პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავრეკე, ხმით ტიროდა, გულამოსკვნილი" - რა მდგომარეობაშია ამალია ჯიბლაძე სკანდალის შემდეგ
"დავრეკე, ხმით ტიროდა, გულამოსკვნილი" - რა მდგომარეობაშია ამალია ჯიბლაძე სკანდალის შემდეგ

ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე, "ნი­ჭი­ე­რის" პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის ვარ­სკვლა­ვად იქცა, თუმ­ცა ახ­ლა­დაღ­მო­ჩე­ნილ ტა­ლანტს მცი­რე დრო­ში, იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბი შე­მო­უბ­რუნ­და, რამ­დე­ნიც გას­ცა...

მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ით­ქვა ეჭვი, რომ მან პლუს-ფო­ნოგ­რა­მა­ზე იმ­ღე­რა, ამა­ლი­ას ათო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა და ასო­ბით კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბის მოს­მე­ნა მო­უ­წია.

რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე სკან­და­ლის შემ­დეგ, ამას პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლი აღ­წერს.

Facebook/ სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, "რუს­თა­ვი 2":

"წელს, "ნი­ჭი­ე­რის" პრე­კას­ტინგზე ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და. კას­ტინ­გე­ბი სრულ­დე­ბო­და, ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე რომ შე­მო­ვი­და დარ­ბაზ­ში. ვიდ­რე სიმ­ღე­რას და­ი­წყებ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა არც მიგ­ვიქ­ცე­ვია, გა­ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის მსურ­ვე­ლი მო­რი­გი კონ­კურ­სან­ტი გვე­გო­ნა. მახ­სოვს, მისი ნამ­ღე­რი პირ­ვე­ლი ფრა­ზა და ჩვე­ნი რე­აქ­ცია - გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვუს­მენ­დით. სუნ­თქვა შეგ­ვეკ­რა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბი­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან, სი­ხა­რუ­ლის­გა­ნაც.. მახ­სოვს, რა მორ­ცხვად გვპა­სუ­ხობ­და ყვე­ლა კი­თხვა­ზე. თქვა, ისე მე­რი­დე­ბო­და, აქ შე­მოს­ვლაც ძლივს გავ­ბე­დეო. მერე, რო­დე­საც სცე­ნა­ზე ჟი­უ­რის წი­ნა­შე იმ­ღე­რა, კუ­ლი­სებ­ში ვი­დე­ქით და ისე­ვე მო­ნუს­ხუ­ლე­ბი და თვალ­ცრემ­ლა­ი­ნე­ბი ვუს­მენ­დით, რო­გორც პირ­ვე­ლად. მე­ო­რე დი­ლი­დან ჩემი ტე­ლე­ფო­ნი აფეთ­ქდა - ამა­ლის­თან ინ­ტერ­ვიუ უნ­დო­და ყვე­ლა გა­მო­ცე­მას. ვკი­თხუ­ლობ­დი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის და­დე­ბით შე­ფა­სე­ბებს და მი­ხა­რო­და.

მი­ხა­რო­და, რომ მა­სამ ადეკ­ვა­ტუ­რად მი­ი­ღო ნი­ჭი­ე­რი და თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი. ქალი, რო­მელ­საც მძი­მე ცხოვ­რე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­უ­მარ­თლა და "სა­ხალ­ხო" გახ­და. მერე და­მი­რე­კა, ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა პო­პუ­ლა­რო­ბის გამო, იმ­დე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი მი­რე­კავს, მი­უჩ­ვე­ვე­ლი ვარ და მი­ჭირს ამ ყვე­ლაფ­რის გა­აზ­რე­ბაო. ვიგ­რძე­ნი, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან დაბ­ნე­უ­ლი იყო - ამ დი­ლამ­დე!

არ ვიცი, რო­გორ შე­ვა­ფა­სო ბოღ­მის ის ტალ­ღა, რო­მე­ლიც ერ­თმა ადა­მი­ან­მა აა­გო­რა და ხალ­ხის ნა­წი­ლი აჰ­ყვა. არც ვი­ცო­დი, რო­გორ უნდა და­მე­რე­კა ამა­ლი­ას­თან და რო­გორ და­მემ­შვი­დე­ბი­ნა. რო­გორ მეთ­ქვა, რომ ხალ­ხი ბოღ­მაა, რომ ამას უნდა მი­ეჩ­ვი­ოს? რო­გორ ამეხ­სნა, რომ მისი წარ­მა­ტე­ბა პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლი იქ­ნე­ბა ხოლ­მე მის­სა­ვე მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბის მცდე­ლო­ბას­თან? რო­გორ მეთ­ქვა, რომ ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში სძულთ ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი? მა­ინც დავ­რე­კე. მი­პა­სუ­ხა, მაგ­რამ სი­ტყვა ვერ ამო­ი­ღო. ხმით ტი­რო­და, გუ­ლა­მოსკვნი­ლი. ახ­ლა­ხან შევ­ხვდით, და­ვამ­შვი­დეთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად... სახე და

თვა­ლებ­და­სი­ე­ბუ­ლი მო­ვი­და, 6 წლის ან­გე­ლოზ შვილ­თან ერ­თად, რო­მელ­მაც ვერ გა­ი­გო, რა­ტომ ტი­რო­და დი­ლი­დან დე­და­მი­სი. თვა­ლებ­გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი უყუ­რებ­და ხან მას, ხან ჩვენ...

