­გან ის ძა­ლა­დო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა და მისი აზ­რით, ეს პრობ­ლე­მას ვერ გა­დაჭ­რის. ვუ­ყუ­რებ ცოტა ხანს და თუ არ მო­ის­ვე­ნე­ბენ "ნა­ცე­ბი", მერე ვე­ღა­რა­ფე­რი შე­მა­ჩე­რებს! თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ფი­ზი­კუ­რად გა­ვუს­წორ­დე­ბი!

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან" რა­ი­მე დახ­მა­რე­ბას ელო­დე­ბით?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" იმე­დი რომ მქონ­დეს, ამ გან­ცხა­დე­ბას არ გა­ვა­კე­თებ­დი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავთ?

- ჩემს სი­მარ­თლეს რო­გორც კი და­ვამ­ტკი­ცებ, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალ და ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა. ყვე­ლა ბრალ­დე­ბა, რო­მელ­საც ვერ და­მიმ­ტკი­ცე­ბენ, შე­უბ­რუნ­დე­ბათ მათ!

გი­ორ­გი ხარ­ში­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თბილისი 50 000 ჯარისკაცისა და არეულობის მოლოდინში - რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის პოლიტიკური ამბიციები

თბილისი 50 000 ჯარისკაცისა და არეულობის მოლოდინში - რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის პოლიტიკური ამბიციები

ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ამჟამად რუსეთში მოღვაწეობს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყოველთვის აკვირდება და თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებასაც არ ერიდება. საუბარი გვაქვს ზაზა გაბედავაზე, რომელსაც მოსკოვში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ. მართალია, სააუბარი ხანგრძლივი არ გამოგვივიდა, მაგრამ, როგორც თავად განგვიცხადა, მომავალში უფრო ვრცლად გვესაუბრება თავის შეხედულებებზე, მომავალზე და მის დაბრუნებაზე საქართველოში. დიახ, ის დაბურნებას გეგმავს...

- ბატონო ზაზა, საუბარი საქართველოზე დავიწყოთ. რას ფიქრობთ, რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში?

- საქართველოში უპირველესი პრობლემა სამართლიანობის აღდგენაა, შემდეგ საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა. სამართლიანობის აღდგენა უნდა დაიწყოს ოთხმოცდაათიანი წლების მიმდინარე მოვლენებიდან და არა 2003 წლიდან. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისგან განსხვავებით, ერთი რამ არის, ხალხს აღარ ხოცავენ ქუჩაში პოლიციელები, როგორც ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა. სხვა მხრივ, ცვლილებები არ არის, ბევრი ზონდერი მუშაობს მაღალ თანამდებობებზე, მაგალითად – მალხაზ ჩილიკვაძე, რომელიც დაინიშნა უშიშროების უფროსად. ის აქციების დარბევის დროს, შენობის სახურავიდან, ტირის თოფს ესროდა ხალხს. რამდენ ადამიანს დათხარა მისმა ტყვიამ თვალი, ვინ მოთვლის. ასევე, სამეგრელოში არიან დარჩენილი ის ზონდერული ელემენტები, მაგალითად ვინმე "ლოქო", რომელიც ზემოსვანეთის პოლიციაში გადაიყვანეს სამუშაოდ, იმის გამო, რომ ახლობელი ჰყავს ოცნებაში...

- საქართველოს საგარეო კურსზე რას ფიქრობთ? თქვენი აზრით, ეს კურსი შედის საქართველოს ინტერესებში?

- საქართველოს საგარეო კურსი უნდა განისაზღვროს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც დღეს ისაზღვრება. დღეს საქართველოს პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, "რას იტყვის მსოფლიო". ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ყველასთვის პატივსაცემი. ჩვენი ღირსება და ტრადიციები ჩვენ თუ არ დავიცავით, სხვა არ დაგვაფასებს, ჩვენი წინაპრების დანატოვარი ფეხით თუ გავთელეთ, ყველა ჩვენ გამოყენებას შეეცდება. ჩვენ უნდა გავხდეთ ქვეყანა, რომელსაც რუსეთიც, ამერიკაც, თურქეთიც, ევროპის ქვეყნებიც, აზერბაიჯანიც და სომხეთიც პატივისცემით და რიდით დაელაპარაკება. დღეს ყველა გამორჩენის თვალით გვიყურებს და ყველას თავისი პირადი ინტერესი ამოძრავებს. ამაზე მეტყველებს ოკუპირებული ტერიტორიები, რომელზეც ამერიკა და ევროპა მხოლოდ აღშფოთებით შემოიფარგლა. ჩვენ, ჩვენი ტრადიციები გავთელეთ და ამის გამო სერიოზულად აღარავინ გვიყურებს. ჩვენ რომ ვიყოთ ღირსეული სახელმწიფო, ეს ასე არ იქნებოდა.

- გავრცელდა თქვენი "ფეისბუქ" სტატუსი, სადაც აცხადებთ, რომ გყავთ 50 000-მდე გაწვრთნილი ჯარისკაცი, რომლებიც ჩამოვიდოდნენ თბილისში და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს. ეს სტატუსი რომ თქვენ გეკუთვნოდათ, თქვენმა ვაჟმაც დაგვიდასტურა. რამემ შეგიშალათ ხელი ჩამოსვლაში?

- ხელს ვერაფერი შემიშლის, რომ "ნაცმოძრაობის" ზონდერებს ფიზიკურად გავუსწორდე! ასეთ ხალხს თუ აქვთ საშუალება ქუჩაში ხალხი ცემონ, ჩემი ბიჭებიც გაუსწორდებიან მათ! ასე რომ, ხელის შეშლა არ არის არანაირი, უბრალოდ, ჩემმა შვილმა მთხოვა შემეჩერებინა ბიჭები, რადგან ის ძალადობის მოწინააღმდეგეა და მისი აზრით, ეს პრობლემას ვერ გადაჭრის. ვუყურებ ცოტა ხანს და თუ არ მოისვენებენ "ნაცები", მერე ვეღარაფერი შემაჩერებს! თუ ასე გაგრძელდება ყველაფერი, "ნაციონალებს" ფიზიკურად გავუსწორდები!

- "ქართული ოცნებისგან" რაიმე დახმარებას ელოდებით?

"ქართული ოცნების" იმედი რომ მქონდეს, ამ განცხადებას არ გავაკეთებდი.

- საქართველოში დაბრუნებას გეგმავთ?

- ჩემს სიმართლეს როგორც კი დავამტკიცებ, აუცილებლად ჩამოვალ და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ყველა ბრალდება, რომელსაც ვერ დამიმტკიცებენ, შეუბრუნდებათ მათ!

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა