თბილისის მე-10 მოდის კვირეულის მე-3 დღეს სასტუმრო Rooms Tbilisi-ს ბაღში, ღია ცის ქვეშ თამუნა ინგოროყვას დეფილე და მიღება გაიმართა.
თამუნა ინგოროყვამ კოლექციაზე ექვსი თვე იმუშავა და მაღალი ხარისხის კოლექცია წარმოადგინა. გამოყენებული ჰქონდა აბრეშუმი და ჩიშვია, რომელსაც საფრანგეთიდან, იაპონიიდან და იტალიიდან უგზავნიან.
ჩვენებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ელეგანტურად ჩაცმული ია კიწმარიშვილიც, რომელიც ძირითად საქმიანობას აქტიურად განაგრძობს და ცდილობს, მოდის სფეროში მიმდინარე სიახლეებს ფეხდაფეხ მიჰყვეს. ჩვენებას ესწრებოდა ასევე დიზაინერი ანუკი არეშიძე, ის მცირედი დაგვიანებით შეუერთდა პირველ რიგში მჯდომ საზოგადოებას.
თბილისის მე-10 მოდის კვირეულის პარალელურად მუშაობს გრანდიოზული შოუ-რუმი, რომელზეც წარმოდგენილია 30-მდე ქართველი დიზაინერის კოლექციები, აქსესუარები, ქუდები და ფეხსაცმელი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დღის განმავლობაში მივიდეს "დიზაინ ცენტრში", დაათვალიეროს და შეიძინოს სასურველი ნივთი.
თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა.
იხილეთ ფოტოგალერეა