პ.ს. ადა­მი­ა­ნის­თვის ადა­მი­ან­ზე დიდი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. და კი­დევ, ლა­თი­ნუ­რად უფრო კარ­გად ჟღერს: Misera plebs!", - წერს სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლი.

თე­მის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა ნა­ხეთ თეგ­ზე #სკან­და­ლი "ნი­ჭი­ერ­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"დავრეკე, ხმით ტიროდა, გულამოსკვნილი" - რა მდგომარეობაშია ამალია ჯიბლაძე სკანდალის შემდეგ

"დავრეკე, ხმით ტიროდა, გულამოსკვნილი" - რა მდგომარეობაშია ამალია ჯიბლაძე სკანდალის შემდეგ

ამალია ჯიბლაძე, "ნიჭიერის" პირველი გადაცემის ვარსკვლავად იქცა, თუმცა ახლადაღმოჩენილ ტალანტს მცირე დროში, იგივე რაოდენობის მძაფრი ემოციები შემოუბრუნდა, რამდენიც გასცა...

მას შემდეგ, რაც გამოითქვა ეჭვი, რომ მან პლუს-ფონოგრამაზე იმღერა, ამალიას ათობით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემა და ასობით კრიტიკული შეფასების მოსმენა მოუწია.

რა მდგომარეობაშია ამალია ჯიბლაძე სკანდალის შემდეგ, ამას პროექტ "ნიჭიერის" მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ლილუაშვილი აღწერს.

Facebook/ სალომე ლილუაშვილი, "რუსთავი 2":

"წელს, "ნიჭიერის" პრეკასტინგზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. კასტინგები სრულდებოდა, ამალია ჯიბლაძე რომ შემოვიდა დარბაზში. ვიდრე სიმღერას დაიწყებდა, განსაკუთრებული ყურადღება არც მიგვიქცევია, გატელევიზორების მსურველი მორიგი კონკურსანტი გვეგონა. მახსოვს, მისი ნამღერი პირველი ფრაზა და ჩვენი რეაქცია - გაოგნებული ვუსმენდით. სუნთქვა შეგვეკრა მოულოდნელობისა და სიამოვნებისგან, სიხარულისგანაც.. მახსოვს, რა მორცხვად გვპასუხობდა ყველა კითხვაზე. თქვა, ისე მერიდებოდა, აქ შემოსვლაც ძლივს გავბედეო. მერე, როდესაც სცენაზე ჟიურის წინაშე იმღერა, კულისებში ვიდექით და ისევე მონუსხულები და თვალცრემლაინები ვუსმენდით, როგორც პირველად. მეორე დილიდან ჩემი ტელეფონი აფეთქდა - ამალისთან ინტერვიუ უნდოდა ყველა გამოცემას. ვკითხულობდი სოციალურ ქსელებში ადამიანების დადებით შეფასებებს და მიხაროდა.

მიხაროდა, რომ მასამ ადეკვატურად მიიღო ნიჭიერი და თავმდაბალი ადამიანი. ქალი, რომელსაც მძიმე ცხოვრების მეორე ნახევარში გაუმართლა და "სახალხო" გახდა. მერე დამირეკა, ძალიან მერიდება პოპულარობის გამო, იმდენი ჟურნალისტი მირეკავს, მიუჩვეველი ვარ და მიჭირს ამ ყველაფრის გააზრებაო. ვიგრძენი, რომ ბედნიერებისგან დაბნეული იყო - ამ დილამდე!

არ ვიცი, როგორ შევაფასო ბოღმის ის ტალღა, რომელიც ერთმა ადამიანმა ააგორა და ხალხის ნაწილი აჰყვა. არც ვიცოდი, როგორ უნდა დამერეკა ამალიასთან და როგორ დამემშვიდებინა. როგორ მეთქვა, რომ ხალხი ბოღმაა, რომ ამას უნდა მიეჩვიოს? როგორ ამეხსნა, რომ მისი წარმატება პირდაპირპროპორციული იქნება ხოლმე მისსავე მორალურად განადგურების მცდელობასთან? როგორ მეთქვა, რომ ამ პატარა ქვეყანაში სძულთ ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები? მაინც დავრეკე. მიპასუხა, მაგრამ სიტყვა ვერ ამოიღო. ხმით ტიროდა, გულამოსკვნილი. ახლახან შევხვდით, დავამშვიდეთ, შეძლებისდაგვარად... სახე და

თვალებდასიებული მოვიდა, 6 წლის ანგელოზ შვილთან ერთად, რომელმაც ვერ გაიგო, რატომ ტიროდა დილიდან დედამისი. თვალებგაფართოებული უყურებდა ხან მას, ხან ჩვენ...

პ.ს. ადამიანისთვის ადამიანზე დიდი საფრთხე არ არსებობს. და კიდევ, ლათინურად უფრო კარგად ჟღერს: Misera plebs!", - წერს სალომე ლილუაშვილი.

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება